668040 Records found
562721.
Biology | Chapter XXXIV
არსებობენ ასევე მხოლოდ წყლის ან მხოლოდ ხმელეთის ბაყაყები, სალამანდრები და უფილტვოები.
There are some strictly aquatic or strictly terrestrial frogs, salamanders, and caecilians.
562722.
Biology | Chapter XXXIV
ასეთი სალამანდრებისა და უფილტვოების ლარვები უფრო ჰგვანან ზრდასრულ ცხოველებს. როგორც წესი, ორივე: ლარვაც და ზრდასრულიც მტაცებლები არიან.
Moreover, salamander and caecilian larvae look much like adults, and typically both the larvae and the adults are carnivorous.
562723.
Biology | Chapter XXXIV
ამფიბიების უმრავლესობა ბინადრობს ნესტიან გარემოში. მაგალითად ჭაობებში და ტენიან ტყეებში.
Most amphibians are found in damp habitats such as swamps and rain forests.
562724.
Biology | Chapter XXXIV
მშრალი გარემოს მობინადრენიც სიცოცხლის მეტი ნაწილის განმავლობაში ტენიან ფოთლებში არიან ჩაფლულები. ტენიან ფოთლებში სინესტე რჩება მაღალი მშრალ ჰაბიტატებშიც.
Even those that are adapted to drier habitats spend much of their time in burrows or under moist leaves, where the humidity is high.
562725.
Biology | Chapter XXXIV
ამფიბიების უმეტესობაში განაყოფიერება გარეგანია; მამრი იჭერს მდედრს წინა თათებით, სანამ მდედრი დადებს კვერცხს (ქვირითს ყრის), მამრი მათ ანაყოფიერებს.
Fertilization is external in most amphibians; the male grasps the female and spills his sperm over the eggs as the female sheds them.
562726.
Biology | Chapter XXXIV
ამფიბიები კვერცხს, როგორც წესი, დებენ წყალში ან ხმელეთის ნესტიან ადგილებში.
Amphibians typically lay their eggs in water or in moist environments on land.
562727.
Biology | Chapter XXXIV
კვერცხს არ აქვს მკვრივი გარსი და ჰაერზე სწრაფად შრება.
The eggs lack a shell and dehydrate quickly in dry air.
562728.
Biology | Chapter XXXIV
ზოგი სახეობა დიდი რაოდენობით ქვირითს ყრის დროებით გუბეებში. გუბეები შრება და მთელი შთამომავლობა იღუპება. ამის გამო, სიკვდილიანობა მაღალია.
Some amphibian species lay vast numbers of eggs in temporary pools, and mortality is high.
562729.
Biology | Chapter XXXIV
სხვა სახეობები შედარებით მცირე რაოდენობის კვერცხს დებენ. ამის გარდა, სხვადასხვა სახის მშობლიურ მზრუნველობას ავლენენ.
In contrast, other species lay relatively few eggs and display various types of parental care.
562730.
Biology | Chapter XXXIV
ზოგი სახეობის მამრები ან მდედრები კვერცხს ატარებენ ზურგით, პირით ან მუცელშიც კი.
Depending on the species, either males or females may house eggs on their back, in their mouth, or even in their stomach.
562731.
Biology | Chapter XXXIV
ხის ბაყაყების ტროპიკული სახეობები ქვირითს ათავსებენ ნესტიან, ქაფიან ბუდეებში. ეს ბუდეები მდგრადია სიმშრალის მიმართ.
Certain tropical tree frogs stir their egg masses into moist, foamy nests that resist drying.
562732.
Biology | Chapter XXXIV
არსებობს რამდენიმე კვერცხ-ცოცხალმშობიარე და ცოცხალმშობიარე სახეობა. ამ შემთხვევაში კვერცხი რჩება მდედრის სასქესო ტრაქტში. იქ ემბრიონები ვითარდებიან გამოშრობის საფრთხის გარეშე.
There are also some ovoviviparous and viviparous species that retain the eggs in the female reproductive tract, where embryos can develop without drying out.
562733.
Biology | Chapter XXXIV
ბევრ ამფიბიას რთული და მრავალფეროვანი სოციალური ქცევა ახასიათებს. რთულ ქცევას ამფიბიები განსაკუთრებით გამრავლების პერიოდის დროს ავლენენ.
Many amphibians exhibit complex and diverse social behaviors, especially during their breeding seasons.
562734.
Biology | Chapter XXXIV
როგორც წესი, ბაყაყები ჩუმი ცხოველები არიან, მაგრამ გამრავლების დროს ბევრი სახეობის მამრები მკვეთრ ხმას გამოსცემენ. ამ ხმებით ისინი იცავენ ტერიტორიას და იზიდავენ მდედრებს.
Frogs are usually quiet, but the males of many species vocalize to defend their breeding territory or to attract females.
562735.
Biology | Chapter XXXIV
ზოგი სახეობა გამრავლების ადგილებთან მიგრაციის დროს ავლენს რთულ ქცევას: ამ ქცევებში შედის ხმით ურთიერთობა, ნავიგაციის არაჩვეულებრივი უნარი და ქიმიური სიგნალები.
In some species, migrations to specific breeding sites may involve vocal communication, celestial navigation, or chemical signaling.
562736.
Biology | Chapter XXXIV
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში აღინიშნება ამფიბიების რიცხვის სწრაფი და შემაშფოთებელი შემცირება.
Over the past 25 years, zoologists have documented a rapid and alarming decline in amphibian populations throughout the world.
562737.
Biology | Chapter XXXIV
როგორც ჩანს, ჰაბიტატების დეგრადაციის რამდენიმე მიზეზი არსებობს: სოკოვანი (ქიტრიდული) დაავადების გავრცელება და მჟავე ნალექები.
There appear to be several causes, including habitat degradation, the spread of a fungal (chytrid) pathogen, and acid precipitation.
562738.
Biology | Chapter XXXIV
უკანასკნელი განსაკუთრებით საშიშია ამფიბიების უმრავლესობისთვის, რადგანაც მათ სასიცოცხლო ციკლის დასამთავრებლად სჭირდება ნესტიანი ადგილები.
The last of these is especially damaging to most amphibians because of their dependence on wet places for completing their life cycles.
562739.
Biology | Chapter XXXIV
ამნიოტები არიან ოთხფეხიანები. მათი კიდურები ადაპტირებულია ხმელეთზე სასიარულოდ.
Amniotes are tetrapods that have a terrestrially adapted egg.
562740.
Biology | Chapter XXXIV
ამნიოტები ოთხფეხიანების ჯგუფია. ამ ჯგუფის თანამედროვე წევრები არიან რეპტილიები (ფრინველების ჩათვლით) და ძუძუმწოვრები.
Amniotes are a group of tetrapods whose living members are the reptiles (including birds) and the mammals.