668042 Records found
571621.
Biology | Chapter XL
ადამიანებში BMR შეადგენს 1,600-1,800კკალ დღის განმავლობაში ზრდასრულ მამაკაცებში და 1,300-1,500კკალ დღის განმავლობაში ქალებში.
The BMR for humans averages about 1,600-1,800 kcal per day for adult males and about 1,300-1,500 kcal per day for adult females.
571622.
Biology | Chapter XL
აღნიშნული BMR ტოლფასია 75-ვატიანი ელექტრონათურის ენერგეტიკული მოთხოვნისა.
These BMRs are about equivalent to the energy requirement of a 75-watt light bulb.
571623.
Biology | Chapter XL
ექტოდერმულ ცხოველებში, სხეულის ტემპერატურა იცვლება გარემოს ტემპერატურის მიხედვით, ასევე იცვლება მეტაბოლიზმის სიჩქარეც.
In an ectotherm, body temperature changes with the temperature of the animal's surroundings, and so does metabolic rate.
571624.
Biology | Chapter XL
მეტაბოლიზმის ძირითადი სიჩქარისგან განსხვავებით, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს გარემოს ცვალებადი ტემპერატურების ფარგლებში, ექტოთერმული ცხოველების მეტაბოლიზმის მინიმალური სიჩქარე უნდა განისაზღვროს განსაკუთრებულ ტემპერატურაზე.
Unlike BMRS, which can be determined within a range of environmental temperatures, the minimum metabolic rate of an ectotherm must be determined at a specific temperature.
571625.
Biology | Chapter XL
ექტოთერმული ცხოველის მეტაბოლიზმის სიჩქარეს გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელიც ისვენებს, მშიერია და სტრესის ქვეშ არ იმყოფება ეწოდება მეტაბოლიზმის სტანდარტული სიჩქარე (SMR).
The metabolic rate of a resting, fasting, nonstressed ectotherm at a particular temperature is called its standard metabolic rate (SMR).
571626.
Biology | Chapter XL
როგორც ექტოთერმულ, ისე ენდოთერმულ ცხოველებში, აქტივობა დიდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის სიჩქარეზე.
For both ectotherms and endotherms, activity has a large effect on metabolic rate.
571627.
Biology | Chapter XL
ნებისმიერი ქცევის დროს, თუნდაც ადამიანი კითხულობდეს ჩუმად მერხთან ან მწერი ფრთებს შლიდეს, ხდება ენერგიის მოხმარება გარდა BMR და SMR-ისა.
Any behavior, even a person reading quietly at a desk or an insect extending its wings, consumes energy beyond the BMR or SMR.
571628.
Biology | Chapter XL
მეტაბოლიზმის სიჩქარის მაქსიმუმი (ატფ-ის მოხმარების უმაღლესი სიჩქარე) თანხვდება აქტივობის პიკს, ისეთს, როგორიც არის მძიმე წონის აწევა, ან სწრაფი ცურვა.
Maximum metabolic rates (the highest rates of ATP utilization) occur during peak activity, such as lifting heavy weights, sprinting, or high-speed swimming.
571629.
Biology | Chapter XL
ჩვეულებრივ, ცხოველის მეტაბოლიზმის მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე უკუკავშირშია აქტივობის ხანგრძლივობასთან.
In general, an animal's maximum possible metabolic rate is inversely related to the duration of activity.
571630.
Biology | Chapter XL
სურათი 40.9 გამოხატავს სხვაობას აქტივობის შენარჩუნების ექტოთერმულ და ენდოთერმულ „სტრატეგიებს” შორის დროის სხვადასხვა ინტერვალებში.
Figure 40.9 contrasts ectothermic and endothermic "strategies" for sustaining activity over different time intervals.
571631.
Biology | Chapter XL
ორივეს, ალიგატორს (ექტოთერმი) და ადამიანს (ენდოთერმი) შეუძლიათ ძალზე ინტენსიური ვარჯიში მხოლოდ ენერგიის მოზღვავების დროს, რომელიც 1 წუთი ან ნაკლები გრძელდება.
