668042 Records found
573001.
Biology | Chapter XLII
ამისგან განსხვავებით სელაპი თავის შედარებით პატარა ფილტვში 5% ჟანგბადს იმარაგებს (რომლის გამოდევნაც ჩაყვინთვამდე შეუძლია, რაც ტივტივს ამცირებს) და 70% კი სისხლში უმარაგდება.
In contrast, the Weddell seal holds only about 5% of its oxygen in its relatively small lungs (and may exhale before diving, which reduces buoyancy), stockpiling 70% in the blood.
573002.
Biology | Chapter XLII
სელაპს სხეულის კგ-თან მიმართებაში ორჯერ უფრო მეტი სისხლი აქვს, ვიდრე ადამიანს.
The seal has about twice the volume of blood per kilogram of body mass as a human.
573003.
Biology | Chapter XLII
მეორე ადაპტაცია სელაპის უდიდესი ელენთაა, რომელსაც დაახლოებით 24ლ სისხლის დამარაგება შეუძლია.
Another adaptation is the seal's huge spleen, which can store about 24 L of blood.
573004.
Biology | Chapter XLII
ელენთა სავარაუდოდ ჩაყვინთვის მერე უნდა იკუმშებოდეს და სისხლს ჟანგბადით მდიდარი ერითროციტებით ეხმარებოდეს.
The spleen probably contracts after a dive begins, fortifying the blood with erythrocytes loaded with O2.
573005.
Biology | Chapter XLII
მყვინთავ ძუძუმწოვრებს კუნთებში ჟანგბადის შემნახველი პიგმენტის – მიოგლობინის – დიდი რაოდენობა აქვთ.
Diving mammals also have a high concentration of an oxygen-storing protein called myoglobin in their muscles.
573006.
Biology | Chapter XLII
სელაპს შეუძლია ჟანგბადის 25% კუნთებში შეინახოს, რაც გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ადამიანების შემთხვევაში.
The Weddell seal can store about 25% of its O2 in muscle, compared to only 13% in humans.
573007.
Biology | Chapter XLII
მყვინთავი ძუძუმწოვრები წყლისქვეშა მოგზაურობას იწყებენ არა მარტო ჟანგბადის დიდი მარაგით, არამედ მათ აქვთ მთელი რიგი ადაპტაციები, რომელიც ჟანგბადის შენახვისთვის არის საჭირო.
Diving mammals not only begin an underwater trip with a relatively large O2 stockpile but also have adaptations that conserve O2.
573008.
Biology | Chapter XLII
ისინი კუნთების მცირე დატვირთვით ცურავენ და ხშირად ტივტივის უნარიანობის შეცვლას ზევით და ქვევით მოძრაობისთვის იყენებენ.
They swim with little muscular effort and often use buoyancy changes to glide passively upward or downward.
573009.
Biology | Chapter XLII
მათი გულისცემის და ჟანგბადის გამოყენების სიხშირე მცირდება ყვინთვის დროს და მარეგულირებელი მექანიზმები გავლენას ახდენს პერიფერიულ წინაღობაზე, სისხლის უმეტეს ნაწილს თავისა და ზურგის ტვინისკენ, თვალებისკენ, ფარისებრი ჯირკვლისკენ და პლაცენტისკენ (მაკე სელაპებში) აგზავნიან.
Their heart rate and O2 consumption rate decrease during a dive, and regulatory mechanisms affecting peripheral resistance route most blood to the brain, spinal cord, eyes, adrenal glands, and placenta (in pregnant seals).
573010.
Biology | Chapter XLII
კუნთებისთვის სისხლის მიწოდება იზღუდება და მთლიანადაც ითიშება ხანგრძლივი ყვინთვის დროს.
Blood supply to the muscles is restricted and is shut off altogether during the longest dives.
573011.
Biology | Chapter XLII
20წთ-ზე მეტი ხნით ყვინთვისას სელაპები მიოგლობინთან დაკავშირებულ ჟანგბადს იყენებენ და შემდეგ ატფ-ის სინთეზიც სუნთქვის პროცესის ნაცვლად, ფერმენტაციით მიმდინარეობს.
During dives of more than about 20 minutes, a Weddell seal's muscles deplete the O2 stored in myoglobin and then derive their ATP from fermentation instead of respiration.
573012.
Biology | Chapter XLII
სელაპის და სხვა ჰაერით მსუნთქავი მყვინთავების უჩვეულო უნარი ხანგრძლივი ყვინთვების დროს სხეული ენერგიით უზრუნველყონ ჩვენი კვლევის ორი დაკავშირებული თემის მაჩვენებელია.
The unusual abilities of the Weddell seal and other airbreathing divers to power their bodies during long dives showcase two related themes in our study of organisms.
573013.
Biology | Chapter XLII
ხანმოკლე დროში ფიზიოლოგიური შეგუებულობების საშუალებით გარემოს გამოწვევებზე პასუხი და ხანგრძლივ დროში ბუნებრივი გადარჩევის შედეგი.
The response to environmental challenges over the short term by physiological adjustments and over the long term as a result of natural selection.
573014.
Biology | Chapter XLIII
დაზვერვა, შეცნობა და პასუხი.
Reconnaissance, Recognition, and Response.
573015.
Biology | Chapter XLIII
ცხოველმა უნდა დაიცვას თავი უამრავი, პოტენციურად საშიში ვირუსისგან, ბაქტერიისგან და სხვა პათოგენისგან, რომელსაც ის ჰაერში, საკვებსა და წყალში ხვდება.
An animal must defend itself against the many potentially dangerous viruses, bacteria, and other pathogens it encounters in the air, in food, and in water.
573016.
Biology | Chapter XLIII
მას ასევე უწევს ბრძოლა სხეულის ანომალიურ უჯრედებთან, რომლებმაც შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
It must also contend with abnormal body cells that may develop into cancer.
573017.
Biology | Chapter XLIII
აღნიშნულ საფრთხეებთან საბრძოლველად დაცვის ორი მთავარი ტიპი განვითარდა.
Two major kinds of defense have evolved that counter these threats.
573018.
Biology | Chapter XLIII
თანდაყოლილი იმუნიტეტი შედგება გარეთა ბარიერებისგან, რომლებიც კანისა და ლორწოვანი მემბრანებისგან იქმნება და შიდა უჯრედული და ქიმიური მექანიზმებისგან, რომლებიც იმ ინფექციურ აგენტებს ებრძვიან, რომლებიც გარეგანი ბარიერის გადალახვას ახერხებენ.
Innate immunity consists of external barriers formed by the skin and mucous membranes, plus a set of internal cellular and chemical defenses that combat infectious agents that breach the external barriers.
573019.
Biology | Chapter XLIII
შიდა დაცვის მთავარი მოქმედი ობიექტები მაკროფაგები და სხვა ფაგოციტური უჯრედები არიან.
Key players in these internal defenses are macrophages and other phagocytic cells.
573020.
Biology | Chapter XLIII
მაგალითად, სურათი 43.1. აჩვენებს მაკროფაგს, რომელიც სოკოს უჯრედს შთანთქავს.
For example, Figure 43.1 shows a macrophage engulfing a yeast cell.