668042 Records found
569681.
Biology | Chapter XXXVI
პროტოპლასტში შეღწევის გარეშე, წყალს და ნივთიერებებს შეუძლიათ, იმოძრაონ ერთი ადგილიდან მეორემდე ფესვში ან სხვა ორგანოში უჯრედების კედლების ჯაჭვის მიერ შექმნილი გვერდითი გზების მეშვეობით.
Without entering a protoplast, water and solutes can move from one location to another within a root or other organ along the byways provided by the continuum of cell walls.
569682.
Biology | Chapter XXXVI
მოცულობითი ნაკადი დიდ მანძილზე ტრანსპორტირებაში.
Bulk Flow in Long-Distance Transport.
569683.
Biology | Chapter XXXVI
დიფუზია ხსნარში საკმაოდ ეფექტურია ტრანსპორტირებისთვის უჯრედის დონეზე (100μმ-ზე ნაკლები), მაგრამ ის ძალიან ნელია მცენარეში ნივთიერებათა დიდ მანძილზე გადაადგილებისთვის.
Diffusion in a solution is fairly efficient for transport over distances of cellular dimensions (less than 100 μm), but it is much too slow to function in long-distance transport within a plant.
569684.
Biology | Chapter XXXVI
მაგალითად, უჯრედის ერთი ბოლოდან მეორემდე დიფუზიას წამები სჭირდება, მაგრამ გიგანტი რედვუდის (წითელი ხის) ფესვებიდან კენწერომდე დიფუზიას ათწლეულები ან მეტი დასჭირდება.
For example, diffusion from one end of a cell to the other takes seconds, but diffusion from the roots to the top of a giant redwood would take decades or more.
569685.
Biology | Chapter XXXVI
დიდ მანძილზე ტრანსპორტირება ხდება მოცულობითი ნაკადის მეშვეობით, რაც წარმოადგენს სითხის მოძრაობას წნევის ზეგავლენით.
Long-distance transport occurs through bulk flow, the movement of a fluid driven by pressure.
569686.
Biology | Chapter XXXVI
მოცულობით ნაკადში, წყალი და ნივთიერებები ქსილემის ტრაქეიდებსა და ჭურჭლებში და ასევე, ფლოემის საცრისებრ მილებში მიედინება.
In bulk flow, water and solutes move through the tracheids and vessels of the xylem and through the sieve tubes of the phloem.
569687.
Biology | Chapter XXXVI
ფლოემაში, მაგალითად, შაქრის დაგროვება მაღალ, დადებით წნევას ქმნის საცრისებრი მილის ერთ ბოლოში და წვენს მილის საპირისპირო ბოლოში გადაისვრის.
In the phloem, for example, the loading of sugar generates a high positive pressure at one end of a sieve tube, forcing sap to the opposite end of the tube.
569688.
Biology | Chapter XXXVI
ქსილემაში, დიდ მანძილზე ტრანსპორტირება ძაბვის (უარყოფითი წნევის) მეშვეობით ხდება.
In xylem, it is actually tension (negative pressure) that drives long-distance transport.
569689.
Biology | Chapter XXXVI
ტრანსპირაცია (წყლის აორთქლება ფოთლიდან) ამცირებს წნევას ფოთლის ქსილემაში.
Transpiration, the evaporation of water from a leaf, reduces pressure in the leaf xylem.
569690.
Biology | Chapter XXXVI
ეს ქმნის ძაბვას, რომელსაც ქსილემის წვენი ფესვებიდან ზემოთ ამოაქვს.
This creates a tension that pulls xylem sap upward from the roots.
569691.
Biology | Chapter XXXVI
თუ ოდესმე ნაწილობრივ გაჭედილ სადრენაჟო მილთან მოგიწიათ შეხება, გეცოდინებათ, რომ დინების მოცულობა მილსადენში დამოკიდებულია მილსადენის შიდა დიამეტრზე.
If you have ever dealt with a partially clogged drain, you know that the volume of flow through a pipe depends on the pipe's internal diameter.
569692.
