668040 Records found
562641.
Biology | Chapter XXXIV
კანის ჯირკვლები ასინთეზებენ სეკრეტს - სქელ ლორწოს. ლორწო ფარავს კანს და ცურვის დროს ამცირებს წყლის წინაღობას.
Glands in the skin secrete a slimy mucus over the skin, an adaptation that reduces drag during swimming.
562642.
Biology | Chapter XXXIV
სხივფარფლიანი თევზები.
Ray-Finned Fishes.
562643.
Biology | Chapter XXXIV
ჩვენთვის კარგად ცნობილი წყლის ძვლოვანი თევზები თითქმის ყველა ეკუთვნის სხივფარფლიან თევზებს (კლასი Actinopterygii, ბერძნულიდან aktin–სხივი და pteryg– ფრთა და ფარფლი).
Nearly all the aquatic osteichthyans familiar to us are among the ray-finned fishes (class Actinopterygii, from the Greek aktin, ray, and pteryg, wing or fin).
562644.
Biology | Chapter XXXIV
სხვადასხვა სახეობები: ქორჭილა, კალმახი, მტკნარი წყლის ქორჭილა, ტუნა და ქაშაყი ყველა ჩვენთვის კარგად ცნობილია.
The various species of bass, trout, perch, tuna, and herring are examples.
562645.
Biology | Chapter XXXIV
ფარფლებს ქმნიან გრძელი, მოქნილი სხივები. ფარფლები მოდიფიცირებულია მანევრირების, თავდაცვის და სხვა ფუნქციებისთვის.
The fins, supported mainly by long, flexible rays, are modified for maneuvering, defense, and other functions.
562646.
Biology | Chapter XXXIV
სხივფარფლიანი თევზები, როგორც ჩანს, მტკნარ წყალში გაჩნდნენ და შემდეგ ზღვებში გავრცელდნენ.
Ray-finned fishes appear to have originated in fresh water and spread to the seas.
562647.
Biology | Chapter XXXIV
ადაპტაცია, რომელმაც მლაშე წყალში გადაადგილებასთან დაკავშირებული ოსმოსური პრობლემები გადაწყვიტა განხილულია 44 თავში.
Adaptations that solve the osmotic problems associated with the move to salt water are discussed in Chapter 44.
562648.
Biology | Chapter XXXIV
სხივფარფლიანი თევზების ზოგი სახეობა ევოლუციის გარკვეულ მომენტში მტკნარ წყალში დაბრუნდა.
Numerous species of ray-finned fishes returned to fresh water at some point in their evolution.
562649.
Biology | Chapter XXXIV
ზოგი (ორაგულის და ზღვის კალმახის ჩათვლით) ჯერ საცხოვრებლად მტკნარი წყლიდან მლაშეში გადადის, შემდეგ სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ბრუნდება ისევ მტკნარ წყალში.
Some of them, including salmon and sea-run trout, replay their evolutionary round-trip from fresh water to seawater and back to fresh water during their life cycle.
562650.
Biology | Chapter XXXIV
სხივფარფლიანი თევზები ადამიანისთვის ცილის ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ადამიანები ათასობით წლების განმავლობაში იჭერენ ამ თევზებს.
Ray-finned fishes serve as a major source of protein for humans, who have harvested them for tens of thousands of years.
562651.
Biology | Chapter XXXIV
თანამედროვე ინდუსტრიულმა თევზჭერამ მსოფლიოს უდიდესი თევზის საბადოები კატასტროფამდე მიიყვანა.
However, industrial-scale fishing operations now threaten some of the world's biggest fisheries with collapse.
562652.
Biology | Chapter XXXIV
თევზჭერის გარდა სხივფარფლიანი თევზები ადამიანისგან სხვა დაწოლასაც განიცდიან: მაგალითად, დამბების მეშვეობით მდინარეების დინების შეცვლა.
Ray-finned fishes also face other pressures from humans, such as the diversion of rivers by dams.
562653.
Biology | Chapter XXXIV
დევონის პერიოდის განმავლობაში სხივფარფლიანი თევზები ძვლოვანი თევზების სხვა ძირითად ევოლუციურ ხაზთან მტევანფარფლიანებთან (Sarcopterygii) ერთად განვითარდნენ.
Ray-finned fishes evolved during the Devonian period, along with another major lineage of osteichthyans, the lobe-fins (Sarcopterygii).
562654.
Biology | Chapter XXXIV
სარკოპტერიგიების ძირითადი დამახასიათებელი არის ყლორტის ფორმის ძვლები. მკერდის და მენჯის ფარფლებში ეს ძვლები გარშემორტყმულია კუნთების სქელი შრით.
The key derived character of lobe-fins is the presence of rod-shaped bones surrounded by a thick layer of muscle in their pectoral and pelvic fins.
562655.
Biology | Chapter XXXIV
დევონური პერიოდის განმავლობაში ბევრი სარკოპტერიგია მლაშე წყლებში ბინადრობდა. მაგალითად ზღვების სანაპიროსთან დაჭაობებულ ტერიტორიებზე.
During the Devonian, many lobe-fins lived in brackish waters, such as in coastal wetlands.
562656.
Biology | Chapter XXXIV
ფარფლებს ალბათ საცურაოდ და წყლის ქვეშ ,,სასიარულოდ” იყენებდნენ.
There they probably used their lobed fins to swim and "walk" underwater across the substrate.
562657.
Biology | Chapter XXXIV
დევონის პერიოდის ზოგი სარკოპტერიგია ძალიან დიდი ზომის მტაცებელი იყო.
Some Devonian lobe-fins were gigantic predators.
562658.
Biology | Chapter XXXIV
ამ პერიოდის სარკოპტერიგიების ნამარხებში ხშირად ნახულობენ ცერა თითისოდენა, ეკლის ფორმის კბილებს.
It is not uncommon to find spike-shaped fossils of Devonian lobe-fin teeth as big as your thumb.
562659.
Biology | Chapter XXXIV
დევონის პერიოდის ბოლოსკენ სარკოპტერიგიების მრავალფეროვნება მკვეთრად შემცირდა. დღეისთვის მხოლოდ სამი ხაზია გადარჩენილი.
By the end of the Devonian period, lobe-fin diversity was dwindling, and today only three lineages survive.
562660.
Biology | Chapter XXXIV
ერთი - ცელაკანტები (კლასი Actinistia) გადასახლდნენ ოკეანეში.
One lineage, the coelacanths (class Actinistia), shifted to the ocean.