668042 Records found
570041.
Biology | Chapter XXXVII
ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგები ჩვეულებრივ არის ნეშომპალიანი თიხნარი (loams), რომელიც შედგება ქვიშის, ნეშომპალასა და თიხისგან.
The most fertile soils are usually loams, made up of roughly equal amounts of sand, silt (particles of intermediate size), and clay.
570042.
Biology | Chapter XXXVII
ასეთ ნიადაგში საკმაო რაოდენობითაა წვრილდისპერსული ნაწილაკები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგში მინერალებისა და წყლის შეკავებას.
Loamy soils have enough fine particles to provide a large surface area for retaining minerals and water, which adhere to the particles.
570043.
Biology | Chapter XXXVII
თუმცა, ნაყოფიერ ნიადაგში ასევე არის უხეში ნაწილაკები, რომლებიც ნიადაგშიHჟანგბადის შესასვლელ სივრცეს ქმნიან, რაც მცენარის ფესვებს ჟანგბადით მომარაგებას უზრუნველყოფს.
But loams also have enough coarse particles to provide air spaces containing oxygen that can be used by roots for cellular respiration.
570044.
Biology | Chapter XXXVII
ნიადაგის ზედა შრეში დიდი რაოდენობის ორგანიზმი ბინადრობს.
Topsoil is home to an astonishing number and variety of organisms.
570045.
Biology | Chapter XXXVII
ნიადაგის ზედა შრის ერთი ჩაის კოვზში დაახლოებით 5 მილიარდი ბაქტერიაა, რომლებიც თანაცხოვრობენ სოკოს, წყალმცენარისა და სხვა ერთუჯრედიან ორგანიზმებთან ერთად, მწერები, მიწის ჭიები, ნემატოდებისა და მცენარის ფესვების ჩათვლით.
A teaspoon of topsoil has about 5 billion bacteria that cohabit with various fungi, algae and other protists, insects, earthworms, nematodes, and roots of plants.
570046.
Biology | Chapter XXXVII
ყველა ეს ორგანიზმი გავლენას ახდენს ნიადაგის ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებზე.
The activities of all these organisms affect the soil's physical and chemical properties.
570047.
Biology | Chapter XXXVII
მაგალითად, მიწის ჭია მოძრაობისას ხელს უწყობს ნიადაგში ჰაერის მოძრაობას, ხოლო მისი ლორწოვანა ნიადაგის ნაწილაკების შემკვრელ ფუნქციას ასრულებს.
Earthworms, for instance, turn over and aerate the soil by their burrowing and add mucus that holds fine soil particles together.
570048.
Biology | Chapter XXXVII
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაქტერიების მეტაბოლიზმის შედეგად იცვლება ნიადაგის მინერალური შემადგენლობა.
Meanwhile, the metabolism of bacteria alters the mineral composition of the soil.
570049.
Biology | Chapter XXXVII
მცენარის ფესვებიც ასევე გავლენას ახდენენ ნიადაგის შემადგენლობასა და სტრუქტურაზე.
Plant roots can also affect soil composition and texture.
570050.
Biology | Chapter XXXVII
მაგალითად, ისინი იცავენ ნიადაგს ეროზიისგან და ორგანული მჟავების გამოყოფით მათ შეუძლიათ ნიადაგის pH სისტემაზე მოახდინონ გავლენა.
For instance, they can affect soil pH by releasing organic acids, and they reinforce the soil against erosion.
570051.
Biology | Chapter XXXVII
ნიადაგის ზედა შრის აუცილებელი კომპონენტია ნეშომპალა, რომელიც შედგება გახრწნილი ორგანული მასალისგან, რაც, თავის მხრივ, სოკოების და ბაქტერიებს მკვდარ ორგანიზმებზე, ჩამოცვენილ ფოთლებზე და სხვა ორგანულ ნარჩენებზე „მუშაობის“ შედეგად წარმოიქმნება.
Humus, an important component of topsoil, consists of decomposing organic material formed by the action of bacteria and fungi on dead organisms, feces, fallen leaves, and other organic refuse.
570052.
Biology | Chapter XXXVII
ნეშომპალა თიხის ნაწილაკებს შეკვრის საშუალებას არ აძლევს და ამით წარმოიქმნება ფხვიერი მიწა, რომელიც კარგად ინარჩუნებს წყალს, მაგრამ ამავდროულად უზრუნველყოფს ფესვების აერაციას.
Humus prevents clay from packing together and builds a crumbly soil that retains water but is still porous enough for the adequate aeration of roots.
570053.
Biology | Chapter XXXVII
ნეშომპალა ასევე არის მინერალური საკვების/მიკროელემენტების წყარო, რომელიც ეტაპობრივად ნიადაგს უბრუნდება მიკროორგანიზმების მიერ ორგანული მასალის დაშლის შედეგად.
Humus is also a reservoir of mineral nutrients that are returned gradually to the soil as microorganisms decompose the organic matter.
570054.
Biology | Chapter XXXVII
ძლიერი წვიმის შემდეგ, წყალი ნიადაგის მსხვილი ბელტებიდან ადვილად იცლება, ხოლო ნიადაგი ალაგ-ალაგ ინარჩუნებს წყალს, ვინაიდან წყალს იზიდავს უარყოფითად დამუხტული თიხის ზედაპირი და ნიადაგის სხვა ნაწილაკები.
After a heavy rainfall, water drains away from the larger spaces of the soil, but smaller spaces retain water because of its attraction to the negatively charged surfaces of clay and other soil particles.
570055.
Biology | Chapter XXXVII
წყლის ერთი ნაწილი ისე მჭიდროდ ეწებება ნიადაგის ნაწილაკებს, რომ მცენარეები ვერ ახერხებენ მის შეწოვას.
Some water adheres so tightly to soil particles that it cannot be extracted by plants.
570056.
Biology | Chapter XXXVII
აქედან გამომდინარე, მცენარეები მხოლოდ იმ წყლის მარაგს იწოვენ, რომელიც ნაკლებადაა ნიადაგთან შეწებებული.
The film of water bound less tightly to the particles is the water generally available to plants.
570057.
Biology | Chapter XXXVII
ეს არ არის სუფთა წყალი, მაგრამ ნიადაგის ხსნარი, რომელიც შეიცავს მინერალებს იონების სახით.
It is not pure water but a soil solution containing dissolved minerals in the form of ions.
570058.
Biology | Chapter XXXVII
მცენარის ფესვებს სწორედ ასეთი ნარევის შეწოვის უნარი აქვთ.
Roots absorb this soil solution.
570059.
Biology | Chapter XXXVII
იმისთვის, რომ ფესვებმა შეისრუტონ, მინერალური იონები, გამოდევნილი უნდა იყონ ნიადაგის ნაწილაკებისგან მიწანარევ ხსნარში.
To be available to roots, mineral ions must be released from the soil particles into the soil solution.
570060.
Biology | Chapter XXXVII
უარყოფითად დამუხტული იონები (ანიონები), როგორიცაა ნიტრატი, ფოსფატი და სულფატი – მჭიდროდ არ ეწებება უარყოფითად დამუხტულ ნიადაგის ნაწილაკებს და აქედან გამომდინარე, მათი გამოდევნა ნიადაგიდან ადვილად მიმდინარეობს.
Negatively charged ions (anions)-such as nitrate (NO3), phosphate (H2PO4), and sulfate (SO4)-are not bound tightly to the negatively charged soil particles and are therefore easily released.