668043 Records found
573621.
Biology | Chapter XLIV
ყველაზე გასაოცარ მაგალითებს შორის არის ნელა მოძრავი წყლის დათვები, უმცირესი ზომის უხერხემლოები, რომელიც 1 მმ-ზე ნაკლების სიგრძისაა.
Among the most striking examples are the tardigrades, or water bears, tiny invertebrates less than 1 mm long.
573622.
Biology | Chapter XLIV
აქტიურ ჰიდრირებულ მდგომარეობაში ეს ცხოველები დაახლოებით 85% წყალს შეიცავენ, მაგრამ მათ შეუძლიათ წყლის 2%-მდე დეჰიდრატაცია და არააქტიურ ფორმაში გადასვლა, ისინი გამომშრალ მდგომარეობაში ათწლეულები და მეტი შეიძლება გაჩერდნენ.
In their active, hydrated state, these animals contain about 85% water by weight, but they can dehydrate to less than 2% water and survive in an inactive state, dry as dust, for a decade or more.
573623.
Biology | Chapter XLIV
უბრალოდ დაამატეთ წყალი და რამდენიმე წუთში რეჰიდრირდებიან და მოძრაობასა და კვებას იწყებენ.
Just add water, and within minutes, the rehydrated tardigrades are moving about and feeding.
573624.
Biology | Chapter XLIV
ანჰიდრობიოტურ ცხოველებს უნდა ჰქონდეთ ადაპტაციები, რომლებიც მათ უჯრედულ მემბრანებს ინტაქტურს შეინახავს.
Anhydrobiotic animals must have adaptations that keep their cells' membranes intact.
573625.
Biology | Chapter XLIV
მკვლევრები ახლა იწყებენ იმის შესწავლას, როგორ ახერხებენ ზღვის დათვები გამოშრობის გადატანას.
Researchers are just beginning to learn how tardigrades survive drying out.
573626.
Biology | Chapter XLIV
ანჰიდრობიოტური მრგვალი ჭიების (ნემატოდების) კვლევებმა აჩვენა, რომ დეჰიდრირებული ცხოველები შაქრების დიდ რაოდენობას შეიცავენ.
Studies of anhydrobiotic roundworms (phylum Nematoda) show that dehydrated individuals contain large amounts of sugar.
573627.
Biology | Chapter XLIV
კერძოდ, დისაქარიდებს, რომლებსაც ტრეჰალოზები ეწოდებათ და რომლებიც ჩაენაცვლებიან რა წყალს, რომელიც როგორც წესი, მემბრანასა და ცილებთან არის დაკავშირებული, უჯრედებს იცავენ.
In particular, a disaccharide called trehalose seems to protect the cells by replacing the water that is normally associated with membranes and proteins.
573628.
Biology | Chapter XLIV
ბევრი მწერი, რომელიც ზამთარში გაყინვას უძლებს, მემბრანის დაცვის მიზნით ასევე ტრეჰალოზებს იყენებს.
Many insects that survive freezing in the winter also utilize trehalose as a membrane protectant.
573629.
Biology | Chapter XLIV
ხმელეთის ცხოველები.
Land Animals.
573630.
Biology | Chapter XLIV
გამოშრობის საფრთხე ხმელეთის ცხოველებისა და მცენარეებისთვის მთავარი პრობლემაა.
The threat of desiccation is a major regulatory problem for terrestrial plants and animals.
573631.
Biology | Chapter XLIV
ადამიანები იღუპებიან, თუკი ისინი სხეულის სითხის 12% კარგავენ.
Humans die if they lose about 12% of their body water.
573632.
Biology | Chapter XLIV
ძუძუმწოვრები, რომლებიც მშრალ გარემოში განვითარდნენ, მაგალითად, როგორიც არის აქლემი, უძლებენ დეჰიდრატაციის ორმაგ დონეს.
Mammals that evolved in dry environments, such as camels, can withstand about twice that level of dehydration.
573633.
Biology | Chapter XLIV
ის ადაპტაციები, რომლებიც წყლის დაკარგვას ამცირებს, ხმელეთზე გადარჩენის მთავარ ფაქტორებს წარმოადგენენ.
Adaptations that reduce water loss are key to survival on land.
573634.
Biology | Chapter XLIV
მსგავსად ხმელეთის მცენარეების ცვილოვანი კუტიკულისა, რომელიც მათ წარმატებას უზრუნველყოფს, ხმელეთზე მობინადრე ცხოველების სხეულის საფარველიც იცავს მათ დეჰიდრირებისგან.
Much as a waxy cuticle contributes to the success of land plants, most terrestrial animals have body coverings that help prevent dehydration.
573635.
Biology | Chapter XLIV
ამის მაგალითებს წარმოადგენს მწერების გარეგანი ჩონჩხის ცვილოვანი შრეები, ხმელეთის ლოკოკინების ნიჟარები და ხმელეთის ცხოველების უმეტესი წილის სხეულის საფარველის - კანის მკვდარი კერატინიზებული უჯრედები.
Examples are the waxy layers of insect exoskeletons, the shells of land snails, and the layers of dead, keratinized skin cells covering most terrestrial vertebrates.
573636.
Biology | Chapter XLIV
ხმელეთის ბევრი ცხოველი, განსაკუთრებით უდაბნოს მობინადრეების უმეტესობა ღამის ცხოველებს მიეკუთვნება.
Many terrestrial animals, especially desert-dwellers, are nocturnal.
573637.
Biology | Chapter XLIV
ეს ღამის ჰაერის შედარებით დაბალი ტემპერატურისა და შედარებით მაღალი ტენიანობის გამო, წყლის აორთქლებით დაკარგვას ამცირებს.
This reduces evaporative water loss by taking advantage of the lower temperatures and higher relative humidity of night air.
573638.
Biology | Chapter XLIV
ამ ადაპტაციების მიუხედავად, ხმელეთის ცხოველთა უმეტესობა, აირთა ცვლის ტენიანი ზედაპირებით, შარდით, ფეკალური მასებითა და კანით, მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალს კარგავს.
Despite these adaptations, most terrestrial animals lose considerable water from moist surfaces in their gas exchange organs, in urine and feces, and across their skin.
573639.
Biology | Chapter XLIV
ხმელეთის ცხოველები მათი წყლის ბიუჯეტს ტენიანი საკვების მიღებით, წყლის დალევითა და მეტაბოლური წყლის (უჯრედული სუნთქვისას წარმოქმნილი წყალი) გამოყენებით აბალანსებენ.
Land animals balance their water budgets by drinking and eating moist foods and by using metabolic water (water produced during cellular respiration).
573640.
Biology | Chapter XLIV
ზოგი ცხოველი, როგორებიც არიან მწერის მჭამელი უდაბნოს ფრინველები და სხვა რეპტილიები, ისე კარგად არიან შეგუებულნი წყლის დაკარგვის მინიმალიზაციასთან, რომ ისინი უდაბნოებში წყლის დალევის გარეშე დიდხანს ძლებენ.
Some animals, such as many insect-eating desert birds and other reptiles, are so well adapted for minimizing water loss that they can survive in deserts without drinking.