668042 Records found
571021.
Biology | Chapter XXXIX
წვრილი თესლეულის ბევრი ტიპის, მაგალითად, სალათის აღმოცენებისთვის შეზღუდული საკვების მარაგის გამო, თითქმის იდეალური პირობებია საჭირო, განსაკუთრებით სინათლის გარემო ფაქტორი.
The successful sprouting of many types of small seeds, such as lettuce, requires germination only when conditions, especially the light environment, are near optimal.
571022.
Biology | Chapter XXXIX
ასეთი თესლი ხშირად მრავალი წლის განმავლობაში ისვენებს, სანამ სინათლის პირობები არ შეიცვლება.
Such seeds often remain dormant for many years until a change in light conditions occurs.
571023.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, დამჩრდილავი ხის გახმობამ ან მიწის გაფხვიერებამ შეიძლება სინათლის ხელსაყრელი პირობები შექმნას.
For example, the death of a shading tree or the plowing of a field may create a favorable light environment.
571024.
Biology | Chapter XXXIX
1930-იან წლებში აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დაადგინა სამოქმედო სპექტრი სალათის თესლის სინათლით ინდუცირებული გაღვივებისთვის.
In the 1930s, scientists at the U.S. Department of Agriculture determined the action spectrum for light-induced germination of lettuce seeds.
571025.
Biology | Chapter XXXIX
წყლით გაჟღენთილი თესლი რამდენიმე წუთით სხვადასხვა ტალღის სიგრძის მონოქრომატულ (ერთფეროვან) სინათლეზე მოათავსეს და შემდეგ ეს თესლი სიბნელეში შეინახეს.
They exposed water-swollen seeds to a few minutes of monochromatic (single-colored) light of various wavelengths and then stored the seeds in the dark.
571026.
Biology | Chapter XXXIX
ორი დღის შემდეგ მკვლევრებმა დათვალეს სინათლის ყოველი პროცედურის შემდეგ გაღვივებული თესლის რაოდენობა.
After two days, the researchers counted the number of seeds that had germinated under each light regimen.
571027.
Biology | Chapter XXXIX
მათ აღმოაჩინეს, რომ 660ნმ ტალღის სიგრძის წითელი სინათლე სალათის თესლის გაღვივების პროცენტს მაქსიმუმამდე ზრდიდა, მაშინ, როცა შორეული წითელი სინათლე, ანუ სინათლის ტალღის სიგრძე ადამიანის ხილვადობის ზღვარზე, სიბნელით კონტროლთან შედარებით უფრო მეტად აფერხებდა გაღვივებას.
They found that red light of wavelength 660 nm increased the germination percentage of lettuce seeds maximally, whereas far-red light, that is of wavelengths just near the edge of human visibility-inhibited germination compared with dark controls.
571028.
Biology | Chapter XXXIX
რა ხდება მაშინ, როცა სალათის თესლს მიანათებენ ჯერ წითელ (R) სინათლეს და შემდეგ შორეულ წითელ (FR) სინათლეს, ან პირიქით, ჯერ FR სინათლეს და შემდეგ R სინათლეს?
What happens when the lettuce seeds are subjected to a flash of red (R) light followed by a flash of far-red (FR) light or, conversely, to FR light followed by R light?
571029.
Biology | Chapter XXXIX
თესლის პასუხს სინათლის ბოლო ნაკადი განსაზღვრავს.
The last flash of light determines the seeds' response.
571030.
Biology | Chapter XXXIX
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წითელი და შორეული წითელი სინათლე შექცევადია.
In other words, the effects of red and far-red light are reversible.
571031.
Biology | Chapter XXXIX
ფოტორეცეპტორს, რომელიც წითელი და შორეული წითელი სინათლისგან დაცვაზეა პასუხისმგებელი, ფიტოქრომი ეწოდება.
The photoreceptor responsible for the opposing effects of red and far-red light is a phytochrome.
571032.
Biology | Chapter XXXIX
იგი შედგება ცილოვანი კომპონენტისგან, რომელიც კოვალენტურადაა დაკავშირებული არაცილოვან ნაწილზე, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ქრომოფორი – მოლეკულის სინათლის შთამნთქმელი ნაწილი.
It consists of a protein component covalently bonded to a nonprotein part that functions as a chromophore, the light-absorbing part of the molecule.
571033.
Biology | Chapter XXXIX
დღემდე მკვლევრებმა არაბიდოპსისში ხუთი ქრომოსომის იდენტიფიცირება მოახერხეს და თითოეულ მათგანს ოდნავ განსხვავებული ცილოვანი კომპონენტი აქვს.
So far, researchers have identified five phytochromes in Arabidopsis, each with a slightly different protein component.
571034.
Biology | Chapter XXXIX
ფიტოქრომის ქრომოფორები ფოტოშექცევადია, ისინი ხან ერთ იზომერულ ფორმას უბრუნდება, ხანაც მეორეს, რაც დამოკიდებულია მათდამი მიქცეულ სინათლის ფერზე.
The chromophore of a phytochrome is photoreversible, reverting back and forth between two isomeric forms, depending on the color of light provided.
571035.
Biology | Chapter XXXIX
P იზომერულ ფორმაში ფიტოქრომი მაქსიმალურად შთანთქავს წითელ სინათლეს, ხოლო P იზომერულ ფორმაში შთანთქავს შორეულ წითელ სინათლეს.
In its P, isomer form, a phytochrome absorbs red light maximally, whereas in its P, isomer form, it absorbs far-red light.
571036.
Biology | Chapter XXXIX
PP ინტერკონვერსია (ურთიერთგარდაქმნა) წარმოადგენს გადამრთველ მექანიზმს, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა სინათლით გამოწვეულ პროცესებს მცენარის არსებობის მანძილზე.
PP interconversion is a switching mechanism that controls various light-induced events in the life of the plant.
571037.
Biology | Chapter XXXIX
Pt არის ფიტოქრომის ფორმა, რომელიც იწვევს მცენარის ბევრ განვითარებით რეაქციას სინათლეზე.
Pt is the form of phytochrome that triggers many of a plant's developmental responses to light.
571038.
Biology | Chapter XXXIX
მაგალითად, წითელ სინათლეზე მოთავსებულ n სალათის თესლში P გარდაიქმნება Pfr-დ და სტიმულს მისცემს უჯრედულ რეაგირებას, რაც, თავის მხრივ, გაღვივებას გამოიწვევს.
For example, P, n lettuce seeds that are exposed to red light is converted to Pfr, stimulating the cellular responses that lead to germination.
571039.
Biology | Chapter XXXIX
როგორ განმარტავს ფიტოქრომის გადართვა სინათლით ინდუცირებულ გაღვივებას ბუნებაში?
How does phytochrome switching explain light-induced germination in nature?
571040.
Biology | Chapter XXXIX
მცენარეები ასინთეზებენ ფიტოქრომებს Pr-ად და თუ თესლი სიბნელეში ინახება, პიგმენტი თითქმის მთლიანად P ფორმაში რჩება.
Plants synthesize phytochrome as Pr, and if seeds are kept in the dark, the pigment remains almost entirely in the P, form.