668042 Records found
570101.
Biology | Chapter XXXVII
მორწყვის შედეგად უდაბნო შეიძლება ბაღად გადაიქცეს, მაგრამ სოფლის მეურნეობა წყალმცირე რეგიონებში შესაძლოა წყლის რესურსების უხვად გამოყენება გამიწვიოს და საბოლოო ჯამში, სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს ეკოსისტემა.
Irrigation can transform a desert into a garden, but farming in arid regions is a huge drain on water resources.
570102.
Biology | Chapter XXXVII
მაგალითად, აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთ შტატებში ირიგაციის შედეგად მდინარეებისგან პატარა ნაკადულები დარჩა.
Many rivers in the southwestern United States have been reduced to trickles by diversion of water for irrigation.
570103.
Biology | Chapter XXXVII
მეორე პრობლემა ისაა, რომ წყალმცირე ტერიტორიაზე ირიგაციის შედეგად ნიადაგი შეიძლება ისე დამლაშდეს, რომ სრულიად უნაყოფო გახდეს.
Another problem is that irrigation in an arid region can gradually make the soil so salty that it may become completely infertile.
570104.
Biology | Chapter XXXVII
მორწყვის შემდეგ წყალი ორთქლდება ნიადაგიდან და ნიადაგში რჩება მარილები, რომლებიც ნიადაგის ხსნარში არსებულ (soil solution) წყლის პოტენციალს უფრო ნეგატიურს ხდის, აქედან გამომდინარე, მცირდება ნიადაგიდან ფესვების მიმართულებით წყლის-პოტენციალის გრადიენტი.
Salts dissolved in irrigation water accumulate in the soil as the water evaporates, making the water potential of the soil solution more negative, thereby reducing water uptake by lowering the water-potential gradient from soil to roots.
570105.
Biology | Chapter XXXVII
მსოფლიოში იზრდება მოსახლეობის რაოდენობა და ამასთან ერთად იზრდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობიც.
As the world population grows, more and more acres of arid land are being cultivated.
570106.
Biology | Chapter XXXVII
ირიგაციის ახალი მეთოდების გამოყენებით შეიძლება მოხერხდეს სარწყავი წყლის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე თავიდან აცილებულ იქნას ნიადაგის დამლაშება.
New irrigation methods may reduce the risks of running out of water or losing farmland to salinization (salt accumulation).
570107.
Biology | Chapter XXXVII
აშშ-ს დასავლეთ შტატებში ე.წ. წვეთოვანი ირიგაციის მეთოდს იყენებენ, რაც წყლის აორთქლებას ამცირებს.
Drip irrigation is used for many crops in the western United States, resulting in less evaporation.
570108.
Biology | Chapter XXXVII
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოტანიკოსებს მცენარეთა ისეთი ნაირსახეობები გამოჰყავთ, რომლებიც არ საჭიროებენ დიდი ოდენობით წყალს.
In another approach, plant breeders are developing plant varieties that require less water.
570109.
Biology | Chapter XXXVII
აშშ-ში, ყოველ წელს, ათასობით ჰექტარი მიწის ზედაპირი იშლება ქარებისა და წყალდიდობების შედეგად.
Topsoil from thousands of acres of farmland is lost to water and wind erosion each year in the United States alone.
570110.
Biology | Chapter XXXVII
ეროზიის პროცესის შეჩერება შესაძლებელია, თუ მოხდება ხეების დარგვა, რომლებიც ქარსაცავის ფუნქციას შეასრულებენ, ასევე, მთის ფერდობებზე სასოფლო-სამეურნეო ნარგავების ტერასული განლაგება, სტრუქტურირებული კულტივაციის მეთოდის დანერგვა, რაც იქნება მიწის საფარის შენარჩუნების გარანტია.
Certain precautions, such as planting rows of trees as windbreaks, terracing hillside crops, and cultivating in a contour pattern, can prevent loss of topsoil.
