668042 Records found
570581.
Biology | Chapter XXXVIII
რადგანაც ხერხემლიანებს კუჭის მაღალი მჟავიანობა ახასიათებთ, პროტოქსინი მანამდე კვდება, ვიდრე გააქტიურებას მოასწრებს.
Since vertebrates have highly acidic stomachs, the protoxin is destroyed without becoming active.
570582.
Biology | Chapter XXXVIII
ამრიგად, Bt ტოქსინი აბსოლუტურად უვნებელია ხერხემლიანებისთვის, მათ შორის ადამიანებისთვის.
Thus, Bt toxin is completely harmless to vertebrates, including humans.
570583.
Biology | Chapter XXXVIII
აგრეთვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ისეთი ტრანსგენური მცენარეების განვითარების მხრივ, როგორიცაა ბამბა, სიმინდი, სოია, შაქრის ჭარხალი და ხორბალი, რომელიც ადვილად იტანს სხვადასხვა ჰერბიციდს.
Considerable progress also has been made in the development of transgenic plants of cotton, maize, soybeans, sugar beets, and wheat that are tolerant to a number of herbicides.
570584.
Biology | Chapter XXXVIII
ამგვარი მცენარეების კულტივირებამ შესაძლოა შეამციროს წარმოების ხარჯები და საშუალება მისცეს ფერმერებს, ტრანსგენური მცენარეების დაზიანების გარეშე „გამარგლონ“ კულტურები და არ მიმართონ მიწის სრულყოფილ დამუშავებას, რასაც შეუძლია ნიადაგის ეროზია გამოიწვიოს.
The cultivation of these plants may reduce production costs and enable farmers to "weed" crops with herbicides that do not damage the transgenic crop plants instead of by heavy tillage, which can cause erosion of soil.
570585.
Biology | Chapter XXXVIII
მკვლევრები აგრეთვე მუშაობენ ისეთი მცენარეების გამოყვანაზე, რომლებსაც ავადმყოფობის მიმართ იმუნიტეტი ექნებათ.
Researchers are also engineering plants with enhanced resistance to disease.
570586.
Biology | Chapter XXXVIII
ერთ-ერთ შემთხვევაში, ტრანსგენური პაპაია, რომელსაც აქვს იმუნიტეტი წრიული დალაქვის ვირუსის მიმართ, შეიტანეს ჰავაიში, რის შედეგადაც პაპაიას წარმოება ფაქტობრივად გადარჩა.
In one case, a transgenic papaya resistant to a ring spot virus was introduced into Hawaii, thereby saving its papaya industry.
570587.
Biology | Chapter XXXVIII
მცენარეების კვებითი ღირებულება აგრეთვე გაუმჯობესდა.
The nutritional quality of plants is also being improved.
570588.
Biology | Chapter XXXVIII
დებატები მცენარის ბიოტექნოლოგიის შესახებ.
The Debate over Plant Biotechnology.
570589.
Biology | Chapter XXXVIII
სოფლის მეურნეობაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებით არსებული დებატების უმრავლესობა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეთიკურ ხასიათს ატარებს და წინამდებარე წიგნში არ განიხილება.
Much of the debate regarding GM organisms in agriculture is political, social, economic, or ethical and outside the scope of this book.
570590.
Biology | Chapter XXXVIII
თუმცა, გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურებთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ საკითხებს აუცილებლად განვიხილავთ.
But we should consider the biological concerns about GM crops.
570591.
Biology | Chapter XXXVIII
ბიოლოგების გარკვეული ნაწილის და განსაკუთრებითი ეკოლოგები, შეშფოთებული არიან გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული პოტენციური რისკის გარემოში გავრცელების გამო.
There are some biologists, particularly ecclogists, who are concerned about the unknown risks associated with the release of GM organisms (GMOs) into the environment.
570592.
Biology | Chapter XXXVIII
ყველაზე უფრო ფუნდამენტური არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შესაძლოა ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.
The most fundamental debate centers on the extent to which GMOs are an unknown risk that could potentially harm human health or the environment.
570593.
Biology | Chapter XXXVIII
ადამიანთა ის ნაწილი, რომელსაც სამეურნეო ბიოტექნოლოგიის პრაქტიკის შემცირება (ან სულაც შეწყვეტა) სურთ, აღშფოთებას გამოთქვამენ მეცნიერების მიერ „ექსპერიმენტებით“ გატაცების გამო.
Those who want to proceed more slowly with agricultural biotechnology (or end it) are concerned about the unstoppable nature of the "experiment."
570594.
Biology | Chapter XXXVIII
როცა მედიკამენტების ცდები სავალალო შედეგებით სრულდება, ცდებს უბრალოდ წყვეტენ.
If a drug trial produces unanticipated harmful results, the trial is stopped.
570595.
Biology | Chapter XXXVIII
მაგრამ როცა საქმე ბიოსფეროში ახალი ორგანიზმების შეყვანას ეხება, მაშინ „ცდების“ უპრობლემოდ შეწყვეტა შეუძლებელია.
But we may not be able to stop the "trial" of novel organisms introduced into the biosphere.
570596.
Biology | Chapter XXXVIII
მე-20 თავში მოცემულია ზოგადად ბიოტექნოლოგიასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.
Chapter 20 introduced the key concerns regarding biotechnology in general.
570597.
Biology | Chapter XXXVIII
ამ თავში უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ მცენარის ბიოტექნოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Here we take a closer look at issues as they relate to plant biotechnology.
570598.
Biology | Chapter XXXVIII
ლაბორატორიებსა და პრაქტიკულ ანალიზებზე დაყრდნობით, მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების შესაძლო გავლენის გაანგარიშებას ცდილობენ. იგულისხმება, გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა თუ არასამიზნე ორგანიზმებზე, ისევე როგორც ტრანსგენური გადინების შესაძლებლობა.
Laboratory and field studies continue to examine the possible consequences of using GM crops, including the effects on human health and nontarget organisms and the potential for transgene escape.
570599.
Biology | Chapter XXXVIII
ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
Issues of Human Health.
570600.
Biology | Chapter XXXVIII
ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გენური ინჟინერიის შედეგად, უფრო კონკრეტულად კი გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარის საკვებად გამოყენების შედეგად, შესაძლებელია გავრცელდეს ალერგენები, ანუ მოლეკულები, რომელთა მიმართაც ზოგიერთ ადამიანს ალერგია აქვს.
One concern is that genetic engineering may transfer allergens, molecules to which some humans are allergic, from a gene source to a plant used for food.