668041 Records found
562801.
Biology | Chapter XXXIV
750 წლის წინათ თეთრკანიანებმა მიაღწიეს ახალ ზელანდიას. ადამიანებთან ერთად მგზავრობდნენ ვირთხები. ვირთხებმა გაანადგურეს გატერიას კვერცხი და ეს რეპტილიები მთავარ კუნძულზე საბოლოოდ გაქრნენ.
When humans arrived in New Zealand 750 years ago, the rats that accompanied them devoured tuatara eggs, eventually eliminating the reptiles on the main islands.
562802.
Biology | Chapter XXXIV
მოშორებით მყოფ კუნძულებზე გატერიები დარჩნენ. მათი სიგრძე დაახლოებით 50 სანტიმეტრია. ისინი იკვებებიან მწერებით, მცირე ზომის ხვლიკებით, ფრინველების კვერცხითა და წიწილებით.
The tuatara that remain on the outlying islands are about 50 cm long and feed on insects, small lizards, and bird eggs and chicks.
562803.
Biology | Chapter XXXIV
გატერიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 100 წელია.
They can live to be over 100 years old.
562804.
Biology | Chapter XXXIV
ისინი რომ გადარჩნენ, მათი საარსებო გარემო ვირთხებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
Their survival depends on whether their remaining habitats are kept rat-free.
562805.
Biology | Chapter XXXIV
ლეპიდოზავრების მეორე, ძირითად, თანამედროვე ევოლუციურ ხაზს ქმნიან squamate (ქერცლიანები) ხვლიკები და გველები.
The other major living lineage of lepidosaurs are the squamates (lizards and snakes).
562806.
Biology | Chapter XXXIV
დღეს ხვლიკები ყველაზე გავრცელებული, მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი რეპტილიები არიან (ფრინველები რომ არ ჩავთვალოთ).
Lizards are the most numerous and diverse reptiles (apart from birds) alive today.
562807.
Biology | Chapter XXXIV
ხვლიკების უმეტესობა მცირე ზომისაა; ხვლიკი ჯარაგუა, რომელიც 2001 წელს აღმოაჩინეს დომინიკის რესპუბლიკაში სიგრძეში მხოლოდ 16მმ-ს აღწევს.
Most lizards are small; the Jaragua lizard, discovered in the Dominican Republic in 2001, is only 16 mm long-small enough to fit comfortably on a dime.
562808.
Biology | Chapter XXXIV
ინდონეზიაში გავრცელებული კომოდოს დრაკონი კი 3 მეტრს აღწევს სიგრძეში.
In contrast, the Komodo dragon of Indonesia can reach a length of 3 m.
562809.
Biology | Chapter XXXIV
ის ნადირობს დიდ მსხვერპლზე, მათ შორის ირმებზე. ის ნაკბენით ავრცელებს სასიკვდილო ბაქტერიას.
It hunts deer and other large prey, delivering deadly bacteria with its bite.
562810.
Biology | Chapter XXXIV
დაკბენილი მსხვერპლი ინფექციის გამო იღუპება. ხვლიკი მას ნელა უახლოვდება და შემდეგ ჭამს.
As its wounded prey dies of the infection, the lizard slowly stalks it.
562811.
Biology | Chapter XXXIV
გველები უფეხო ლეპიდოზავრები არიან. ისინი წარმოიქმნენ კომოდოს დრაკონის ახლო ნათესავი ხვლიკებისგან.
Snakes are legless lepidosaurs that evolved from lizards closely related to the Komodo dragon.
562812.
Biology | Chapter XXXIV
გველის ზოგ სახეობას აქვს შემორჩენილი თითქმის შეუმჩნეველი მენჯის და წინა კიდურების ძვლები. ეს რუდიმენტები მიუთითებენ წინაპრის რაობაზე.
Today, some species of snakes retain vestigial pelvic and limb bones, which provide evidence of their ancestry.
562813.
Biology | Chapter XXXIV
კიდურების არქონის მიუხედავად, გველები საკმაოდ კარგად მოძრაობენ ხმელეთზე. ყველაზე ხშირად გვხვდება მოქნილი, გვერდითი ტალღური მოძრაობა. ის ვრცელდება თავის არეალიდან კუდამდე.
Despite their lack of eggs, snakes are quite proficient at moving on land, most often by producing waves of lateral bending that pass from head to tail.
562814.
Biology | Chapter XXXIV
ეს მოქნილი მოძრაობა მკვრივი ობიექტების მიმართ ქმნის ძალას. ამ ძალის მეშვეობით გველი წინ გადაადგილდება.
Force exerted by the bends against solid objects pushes the snake forward.
562815.
Biology | Chapter XXXIV
გველს შეუძლია მიწაზე დაყრდნობით მოძრაობა. ის ეყრდნობა მიწას სხეულის მუცლის მხარეს გასწვრივ მდებარე რამდენიმე წერტილით. დაყრდნობის წერტილებს შორის მდებარე ქერცლები ოდნავ იწევიან მიწის ზევით და წინ გადააადგილებენ სხეულს.
Snakes can also move by gripping the ground with their belly scales at several points along the body, while the scales at intervening points are lifted slightly off the ground and pulled forward.
562816.
Biology | Chapter XXXIV
გველები მტაცებლები არიან. რიგი ადაპტაციებისა ეხმარება მათ ნადირობაში და მსხვერპლის ჭამაში.
Snakes are carnivorous, and a number of adaptations aid them in hunting and eating prey.
562817.
Biology | Chapter XXXIV
გველებს შესანიშნავი ქიმიური მგრძნობელობა აქვთ. დაფის აპკი არ აქვთ, მაგრამ მგრძნობიარენი არიან მიწის ვიბრაციის მიმართ. ეს თვისება ეხმარება მათ მსხვერპლის მოძრაობის შეგრძნებაში.
They have acute chemical sensors, and though they lack eardrums, they are sensitive to ground vibrations, which helps them detect the movements of prey.
562818.
Biology | Chapter XXXIV
ჩხრიალა გველგესლებს, მათ შორის ტეხასურ ჩხრიალას თვალებს და ნესტოებს შორის აქვთ სითბოს შემგრძნები ორგანოები. ეს ორგანოები ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის მომენტალური ცვლილებების მიმართ. ასეთი გზით ეს ღამის მონადირეები იგებენ თბილსისხლიანი ცხოველების ადგილმდებარეობას.
Heat-detecting organs between the eyes and nostrils of pit vipers, including rattlesnakes, are sensitive to minute temperature changes, enabling these night hunters to locate warm animals.
562819.
Biology | Chapter XXXIV
შხამიან გველებს აქვთ წყვილი ბასრი, ღრუიანი ან ნაპრალიანი კბილი. შხამს ამ კბილებიდან ანთხევენ.
Poisonous snakes inject their toxin through a pair of sharp, hollow or grooved teeth.
562820.
Biology | Chapter XXXIV
წვრილი და მოქნილი ენა არ არის შხამიანი. ენის დახმარებით ცხოველი იჭერს სუნის ნაწილაკებს და ათავსებს ყნოსვით ორგანოებში. ყნოსვის ორგანოები პირის ღრუში, ზევით არის მოთავსებული.
The flicking tongue is not poisonous but helps fan odors toward olfactory (smell) organs on the roof of the mouth.