Biology | Chapter XXXVI
გაჭედვა ამცირებს დინებას, რადგან ამცირებს სადრენაჟო მილის გამოყენებად დიამეტრს.
Clogs reduce flow because they reduce the effective diameter of the drainpipe.
569693.
Biology | Chapter XXXVI
სახლის ტექნიკასთან ასეთი შეხება გვეხმარება, გავიგოთ, როგორ ასრულებს საკუთარ ფუნქციას მცენარის უჯრედების უჩვეულო სტრუქტურები, რომლებიც მოცულობითი ნაკადისთვისაა შექმნილი – ფლოემის საცრისებრი მილის უჯრედები და ქსილემის ტრაქეიდები და ჭურჭლის ელემენტები.
Such household experiences help us understand how the unusual structures of plant cells specialized for bulk flow-the sieve-tube members of the phloem and the tracheids and vessel elements of the xylem-fit their function.
569694.
Biology | Chapter XXXVI
გაიხსენეთ 35-ე თავიდან, რომ საცრისებრი მილის ნაწილების ციტოპლაზმას თითქმის არ აქვს შინაგანი ორგაელები და რომ ზრდასრულ ტრაქეიდებსა და ჭურჭლის ელემენტებს, რომლებიც მკვდარი უჯრედებისგან შედგება, არ აქვთ ციტოპლაზმა.
Recall from Chapter 35 that the cytoplasm of sieve-tube members is almost devoid of internal organelles and that mature tracheids and vessel elements, being dead cells, have no cytoplasm.
569695.
Biology | Chapter XXXVI
როგორც სამზარეულოს მილის გაწმენდა, მცენარის „სანტექნიკაში” ციტოპლაზმის დაკარგვა ეფექტური დინების საშუალებას იძლევა ქსილემისა და ფლოემის მეშვეობით.
Like unplugging a kitchen drain, loss of cytoplasm in a plant's "plumbing" allows for efficient bulk flow through the xylem and phloem.
569696.
Biology | Chapter XXXVI
მოცულობით ნაკადს ასევე ხელს უწყობს ჭურჭლების ნასვრეტებიანი კედლები და საცრისებრ მილის უჯრედების დამაკავშირებელი ფოროვანი ზონები.
Bulk flow is also enhanced by the perforated end walls of vessel elements and the porous plates connecting sieve-tube members.
569697.
Biology | Chapter XXXVI
ახლა, როცა მიმოვიხილეთ უჯრედის, ქსოვილისა და მთლიანად მცენარის დონეზე ტრანსპორტირების ძირითადი მექანიზმები, უფრო დეტალურად შევისწავლოთ ამ მექანიზმების ერთობლივი მუშაობა.
Now that we have an overview of the basic mechanisms of transport at the cellular, tissue, and whole-plant levels, we will look more closely at how these mechanisms work together.
569698.
Biology | Chapter XXXVI
მაგალითად, მოცულობითი ნაკადი, რომელიც წნევაში განსხვავებითაა გამოწვეული, ფლოემის წვენის დიდ მანძილზე გადატანის მექანიზმია, მაგრამ წნევაში ამ განსხვავებას ინარჩუნებს უჯრედის დონეზე შაქრის აქტიური ტრანსპორტირება.
For example, bulk flow due to a pressure difference is the mechanism of long-distance transport of phloem sap, but it is active transport of sugar at the cellular level that maintains this pressure difference.
569699.
Biology | Chapter XXXVI
ტრანსპორტირების ის ოთხი ფუნქცია, რომელსაც უფრო დეტალურად განვიხილავთ, შემდეგია: წყლისა და მინერალების შეწოვა ფესვებით, ქსილემის წვენის მოძრაობა ზევით, აორთქლების კონტროლი და ფლოემის შიგნით ორგანული საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება.
The four transport functions we will examine in more detail are the absorption of water and minerals by roots, the ascent of xylem sap, the control of transpiration, and the transport of organic nutrients within phloem.
569700.
Biology | Chapter XXXVI
ფესვები ნიადაგიდან ისრუტავს წყალსა და მინერალებს.
Roots absorb water and minerals from the soil.