Both an alligator (ectotherm) and a human (endotherm) are capable of very intense exercise in short spurts of a minute or less.
571632.
Biology | Chapter XL
ამგვარი „სპრინტის“ განმავლობაში კუნთის უჯრედში არსებული ატფ, რომელიც ანაერობულად წარმოიქმნება გლიკოლიზის შედეგად, საკმარისია ინტენსიური აქტივობისთვის.
During these "sprints," the ATP present in muscle cells and ATP generated anaerobically by glycolysis are sufficient to power the activity.
571633.
Biology | Chapter XL
არც ექტოთერმულ და არც ენდოთერმულ ცხოველებს არ შეუძლიათ შეინარჩუნონ მეტაბოლიზმის მაქსიმალური სიჩქარე და აქტივობის მაღალი დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, თუმცა, გამძლეობაზე ამგვარი გამოცდის დროს, ენდოთერმულ ცხოველებს უპირატესობა აქვთ.
Neither the ectotherm nor the endotherm can sustain their maximum metabolic rates and peak levels of activity over longer periods of exercise, though the endotherm has an advantage in such endurance tests.
571634.
Biology | Chapter XL
აქტივობის შენარჩუნება დამოკიდებულია უჯრედის სუნთქვის აერობულ პროცესზე, რათა მოხდეს ატფ-ით უზრუნველყოფა.
Sustained activity depends on the aerobic process of cellular respiration for ATP supply.
571635.
Biology | Chapter XL
ენდოთერმის სუნთქვის სიჩქარე 10-ჯერ მეტია, ვიდრე ენდოთერმულების.
An endotherm's respiration rate is about ten times greater than an ectotherm's.
571636.
Biology | Chapter XL
ენერგეტიკულ მოთხოვნილებებზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, ასაკი, სქესი, სხეულისა და გარემოს ტემპერატურა, საკვების რაოდენობა და ყუათიანობა, აქტივობის დონე, ჟანგბადის მისაწვდომობა, ჰორმონალური ბალანსი.
Many factors influence energy requirements, including age, sex, size, body and environmental temperatures, quality and quantity of food, activity level, oxygen availability, and hormonal balance.
571637.
Biology | Chapter XL
ფრინველები, ადამიანები და მრავალი მწერი, ჩვეულებრივ აქტიურები არიან (შესაბამისად, ამ დროს მათი მეტაბოლიზმის სიჩქარე მაღალია) დღის განმავლობაში.
Birds, humans, and many insects are usually active (and therefore have their highest metabolic rates) during daylight hours.
571638.
Biology | Chapter XL
მათგან განსხვავებით, ღამურები, თაგვები და მრავალი სხვა ძუძუმწოვარი ძირითადად აქტიურია საღამოს ან ღამის პერიოდებში და, შესაბამისად, მათი მეტაბოლიზმის სიჩქარე ღამე, გამთენიისას ან დაბინდებისას მაღალია.
In contrast, bats, mice, and many other mammals generally are active and have their highest metabolic rates at night or during the hours of dawn and dusk.
571639.
Biology | Chapter XL
მეტაბოლიზმის სიჩქარე იზომება სხვადასხვა დღე-ღამური აქტივობის დროს, რათა მოგვცეს წარმოდგენა ყოველდღიურ ენერგეტიკულ დანახარჯებზე.
Metabolic rates measured when animals are performing a variety of activities give a better idea of the energy costs of everyday life.
571640.
Biology | Chapter XL
ხმელეთის ცხოველების უმრავლესობისთვის (როგორც ენდოთერმულების, ის ექტოთერმულების), ენერგიის მოხმარების დღიური სიჩქარე 2-ჯერ ან 4-ჯერ სჭარბობს BMR-ს ან SMR-ს.
For most terrestrial animals (both endotherms and ectotherms), the average daily rate of energy consumption is 2 to 4 times BMR or SMR.