668042 Records found
571321.
Biology | Chapter XXXIX
ობობას ტკიპებით დაინფიცირებული ლიმური ლობიოს მცენარე გამოყოფს აქროლად ქიმიკატებს, რომლებიც თავდასხმის „ამბავს“ ატყობინებს ირგვლივ ლიმური ლობიოს არაინფიცირებულ მცენარეებს.
Lima bean plants infested with spider mites release volatile chemicals that signal "news" of the attack to neighboring, noninfested lima bean plants.
571322.
Biology | Chapter XXXIX
ამ აქროლადი ნივთიერებების საპასუხოდ არაინფიცირებული ლიმური ლობიოს ფოთლები ააქტიურებენ თავდაცვით გენებს.
In response to these volatiles, noninfested lima bean leaves activate defense genes.
571323.
Biology | Chapter XXXIX
ექსპერიმენტებისას მექანიკურად დაზიანებული ფოთლებიდან აქროლებულ ნივთიერებებს იგივე ეფექტი არ აქვთ.
Volatiles released from leaves mechanically wounded in experiments do not have the same effect.
571324.
Biology | Chapter XXXIX
დაინფიცირების შედეგად აქროლებული ნივთიერებებით გააქტიურებული გენები საკმაოდ ჰგვანან ჯასმონმჟავას, მნიშვნელოვანი მოლეკულა მცენარეების დასაცავად, ზემოქმედებით გამოყოფილ გენებს.
Genes activated by infestation-released volatiles overlap considerably with those produced by exposure to jasmonic acid, an important molecule in plant defense.
571325.
Biology | Chapter XXXIX
ამ გენების გააქტიურების შედეგად, არაინფიცირებული მეზობლები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან ობობას ტკიპებისადმი და უფრო მიმზიდველები სხვა სახეობის ტკიპასთვის, რომელიც ობობას ტკიპებზე ნადირობს.
As a result of this gene activation, noninfested neighbors become less susceptible to spider mites and more attractive to another species of mite that preys on spider mites.
571326.
Biology | Chapter XXXIX
პათოგენებისგან თავდაცვა.
Defenses Against Pathogens.
571327.
Biology | Chapter XXXIX
ინფექციისგან მცენარის პირველადი თავდაცვის ხაზი არის მცენარის „ქერქის“ ფიზიკური ბარიერი, მცენარის პირველადი ორგანიზმის ეპიდერმისი და მცენარის მეორადი ორგანიზმის პერიდერმი.
A plant's first line of defense against infection is the physical barrier of the plant's "skin," the epidermis of the primary plant body, and the periderm of the secondary plant body.
571328.
Biology | Chapter XXXIX
თუმცა თავდაცვის პირველი სისტემა შეუღწევადი არ არის.
This first defense system, however, is not impenetrable.
571329.
Biology | Chapter XXXIX
ვირუსები, ბაქტერიები, სოკოს სპორები და ჰიფები მაინც აღწევენ მცენარეში დაზიანებებისა და ეპიდერმისში ისეთი ბუნებრივი ფორების საშუალებით, როგორიცაა ბაგეების ხვრელი.
Viruses, bacteria, and the spores and hyphae of fungi can still enter the plant through injuries or through the natural openings in the epidermis, such as stomata.
571330.
Biology | Chapter XXXIX
პათოგენის შეჭრისთანავე მცენარე იწყებს ქიმიურ თავდასხმას, როგორც მეორე ხაზის თავდაცვას, რაც კლავს პათოგენს და ხელს უშლის მისი ინფექციის უბნიდან გავრცელებას.
Once a pathogen invades, the plant mounts a chemical attack as a second line of defense that kills the pathogens and prevents their spread from the site of infection.
571331.
Biology | Chapter XXXIX
ამ მეორე თავდაცვით სისტემას აძლიერებს მცენარის მემკვიდრეობით მიღებული უნარი, ამოიცნოს გარკვეული პათოგენები.
This second defense system is enhanced by the plant's inherited ability to recognize certain pathogens.
571332.
Biology | Chapter XXXIX
გენი გენის ამოსაცნობად.
Gene-for-Gene Recognition.
571333.
Biology | Chapter XXXIX
მცენარეები ზოგადად რეზისტენტულები არიან პათოგენთა უმრავლესობისადმი.
Plants are generally resistant to most pathogens.
571334.
Biology | Chapter XXXIX
ეს იმიტომ, რომ მცენარეს აქვს უნარი, ამოიცნოს შემოჭრილი პათოგენები და შემდეგ აამუშაოს წარმატებული თავდაცვითი მექანიზმი.
This is because plants have the ability to recognize invading pathogens and then to mount successful defenses.
571335.
Biology | Chapter XXXIX
საპირისპირო შემთხვევაში წარმატებული პათოგენები დაავადებას იმიტომ იწვევენ, რომ მათ ამოცნობას მცენარე ვერ ახერხებს ან ისინი გადალახავენ მასპინძლის თავდაცვის მექანიზმებს.
In a converse manner, successful pathogens cause disease because they are able to evade recognition or suppress host defense mechanisms.
571336.
Biology | Chapter XXXIX
პათოგენებს, რომელთა წინააღმდეგაც მცენარეს უმნიშვნელო სპეციფიკური დაცვა აქვს, ვირულენტური ეწოდება.
Pathogens against which a plant has little specific defense are said to be virulent.
571337.
Biology | Chapter XXXIX
ისინი გამონაკლისებს წარმოადგენენ, რადგან ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მასპინძლები და პათოგენები ერთად დაიღუპებოდნენ.
They are the exceptions, for if they were not, then hosts and pathogens would soon perish together.
571338.
Biology | Chapter XXXIX
ერთგვარი „კომპრომისული“ ურთიერთობა ჩამოყალიბდა მცენარეებსა და მათი პათოგენების უმრავლესობას შორის.
A kind of "compromise" has coevolved between plants and most of their pathogens.
571339.
Biology | Chapter XXXIX
ასეთ შემთხვევებში პათოგენს საკმარისი წვდომა აქვს თავისი მასპინძლისადმი, რომ არსებობის საშუალება მისცეს სერიოზულად დაზიანების ან მოკვლის გარეშე.
In such cases, the pathogen gains enough access to its host to enable it to perpetuate itself without severely damaging or killing the plant.
571340.
Biology | Chapter XXXIX
პათოგენების იმ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ ზომიერად აზიანებენ, მაგრამ არ კლავენ მასპინძელ მცენარეს, არავირულენტური ეწოდება.
Strains of pathogens that only mildly harm but do not kill the host plant are termed avirulent.