მოიძებნა 668042 ჩანაწერი
571601.
ბიოლოგია | თავი XL
ბიოსინთეზის პროცესში ახალი სტრუქტურების ასაგებად საჭიროა როგორც ნახშირბადის ჩონჩხი, ასევე ატფ, რომლის ენერგია ამ პროცესს ხმარდება.
Biosynthesis requires both carbon skeletons for new structures and ATP to power their assembly.
571602.
ბიოლოგია | თავი XL
რიგ შემთხვევებში, ბიოსინთეზის პროდუქტები, მაგალითად ცხიმი, შესაძლებელია დაიშალოს მოლეკულებად და დამატებითი ატფ გამოყოს, ცხოველის მოთხოვნილებების მიხედვით.
In some situations, biosynthetic products such as body fat can be broken down into fuel molecules for the production of additional ATP, depending on the needs of the animal.
571603.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის მოხმარების განსაზღვრა.
Quantifying Energy Use.
571604.
ბიოლოგია | თავი XL
ცხოველის ბიოენერგეტიკის გაგება დამოკიდებულია მისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების განსაზღვრაზე.
Understanding the bioenergetics of animals depends on the ability to quantify their energy needs.
571605.
ბიოლოგია | თავი XL
საკვებიდან მიღებული ენერგიის რა რაოდენობა სჭირდება ცხოველს სიცოცხლისთვის?
How much of the total energy an animal obtains from food does it need just to stay alive?
571606.
ბიოლოგია | თავი XL
რამდენი ენერგია უნდა დაიხარჯოს სიარულის, სირბილის, ცურვის ან ერთი ადგილიდან მეორისკენ ფრენის დროს?
How much energy must be expended to walk, run, swim, or fly from one place to another?
571607.
ბიოლოგია | თავი XL
მიღებული ენერგიის რა ნაწილი იხარჯება გამრავლებისთვის?
What fraction of energy intake can be used for reproduction?
571608.
ბიოლოგია | თავი XL
ფიზიოლოგები ამ კითხვებზე პასუხობენ ცხოველის მიერ ქიმიური ენერგიის მოხმარების სიჩქარისა და მისი ცვლილების, სხვადასხვა პირობებში, გაზომვით.
Physiologists obtain answers to such questions by measuring the rates at which animals use chemical energy and how these rates change in different circumstances.
571609.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის რაოდენობას, რომელსაც ცხოველი დროის ერთეულში იყენებს, ეწოდება მეტაბოლიზმის სიჩქარე, იგი წარმოადგენს ყველა იმ ბიოქიმიური პროცესისთვის აუცილებელი ენერგიის რაოდენობების ჯამს, რომელიც საჭიროა დროის აღნიშნულ ერთეულში.
The amount of energy an animal uses in a unit of time is called its metabolic rate, the sum of all the energy-requiring biochemical reactions occurring over a given time interval.
571610.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგია იზომება კალორიებში (კალ.) ან კილოკალორიებში (კკალ.).
Energy is measured in calories (cal) or kilocalories (kcal).
571611.
ბიოლოგია | თავი XL
ერთი კილოკალორია უდრის 1000 კალორიას.
A kilocalorie is 1,000 calories.
571612.
ბიოლოგია | თავი XL
ენერგიის საზომი ”С”, რომელიც გამოიყენება მრავალი ნუტრიციონისტის მიერ, აღნიშნავს კილოკალორიას.
The unit Calorie, with a capital C, as used by many nutritionists, is actually a kilocalorie.
571613.
ბიოლოგია | თავი XL
მეტაბოლიზმის სიჩქარის განსაზღვრის სხვადასხვა გზა არსებობს.
Metabolic rate can be determined in several ways.
571614.
ბიოლოგია | თავი XL
რადგან უჯრედის სუნთქვისას გამოყენებული ენერგიის დიდი ნაწილი გარდაიქმნება სითბოდ, მეტაბოლიზმის სიჩქარე გაიზომება ცხოველის მიერ სითბოს კარგვის სიჩქარის კონტროლით.
Because nearly all of the chemical energy used in cellular respiration eventually appears as heat, metabolic rate can be measured by monitoring an animal's rate of heat loss.
571615.
ბიოლოგია | თავი XL
მეტაბოლიზმის სიჩქარის განსაზღვრის უფრო მეტად არაპირდაპირი მეთოდი არის უჯრედის სუნთქვისას მოხმარებული ჟანგბადის ან გამოყოფილი ნახშირორჟანგის გაზომვა.
A more indirect way to measure metabolic rate is to determine the amount of oxygen consumed or carbon dioxide produced by an animal's cellular respiration.
571616.
ბიოლოგია | თავი XL
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საკვების მოხმარების სიჩქარე და ენერგიის შემცველობა საკვებში (დაახლოებით 4,5-5კკალ ცილისა და ნახშირწყლის, ხოლო 9კკალ ცხიმის ერთ გრამზე) გამოიყენებოდა მეტაბოლიზმის სიჩქარის განსაზღვრისთვის.
Over long periods, the rate of food consumption and the energy content of the food (about 4.5-5 kcal per gram of protein or carbohydrate and about 9 kcal per gram of fat) can be used to estimate metabolic rate.
571617.
ბიოლოგია | თავი XL
ამ მეთოდის გამოყენებისას შესაძლებელია ის ენერგიაც იქნას ჩათვლილი, რომელიც ცხოველის მიერ არ გამოიყენება (ენერგია, რომელიც იკარგება ექსკრემენტებსა და შარდში).
However, this method must account for the energy stored in food that the animal cannot use (the energy lost in feces and urine).
571618.
ბიოლოგია | თავი XL
ბიოენერგეტიკული სტრატეგიები.
Bioenergetic Strategies.
571619.
ბიოლოგია | თავი XL
მეტაბოლიზმის მინიმალური სიჩქარე საჭიროა ძირითადი სასიცოცხლო პროცესების შესანარჩუნებლად, მაგალითად, უჯრედის ფუნქციონირების, სუნთქვისა და გულისცემისთვის.
A minimum rate powers the basic functions that support life, such as cell maintenance, breathing, and heartbeat.
571620.
ბიოლოგია | თავი XL
ცარიელი კუჭის მქონე ენდოთერმული ცხოველის მეტაბოლიზმის სიჩქარეს, რომელიც მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფება, არ იზრდება და არ განიცდის სტრესს, ეწოდება მეტაბოლიზმის ძირითადი სიჩქარე (BMR - basal metabolic rate).
The metabolic rate of a nongrowing endotherm that is at rest, has an empty stomach, and is not experiencing stress is called the basal metabolic rate (BMR).