668042 Records found
570241.
Biology | Chapter XXXVIII
ანგიოსპერმების სქესობრივი და არასქესობრივი რეპროდუქციის განხილვის შემდეგ, საუბარს გავაგრძელებთ მცენარის თანამედროვე ბიოტექნოლოგიისა და სასოფლო სამეურნეო კულტურების გენეტიკურ მოდიფიკაციაში ადამიანების როლის შესახებ.
After discussing the sexual and asexual reproduction of angiosperms, we will then examine modern plant biotechnology and the role of humans in the genetic alteration of crop species.
570242.
Biology | Chapter XXXVIII
დამტვერვის საშუალებით გამეტები ყვავილში გროვდებიან.
Pollination enables gametes to come together within a flower.
570243.
Biology | Chapter XXXVIII
როგორც თავებში 29 და 30 აღვნიშნეთ, მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი თაობების ჩანაცვლებით ხასიათდება, სადაც ჰაპლოიდისა (n) და დიპლოიდის (2n) თაობები ერთმანეთს ენაცვლება და რიგ-რიგობით აწარმოებენ ერთმანეთის რეპროდუქციას.
Recall from Chapters 29 and 30 that the life cycles of plants are characterized by an alternation of generations, in which haploid (n) and diploid (2n) generations take turns producing each other.
570244.
Biology | Chapter XXXVIII
დიპლოიდი მცენარე, რომელიც სპოროფიტია, მეიოზის საშუალებით წარმოქმნის ჰაპლოიდურ სპორებს.
The diploid plant, which is the sporophyte, produces haploid spores by meiosis.
570245.
Biology | Chapter XXXVIII
ეს უკანასკნელნი მიტოზში იყოფიან, რის შედეგადაც გამეტოფიტები წარმოიქმნებიან. გამეტოფიტები მცირე ზომის მამრი და მდედრი ჰაპლოიდი მცენარეებია, რომლებიც გამეტებს (სპერმა და კვერცხუჯრედები) ქმნიან.
These spores divide by mitosis, giving rise to the gametophytes, the small male and female haploid plants that produce gametes (sperm and eggs).
570246.
Biology | Chapter XXXVIII
განაყოფიერების შედეგად დიპლოიდურ ზიგოტებს ვიღებთ, რომლებიც, თავის მხრივ, მიტოზურად იყოფიან და ახალ სპოროფიტებს ქმნიან.
Fertilization results in diploid zygotes, which divide by mitosis and form new sporophytes.
570247.
Biology | Chapter XXXVIII
ანგიოსპერმებში სპოროფიტები დომინანტურ თაობას წარმოადგენენ იმდენად, რამდენადაც ისინი ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ, დიდი ზომის არიან და მათი თვისებებიდან გამომდინარე, თვალშიც ადვილად გვხვდებიან.
In angiosperms, the sporophyte is the dominant generation in the sense that it is the largest, most conspicuous, and longest-living plant we see.
570248.
Biology | Chapter XXXVIII
თესლის მქონე მცენარეების ევოლუციის პროცესში, გამეტოფიტები დაპატარავდა და კვების თვალსაზრისით მთლიანად დამოკიდებული გახდა სპოროფიტებზე.
Over the course of seed plant evolution, gametophytes became reduced in size and wholly dependent on the sporophyte generation for nutrients.
570249.
Biology | Chapter XXXVIII
ანგიოსპერმის გამეტოფიტები ზომით ყველაზე პატარა მცენარეებად ითვლება. ისინი მცირე რაოდენობის უჯრედებისგან შედგება.
Angiosperm gametophytes are the most reduced of all plants, consisting of only a few cells.
570250.
Biology | Chapter XXXVIII
ანგიოსპერმის სპოროფიტი უნიკალურ რეპროდუქციულ სტრუქტურას – ყვავილს წარმოქმნის.
Angiosperm sporophytes develop a unique reproductive structure-the flower.
570251.
Biology | Chapter XXXVIII
სურათი 38.2. გვიჩვენებს ანგიოსპერმის სასიცოცხლო ციკლს, რომელიც სურათზე 30.10 უფრო დეტალურადაა ილუსტრირებული.
Figure 38.2 reviews the angiosperm life cycle, which is shown in more detail in Figure 30.10.
570252.
Biology | Chapter XXXVIII
მდედრი და მამრი გამეტოფიტები შესაბამისად სამტვრესა და თესლკვირტში ვითარდება.
Male and female gametophytes develop within the anthers and ovules, respectively.
570253.
Biology | Chapter XXXVIII
ქარით, წყლითა თუ ცხოველების საშუალებით, დამტვერვა ყვავილის დინგში მამრი გამეტოფიტის შემცველი მტვრის მარცვლების გადატანას გულისხმობს.
Pollination by wind, water, or animals brings a pollen grain containing a male gametophyte to the stigma of a flower.
570254.
Biology | Chapter XXXVIII
მტვრის ჩანასახით მამრი გამეტოფიტის მიერ წარმოქმნილი სპერმა გადაეცემა მდედრ გამეტოფიტს, რომელიც ყვავილის ბუტკოში მოთავსებულ თესლკვირტში მდებარეობს.
Pollen germination brings sperm produced by the male gametophyte to a female gametophyte contained in an ovule embedded in the ovary of a flower.
570255.
Biology | Chapter XXXVIII
კვერცხუჯრედისა და სპერმის კავშირი (განაყოფიერება) მიმდინარეობს ბუტკოს თითოეულ თესლკვირტში.
Union of egg and sperm (fertilization) takes place within each ovule in the ovary.
570256.
Biology | Chapter XXXVIII
თესლკვირტები გადაიქცევა თესლად, ხოლო ბუტკო – ნაყოფად (ანგიოსპერმების კიდევ ერთი უნიკალური სტრუქტურა).
Ovules develop into seeds, while the ovary itself becomes a fruit (another unique structure of the angiosperms).
570257.
Biology | Chapter XXXVIII
წინამდებარე თავში ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ყვავილის როლი გამეტოფიტის განვითარებაზე და დამტვერვის პროცესი.
In this section, we will focus on the role of the flower in gametophyte development and the process of pollination.
570258.
Biology | Chapter XXXVIII
ყვავილის სტრუქტურა.
Flower Structure.
570259.
Biology | Chapter XXXVIII
ყვავილები, რომლებიც ანგიოსპერმის სპოროფიტების რეპროდუქციის ყლორტს წარმოადგენენ, ჩვეულებრივ ყვავილის ორგანოდ წოდებული და მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული ფოთლების ოთხი ჯგუფისგან (ღეროს ერთ სიმაღლეზე განლაგებული ფოთლები ან ყვავილის ნაწილები) შედგებიან. ამ უკანასკნელთა შორის ძალიან პატარა დაშორებები არსებობს.
Flowers, the reproductive shoots of the angiosperm sporophyte, are typically composed of four whorls of highly modified leaves called floral organs, which are separated by very short internodes.
570260.
Biology | Chapter XXXVIII
ვეგეტაციური ყლორტისაგან განსხვავებით, რომლებიც განუსაზღვრელად იზრდებიან, ყვავილები განსაზღვრული ყლორტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წყვეტენ ზრდას ყვავილისა და ნაყოფის ფორმირების დასრულებისთანავე.
Unlike vegetative shoots, which grow inde terminately, flowers are determinate shoots, meaning that they cease growing after the flower and fruit are formed.