668042 Records found
562921.
Biology | Chapter XXXIV
ერთგასავლიანები დღეს მარტო ავსტრალიაში და ახალ გვინეაში ბინადრობენ. ისინი წარმოდგენილნი არიან ერთი იხვნისკარტას ერთი და ექიდნის ორი სახეობით (ეკლიანი ექიდნები).
Monotremes are found only in Australia and New Guinea and are represented by one species of platypus and two species of echidnas (spiny anteaters).
562922.
Biology | Chapter XXXIV
ერთგასავლიანები დებენ კვერცხს. ეს თვისება პრიმიტიულია ამნიოტებისთვის. ის დამახასიათებელია რეპტილიების უმეტესობისთვის.
Monotremes lay eggs, a character that is primitive for amniotes and retained in most reptiles.
562923.
Biology | Chapter XXXIV
ერთგასავლიანებს ძუძუმწოვრების მსგავსად აქვთ ბალანი და წარმოქმნიან რძეს. მაგრამ მათ ძუძუს დვრილები არ აქვთ.
Like all mammals, monotremes have hair and produce milk, but they lack nipples.
562924.
Biology | Chapter XXXIV
რძის სეკრეცია ხდება დედის მუცელზე არსებულ ჯირკვლებში.
Milk is secreted by glands on the belly of the mother.
562925.
Biology | Chapter XXXIV
პატარები, გამოჩეკის შემდეგ რძეს დედის ბალნიდან იწოვენ.
After hatching, the baby sucks the milk from the mother's fur.
562926.
Biology | Chapter XXXIV
ოპოსუმი, კენგურუ და კოალა არიან ჩანთოსნები.
Opossums, kangaroos, and koalas are examples of marsupials.
562927.
Biology | Chapter XXXIV
ჩანთოსნებს და პლაცენტარულ ძუძუმწოვრებს საერთო შეძენილი თვისებები აქვთ. ეს ნიშნები არ აქვს ერთგასავლიანებს.
Both marsupials and eutherians share derived characters not found among monotremes.
562928.
Biology | Chapter XXXIV
ჩანთოსნებს და პლაცენტარულებს აქვთ უფრო ინტენსიური მეტაბოლიზმის სიჩქარე და ძუძუები. ძუძუების სარძევე ჯირკვლებში ხდება რძის წარმოქმნა. ჩანთოსნები და პლაცენტარულები ცოცხალმშობიარე ცხოველები არიან.
They have a higher metabolic rate and nipples that provide milk, and they give birth to live young.
562929.
Biology | Chapter XXXIV
ემბრიონი ვითარდება მდედრის სასქესო ტრაქტში - საშვილოსნოში.
The embryo develops inside the uterus of the female's reproductive tract.
562930.
Biology | Chapter XXXIV
გარე ემბრიონულ მემბრანებს ჩანასახი ასინთეზებს. ეს მემბრანები და საშვილოსნოს შრეები ერთად ქმნიან პლაცენტას. პლაცენტის მეშვეობით საკვები დედის სისხლიდან ხვდება ემბრიონში.
The lining of the uterus and the extraembryonic membranes that arise from the embryo form a placenta, a structure in which nutrients diffuse into the embryo from the mother's blood.
562931.
Biology | Chapter XXXIV
ჩანთოსნების ნაშიერები განვითარების ადრეულ საფეხურზე იბადებიან. ისინი ემბრიონულ განვითარებას ძიძობის პერიოდში ამთავრებენ.
A marsupial is born very early in its development and completes its embryonic development while nursing.
562932.
Biology | Chapter XXXIV
სახეობების უმეტესობაში მდედრს აქვს მუცლის კანის ნაკეცი. ეს ნაკეცი ქმნის ჩანთას. დედა უვლის პატარებს, რომლებიც ჩანთაში აგრძელებენ განვითარებას.
In most species, the nursing young are held within a maternal pouch called a marsupium.
562933.