570111.
Biology | Chapter XXXVII
იონჯის და ხორბლის ნათესები მიწის ზედაპირისთვის შესაფერის დამცავ საფარს ქმნიან სიმინდთან და სხვა ერთწლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან შედარებით.
Crops such as alfalfa and wheat provide good ground cover and protect the soil better than maize and other crops that are usually planted in more widely spaced rows.
570112.
Biology | Chapter XXXVII
ნიადაგი განახლებადი რესურსია, თუ მას სწორად დავამუშავებთ. ფერმერებს მრავალი წლის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, ასეთ ნიადაგზე მოიყვანონ უხვი მოსავალი.
If managed properly, soil is a renewable resource in which farmers can grow food for many generations.
570113.
Biology | Chapter XXXVII
მიწის მართვის მიზანია, ეკოლოგიურად მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბება, რომელიც გულისხმობს მიწათმოქმედების სხვადასხვა მეთოდის დანერგვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკოლოგიური უსაფრთხოება და უხვმოსავლიანობა.
The goal of soil management is sustainable agriculture, a commitment embracing a variety of farming methods that are conservation minded, environmentally safe, and profitable.
570114.
Biology | Chapter XXXVII
მსოფლიოში არსებული ტერიტორიების დიდ ნაწილში ნიადაგი ვერ იქნება გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ვინაიდან, ნიადაგი დაბინძურებულია, ან გრუნტის წყლებში ტოქსიკური მძიმე მეტალებისა და ორგანულ მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს.
Some areas are unfit for agriculture because of contamination of soil or groundwater with toxic heavy metals or organic pollutants.
570115.
Biology | Chapter XXXVII
ტრადიციულად, ნიადაგის მელიორაცია არაბიოლოგიული ტექნოლოგიებით ხორციელდება, როგორიცაა დაბინძურებული ნიადაგის საფარის აღება, მაგრამ ეს პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, აზიანებს ლანდშაფტს.
Traditionally, soil reclamation has focused on nonbiological technologies, such as removal and storage of contaminated soil in landfills, but these techniques are very costly and often disrupt the landscape.
570116.
Biology | Chapter XXXVII
მაგალითად, ალპურ პენიკრესს (alpine pennycress - Thlaspi caerulescens) სხვა მცენარეებთან შედარებით, 300-ჯერ მეტი რაოდენობის თუთიის აკუმულირება შეუძლია თავის ყლორტებში.
For example, alpine pennycress (Thlaspi caerulescens) can accumulate zinc in its shoots at concentrations 300 times higher than most plants can tolerate.
570117.
Biology | Chapter XXXVII
ასეთი მცენარეები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი ტერიტორიებისთვის, რომლებიც დაბინძურებულია სამთო სამუშაოების, ბირთვული იარაღის საცდელი ოპერაციების შედეგად.
Such plants show promise for cleaning up areas contaminated by smelters, mining operations, or nuclear testing.
570118.
Biology | Chapter XXXVII
ფიტორემედიაცია არის ბიორემედიაცის ყველზე მეტად გავრცელებული ტექნოლოგიაა, რომელთა შორის ასევე არის პროკარიოტები და ზოგჯერ ერთუჯრედიანი ორგანიზმებიც, რომლებიც ახდენენ დაბინძურებული ნიადაგების დეტოქსიფიკაციას.
Phytoremediation is part of the more general technology of bioremediation, which includes the use of prokaryotes and sometimes protists to detoxify polluted sites.
570119.
Biology | Chapter XXXVII
აზოტს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
Nitrogen is often the mineral that has the greatest effect on plant growth.
570120.
Biology | Chapter XXXVII
მინერალურ ელემენტებს შორის აზოტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცენარის ზრდისა და უხვმოსავლიანობის თვალსაზრისით.
Of all the mineral nutrients, nitrogen contributes the most to plant growth and crop yields.