668042 Records found
569661.
Biology | Chapter XXXVI
ციტოპლაზმის ნაწილი, რომელიც პლაზმის მემბრანაში შედის, მაგრამ უჯრედის შიდა ორგანელების გარეთაა.
The part of the cytoplasm contained within the plasma membrane but outside the intracellular organelles.
569662.
Biology | Chapter XXXVI
უმეტესობა ზრდასრულ მცენარეებს აქვთ მესამე ძირითადი განყოფილება, ვაკუოლი, დიდი ორგანელა, რომელსაც პროტოპლასტის მოცულობის 90%-ის ან მეტის დაკავება შეუძლია.
Most mature plant cells have a third major compartment, the vacuole, a large organelle that can occupy as much as 90% or more of the protoplast's volume.
569663.
Biology | Chapter XXXVI
ვაკუოლური მემბრანა, ანუ ტონოპლასტი, არეგულირებს მოლეკულების მოძრაობას ციტოზოლსა და ვაკუოლურ შემცველობას შორის, რომელსაც უჯრედის წვენი ეწოდება.
The vacuolar membrane, or tonoplast, regulates molecular traffic between the cytosol and the vacuolar contents, called cell sap.
569664.
Biology | Chapter XXXVI
მის პროტონულ ტუმბოებს გადააქვს H+ ციტოზოლიდან ვაკუოლში.
Its proton pumps expel H+ from the cytosol into the vacuole.
569665.
Biology | Chapter XXXVI
შედეგად მიღებული pH-ის გრადიენტი გამოიყენება სხვა იონების ვაკუოლურ მემბრანაში გადასატანად ქემიოსმოსის მეშვეობით.
The resulting pH gradient is used to move other ions across the vacuolar membrane by chemiosmosis.
569666.
Biology | Chapter XXXVI
მცენარეულ ქსოვილთა უმეტესობაში, უჯრედის კედლები და ციტოზოლი გადაბმულია ერთი უჯრედიდან მეორემდე.
In most plant tissues, the cell walls and cytosol are continuous from cell to cell.
569667.
Biology | Chapter XXXVI
მეზობელი უჯრედების ციტოზოლურ განყოფილებებს აკავშირებს პლაზმოდესმები და ამით ქმნის უწყვეტ გზას უჯრედებს შორის გარკვეული მოლეკულების ტრანსპორტირების მიზნით.
Plasmodesmata connect the cytosolic compartments of neighboring cells, thereby forming a continuous pathway for transport of certain molecules between cells.
569668.
Biology | Chapter XXXVI
ციტოპლაზმის ეს ჯაჭვი სიმპლასტად იწოდება.
This cytoplasmic continuum is called the symplast.
569669.
Biology | Chapter XXXVI
უჯრედების კედლების უწყვეტი ჯაჭვი, რასაც ემატება უჯრედის გარეთ ადგილი, ცნობილია აპოპლასტის სახელით.
The continuum of cell walls plus the extracellular spaces is called the apoplast.
569670.
Biology | Chapter XXXVI
მესამე უჯრედული განყოფილება - ვაკუოლი, არ არის საერთო მეზობელი უჯრედებისთვის.
The third cellular compartment, the vacuole, is not shared with neighboring cells.
569671.
Biology | Chapter XXXVI
სიმპლასტისა და აპოპლასტის ფუნქციები ტრანსპორტირებაში.
Functions of the Symplast and Apoplast in Transport.
569672.
Biology | Chapter XXXVI
როგორ მოძრაობს წყალი და გახსნილი ნივთიერებები ერთი ადგილიდან მეორემდე მცენარის ქსოვილებსა და ორგანოებში?
How do water and solutes move from one location to another within plant tissues and organs?
569673.
Biology | Chapter XXXVI
მაგალითად, რა მექანიზმებს გადააქვს წყალი და მინერალები ფესვის ბუსუსებიდან ფესვის ჭურჭლოვან ცილინდრში?
For example, what mechanisms transport water and minerals from the root hairs to the vascular cylinder of the root?
569674.
Biology | Chapter XXXVI
ასეთ მცირე მანძილზე ტრანსპორტირებას ზოგჯერ გვერდულ ტრანსპორტირებას უწოდებენ, რადგან მისი ჩვეული მიმართულება მცენარის ორგანოების წრიული ღერძის გასწვრივაა და არა მცენარის სიგრძის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ.
Such short-distance transport is sometimes called lateral transport because its usual direction is along the radial axis of plant organs, rather than up and down along the length of the plant.
569675.
Biology | Chapter XXXVI
ამ ტრანსპორტისთვის სამი მარშრუტი არსებობს.
Three routes are available for this transport.
569676.
Biology | Chapter XXXVI
პირველი მარშრუტით, ნივთიერებები ერთი უჯრედიდან გამოდის, უჯრედის კედლის გავლით, და შედის მეზობელ უჯრედში, რომელმაც შეიძლება გადასცეს ეს ნივთიერებები მომდევნო უჯრედს იმავე გზით და მექანიზმის გამოყენებით.
By the first route, substances move out of one cell, across the cell wall, and into the neighboring cell, which may then pass the substances along to the next cell in the tit pathway by the same mechanism.
569677.
Biology | Chapter XXXVI
ეს ტრანსმემბრანული მარშრუტი მოითხოვს პლაზმური მემბრანების განმეორებით გადაკვეთას, ვინაიდან ნივთიერებები გამოდის ერთი უჯრედიდან და შედის მეორეში.
This transmembrane route requires repeated crossings of plasma membranes as the solutes exit one cell and enter the next.
569678.
Biology | Chapter XXXVI
მეორე მარშრუტი, სიმპლასტის გავლით, რომელიც მცენარის ქსოვილში ციტოზოლის ერთიან ჯაჭვს წარმოადგენს, მოითხოვს პლაზმური მემბრანის მხოლოდ ერთხელ გადაკვეთას.
The second route, via the symplast, the continuum of cytosol within a plant tis sue, requires only one crossing of a plasma membrane.
569679.
Biology | Chapter XXXVI
ერთ უჯრედში შესვლის შემდეგ, გახსნილ ნივთიერებებს და წყალს შეუძლია გადასვლა ერთი უჯრედიდან მეორეში პლაზმოდესმების მეშვეობით.
After entering one cell, solutes and water can then move from cell to cell via plasmodesmata.
569680.
Biology | Chapter XXXVI
მესამე მარშრუტი მოკლე მანძილზე ტრანსპორტირებისთვის მცენარის ქსოვილში ან ორგანოში აპოპლასტზე გადის, რომელიც შედგება უჯრედის კედლებისა და უჯრედის გარეთა ადგილებისგან.
The third route for short-distance transport within a plant tissue or organ is along the apoplast, the pathway consisting of cell walls and extracellular spaces.