Biology | Chapter XXXIV
მაგალითად: წითელი კენგურუ დაბადებისას არის ფუტკრის ზომის. ის განაყოფიერებიდან 33 დღეში იბადება.
A red kangaroo, for instance, is about the size of a honeybee at its birth, just 33 days after fertilization.
562934.
Biology | Chapter XXXIV
უკანა კიდურები დაბადებისას ჩანასახოვან მდგომარეობაში აქვს. წინა კიდურები კი საკმაოდ ძლიერია. მას შეუძლია წინა კიდურების დახმარებით გამოცოცდეს დედის სასქესო ტრაქტიდან და ჩანთაში გადაინაცვლოს. ჩანთა დედის სხეულის წინა ნაწილისკენ იხსნება. მოგზაურობა ჩანთის გახსნილ მხარემდე რამდენიმე წუთს გრძელდება.
Its hind legs are merely buds, but its forelegs are strong enough for it to crawl from the exit of its mother's reproductive tract to a pouch that opens to the front of her body, a journey that lasts a few minutes.
562935.
Biology | Chapter XXXIV
სხვა სახეობებში ჩანთა დედის სხეულის უკანა მხრისკენ იხსნება. ბანდიკუტების შემთხვევაში ეს თვისება იცავს პატარას, როცა დედა მიწაში ეფლობა. მეზოზოური ერის განმავლობაში ჩანთოსნები მთელ მსოფლიოში ყვაოდნენ. დღეს ისინი დარჩნენ მარტო ავსტრალიაში და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
In other species, the marsupium opens to the rear of the mother's body; in bob bandicoots this protects the young as their mother burrows in the dirt Marsupials existed worldwide during the Mesozoic era, but today they are found only in the Australian region and in North and South America.
562936.
Biology | Chapter XXXIV
ჩანთოსნების ბიოგეოგრაფია არის ბიოლოგიური და გეოგრაფიული ევოლუციის ურთიერთკავშირის მაგალითი.
The biogeography of marsupials is an example of the interplay between biological and geologic evolution.
562937.
Biology | Chapter XXXIV
პანგეას დაშლის შემდეგ, სამხრეთი ამერიკა და ავსტრალია განცალკევებულ კონტინენტებად იქცნენ. იქ მცხოვრები ჩანთოსნები იზოლაციის გამო დასცილდნენ პლაცენტარულებს. ამავე დროს ჩრდილოეთ კონტინენტებზე დაიწყო პლაცენტარული ცხოველების ადაპტიური რადიაცია.
After the breakup of Pangaea, South America and Australia became island continents, and their marsupials diversified in isolation from the eutherians that began an adaptive radiation on the northern continents.
562938.
Biology | Chapter XXXIV
ავსტრალია სხვა კონტინენტებს მოწყვეტილია ადრეული კაინოზოური ერის დროდან, დაახლოებით 65 მილიონი წლის განმავლობაში.
Australia has not been in contact with another continent since early in the Cenozoic era, about 65 million years ago.
562939.
Biology | Chapter XXXIV
კონვერგენტულმა ევოლუციამ გამოიწვია ავსტრალიაში ჩანთოსნების მრავალფეროვნება. მსოფლიოს სხვა კუთხეებში ამავე როლს პლაცენტარული ცხოველები ასრულებდნენ. ისინი მსგავს ეკოლოგიურ ნიშებს დაეუფლნენ.
In Australia, convergent evolution has resulted in a diversity of marsupials that resemble eutherians in similar ecological niches in other parts of the world.
562940.
Biology | Chapter XXXIV
პალეოგენის განმავლობაში სამხრეთ ამერიკაშიც იყო ჩანთოსნების მრავალფეროვანი ფაუნა. მაგრამ შემდეგ მოხდა პლაცენტარული ცხოველების რამდენიმე მიგრაცია.
Although South America had a diverse marsupial fauna throughout the Paleogene, it has experienced several migrations of eutherians.