668042 Records found
571701.
Biology | Chapter XL
უარყოფითი უკუკავშირისგან განსხვავებით, დადებითი უკუკავშირი გულისხმობს ცვლადის ცვლილების დროს ისეთი მექანიზმის ჩართვას, რომელიც აძლიერებს ამ ცვლილებას.
In contrast to negative feedback, positive feedback involves a change in some variable that triggers mechanisms that amplify rather than reverse the change.
571702.
Biology | Chapter XL
ასე, მაგალითად, ბავშვის დაბადების დროს, ბავშვის თავის დაწოლა საშვილოსნოს გახსნილი ყელის მიდამოებში იწვევს საშვილოსნოს კედლების შეკუმშვას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დაწოლას და, შესაბამისად, შეკუმშვასაც.
During childbirth, for instance, the pressure of the baby's head against receptors near the opening of the uterus stimulates uterine contractions, which cause greater pressure against the uterine opening, heightening the contractions.
571703.
Biology | Chapter XL
არ უნდა ჩაითვალოს, თითქოს შიდა გარემო ყოველთვის უცვლელია.
It is important not to overstate the concept of a constant internal environment.
571704.
Biology | Chapter XL
ფაქტობრივად, რეგულირებადი ცვლილებები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
In fact, regulated change is essential to normal body functions.
571705.
Biology | Chapter XL
რიგ შემთხვევებში, ეს ცვლილებები ციკლურია, მაგალითად, ჰორმონების დონის ცვლილება, რომელიც ქალის მენსტრუალური ციკლის დროს ხდება.
In some cases, the changes are cyclic, such as the changes in hormone levels responsible for the menstrual cycle in women.
571706.
Biology | Chapter XL
სხვა შემთხვევებში, რეგულირებადი ცვლილებები არის რეაქცია ორგანიზმის მოთხოვნილებებზე.
In other cases, a regulated change is a reaction to a challenge to the body.
571707.
Biology | Chapter XL
მაგალითად, ადამიანის ორგანიზმი რეაგირებს სხვადასხვა ინფექციაზე ტემპერატურის დროებითი აწევით, შედეგად მაღალი ტემპერატურა ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ინფექციის დაძლევაში.
For example, the human body reacts to certain infections by raising the set point for temperature to a slightly higher level, and the resulting fever helps fight the infection.
571708.
Biology | Chapter XL
თუ ხანმოკლე პერიოდის ჭრილში განვიხილავთ, ჰომეოსტატიკური მექანიზმის საშუალებით სხეულის ტემპერატურა შენარჩუნებულია ისეთ დონეზე, რომელიც საჭიროა ამ მოცემულ მომენტში.
Over the short term, homeostatic mechanisms keep body temperature close to a set point, whatever it is at that particular time.
571709.
Biology | Chapter XL
მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგივე მექანიზმები არეგულირებენ ცვლილებებს შიდა გარემოში.
But over the longer term, homeostasis allows regulated change in the body's internal environment.
571710.
Biology | Chapter XL
შიდა რეგულაცია საკმაოდ ძვირია.
Internal regulation is expensive.
571711.
Biology | Chapter XL
ნებისმიერი, ვინც იხდის კომუნალური მომსახურების გადასახადებს, იცის, რამდენი ენერგია იხარჯება გათბობაზე ან გაგრილებაზე, რათა სახლში შენარჩუნებულ იქნას კომფორტული ტემპერატურა.
Anyone who pays utility bills is aware of the energy costs for heating or cooling a home to maintain a comfortable interior temperature.
571712.
Biology | Chapter XL
ამის მსგავსად, ცხოველები იყენებენ მიღებული საკვების ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომ შეინარჩუნონ ოპტიმალური შინაგანი პირობები.
Similarly, animals use a considerable portion of the energy from the food they eat to maintain favorable internal conditions.
571713.
Biology | Chapter XL
შემდეგ ნაწილში დეტალურად განვიხილავთ, როგორ ინარჩუნებს სხვადასხვა ცხოველი შედარებით მუდმივ სხეულის ტემპერატურას.
In the next section, we will explore in detail how different kinds of animals maintain relatively constant body temperatures.
571714.
Biology | Chapter XL
თერმორეგულაცია ხელს უწყობს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას და განპირობებულია ორგანიზმის აგებულებით, ფიზიოლოგიითა და ქცევით.
Thermoregulation contributes to homeostasis and involves anatomy, physiology, and behavior.
571715.
Biology | Chapter XL
ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ იმის მაგალითს, როგორ არეგულირებს ცხოველი შინაგან გარემოს სხეულის ფორმისა და ფუნქციების საშუალებით - კონკრეტულად კი, როგორ არეგულირებს იგი სხეულის ტემპერატურას.
In this section, we will examine one example of how animal form and function work together in regulating the internal environment, specifically the regulation of body temperature.
571716.
Biology | Chapter XL
სხვა პროცესები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში, განხილული იქნება 44-ე თავში.
Other processes involved in maintaining homeostasis will be discussed in Chapter 44.
571717.
Biology | Chapter XL
თერმორეგულაცია არის პროცესი, რომლის საშუალებით ცხოველი ინარჩუნებს შინაგან ტემპერატურას ორგანიზმისთვის მისაღებ ფარგლებში.
Thermoregulation is the process by which animals maintain an internal temperature within a tolerable range.
571718.
Biology | Chapter XL
ეს თვისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადარჩენისთვის, რადგან ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესების უმეტესობა სხეულის ტემპერატურის ცვლილებისადმი ძალზე მგრძნობიარეა.
This ability is critical to survival because most biochemical and physiological processes are very sensitive to changes in body temperature.
571719.
Biology | Chapter XL
უმეტესად ფერმენტებზე დამოკიდებული რეაქციების სიჩქარე 2-3-ჯერ იზრდება ტემპერატურის ყოველ 10 გრადუსზე მატებისას, სანამ ტემპერატურა ისეთ მაჩვენებელს არ აღწევს, რომელზეც ცილების დენატურაცია იწყება.
The rates of most enzyme-mediated reactions increase two to three-fold for every 10°C temperature increase until the temperature is high enough to begin to denature proteins.
571720.
Biology | Chapter XL
ამგვარი თერმული ზეგავლენა უარყოფითად აისახება ცხოველის სიცოცხლისუნარიანობაზე.
These thermal effects dramatically influence animal functioning.