668042 Records found
569601.
Biology | Chapter XXXVI
მაგრამ ატფ-ს სინთეზისგან განსხვავებით, პროტონული ტუმბოები, ჩვეულებრივ, უკუქცევით მუშაობს, და იყენებს ატფ-ს ენერგიას (H+)-ის მისი გრადიენტის საწინააღმდეგოდ ამოსატუმბად.
But in contrast to ATP synthases, proton pumps normally run in reverse, using ATP energy to pump H+ against its gradient.
569602.
Biology | Chapter XXXVI
ორივე შემთხვევაში, პროტონის გრადიენტი აძლევს ერთ პროცესს მეორის წარმართვის საშუალებას.
In both cases, proton gradients enable one process to drive another.
569603.
Biology | Chapter XXXVI
წყლის პოტენციალში განსხვავების შედეგები.
Effects of Differences in Water Potential.
569604.
Biology | Chapter XXXVI
გადასარჩენად, მცენარემ უნდა დააბალანსოს წყლის მიღება და გაცემა.
To survive, plants must balance water uptake and loss.
569605.
Biology | Chapter XXXVI
უჯრედის მიერ წყლის მიღება ან დაკარგვა, ძირითადად, ოსმოსის მეშვეობით ხდება, რაც მემბრანის გავლით წყლის პასიურ ტრანსპორტირებას წარმოადგენს.
The net uptake or loss of water by a cell occurs by osmosis, the passive transport of water across a membrane.
569606.
Biology | Chapter XXXVI
როგორ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ოსმოსის მიმართულება, როცა უჯრედი რომელიმე ხსნარითაა გარემოცული?
How can we predict the direction of osmosis when a cell is surrounded by a particular solution?
569607.
Biology | Chapter XXXVI
ცხოველური უჯრედის შემთხვევაში, თუ პლაზმური მემბრანა გახსნილ ნივთიერებებს არ ატარებს, საკმარისია, ვიცოდეთ, გარე ხსნარში გახსნილი ნივთიერების მეტი თუ ნაკლები შემცველობაა უჯრედთან შედარებით.
In the case of an animal cell, if the plasma membrane is impermeable to the solutes, it is enough to know whether the extracellular solution has a lower or higher solute concentration relative to the cell.
569608.
Biology | Chapter XXXVI
წყალი ოსმოსის მეშვეობით გახსნილი ნივთიერების უფრო დაბალი შემცველობის მქონე ხსნარიდან უფრო მაღალი შემცველობის მქონე ხსნარში გადავა.
Water will move by osmosis from the solution with the lower solute concentration to the solution with the higher solute concentration.
569609.
Biology | Chapter XXXVI
მაგრამ მცენარეულ უჯრედს აქვს კედელი, რასაც ოსმოსის პროცესში კიდევ ერთი ფაქტორი შემოჰყავს: ესაა ფიზიკური წნევა.
But a plant cell has a cell wall, which adds another factor affecting osmosis: physical pressure.
569610.
Biology | Chapter XXXVI
გახსნილი ნივთიერების კონცენტრაციისა და ფიზიკური წნევის კომბინირებული შედეგები ერთიანდება საზომად, რომელსაც წყლის პოტენციალი ჰქვია, რაც აღინიშნება ბერძნული ასოთი Y.
The combined effects of solute concentration and physical pressure are incorporated into a measurement that is called water potential, abbreviated by the Greek letter psi (y).
569611.
Biology | Chapter XXXVI
წყლის პოტენციალი განსაზღვრავს წყლის მოძრაობის მიმართულებას.
Water potential determines the direction of movement of water.
569612.
Biology | Chapter XXXVI
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ თავისუფალი წყალი, რომელიც არ არის დაკავშირებული გახსნილ ნივთიერებებთან ან ზედაპირთან, მოძრაობს წყლის უფრო მაღალი პოტენციალის მქონე ზონებიდან უფრო დაბალი პოტენციალის მქონე ზონებისკენ, თუ მის თავისუფალ დინებას რამე ბარიერი არ უშლის ხელს.
The most important thing to remember is that free water, water that is not bound to solutes or surfaces, moves from regions of higher water potential to regions of lower water potential if there is no barrier to its free flow.
569613.
Biology | Chapter XXXVI
მაგალითად, თუ მცენარეული უჯრედი მოხვდა ისეთ ხსნარში, რომელსაც უჯრედზე მეტი წყლის პოტენციალი აქვს, წყლის მიღება გაბერავს უჯრედს.
For example, if a plant cell is immersed in a solution having a higher water potential than the cell, uptake of water will cause the cell to swell.
569614.
Biology | Chapter XXXVI
მოძრაობით, წყალს შეუძლია გარკვეული სამუშაოს შესრულება, როგორიცაა უჯრედის გაფართოება.
By moving, water can perform work, such as expanding a cell.
569615.
Biology | Chapter XXXVI
„პოტენციალი“ წყლის პოტენციალში არის წყლის პოტენციური ენერგია – წყლის უნარი, შეასრულოს სამუშაო უფრო მაღალი პოტენციალის მქონე უბნიდან უფრო დაბალი პოტენციალის მქონე უბნისკენ მოძრაობისას.
The "potential" in water potential is water's potential energy water's capacity to perform work when it moves from a region of higher y to a region of lower y.
569616.
Biology | Chapter XXXVI
წყლის პოტენციალი განსაკუთრებული შემთხვევაა ზოგად ტენდენციაში, რომლის მიხედვითაც სისტემები სპონტანურად იცვლება და უმცირესი თავისუფალი ენერგიის მდგომარეობაში გადადის.
Water potential is a special case of the general tendency of systems to change spontaneously to a state of lowest free energy.
569617.
Biology | Chapter XXXVI
ბოტანიკოსები წყლის პოტენციალს წნევის ერთეულით ზომავენ (მეგაპასკალი – შემოკლებით, მპა).
Plant biologists measure y in units of pressure called megapascals (abbreviated MPa).
569618.
Biology | Chapter XXXVI
რამდენიმე მაგალითი ნათლად დაგანახებთ მეგაპასკალის სიმძლავრეს: თქვენი ფილტვები გამოიმუშავებს 0.1 მპა-ზე ნაკლებს.
A few examples will give you an idea of the magnitude of a megapascal: Your lungs exert less than 0.1 MPa.
569619.
Biology | Chapter XXXVI
მანქანის საბურავი დაახლოებით 0.2 მპა წნევითაა დაბერილი.
A car tire is usually inflated to about 0.2 MPa.
569620.
Biology | Chapter XXXVI
წყლის წნევა სახლის სანტექნიკაში დაახლოებით 0.25 მპა-ია.
Water pressure in home plumbing is about 0.25 MPa.