668043 Records found
573681.
Biology | Chapter XLIV
ამის გარდა, შარდოვანას გამომყოფ ცხოველებს გაცილებით ნაკლები რაოდენობის წყალი ესაჭიროებათ, რადგანაც შარდოვანას კონცენტრირებული ხსნარის გამოყოფისას, ამონიუმის განზავებულ ხსნართან შედარებით, მოცემული რაოდენობის აზოტის გამოყოფისთვის გაცილებით ნაკლები რაოდენობის წყალი იკარგება.
Further, a urea-excreting animal requires much less water because much less water is lost when a given quantity of nitrogen is excreted in a concentrated solution of urea rather than a dilute solution of ammonia.
573682.
Biology | Chapter XLIV
შარდოვანას მთავარი ნაკლი ის არის, რომ ცხოველებს ამონიუმიდან მის წარმოსაქმნელად ენერგიის ხარჯვა უწევთ.
The main disadvantage of urea is that animals must expend energy to produce it from ammonia.
573683.
Biology | Chapter XLIV
ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ჩვენ ვიწინასწარმეტყველებდით, რომ ცხოველები, რომლებიც სიცოცხლის ნაწილს წყალში და ნაწილს კი ხმელეთზე ატარებენ, ამონიუმისა და შარდოვანას გამოყოფის გადართვით ხასიათდებიან.
From a bioenergetic standpoint, we would predict that animals that spend part of their lives in water and part on land would switch between excreting ammonia and urea.
573684.
Biology | Chapter XLIV
ფაქტობრივად, ბევრი ამფიბია ამონიუმს მაშინ გამოყოფს, როდესაც ის თავკომბალას სტადიაშია და ხმელეთის ზრდასრულ ფორმად გარდაქმნის შემდეგ შარდოვანას გამოყოფაზე გადაერთვება.
In fact, many amphibians excrete mainly ammonia when they are aquatic tadpoles and switch largely to urea when they are land-dwelling adults.
573685.
Biology | Chapter XLIV
მწერები, ხმელეთის ლოკოკინები, ბევრი რეპტილია, მათ შორის ფრინველები, აზოტოვან ნაშთებს შარდის მჟავას სახით გამოყოფენ.
Insects, land snails, and many reptiles, including birds, excrete uric acid as their major nitrogenous waste.
573686.
Biology | Chapter XLIV
შარდოვანას მსგავსად, შარდის მჟავაც ნაკლებად ტოქსიკურია.
Like urea, uric acid is relatively nontoxic.
573687.
Biology | Chapter XLIV
მაგრამ განსხვავებით შარდოვანასა და ამონიუმისგან, შარდის მჟავა წყალში ძალიან ცუდად იხსნება და წყლის ძალიან მცირე დანაკარგით, ნახევრად მყარი სახით გამოიყოფა.
But unlike either ammonia or urea, uric acid is largely insoluble in water and can be excreted as a semisolid paste with very little water loss.
573688.
Biology | Chapter XLIV
ეს დიდი უპირატესობაა იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც წყალთან შეხება ნაკლებად აქვთ, მაგრამ ამისთვის ხარჯის გაწევა უწევთ.
This is a great advantage for animals with little access to water, but there is a cost.
573689.
Biology | Chapter XLIV
შარდის მჟავა ენერგეტიკულად უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე შარდოვანა და ამონიუმიდან მის წარმოსაქმნელად ატფ-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა იხარჯება.
Uric acid is even more energetically expensive to produce than urea, requiring considerable ATP for synthesis from ammonia.
573690.
Biology | Chapter XLIV
ევოლუციისა და გარემოს გავლენა აზოტოვან ნარჩენებზე.
The Influence of Evolution and Environment on Nitrogenous Wastes.
573691.
Biology | Chapter XLIV
გამოყოფილი აზოტოვანი ნარჩენი პროდუქტების ტიპი საარსებო გარემოსა განსაკუთრებით წყლის ხელმისაწვდომობაზე და ევოლოციურ განვითარებაზეა დამოკიდებული.
In general, the kinds of nitrogenous wastes excreted depend on an animal's evolutionary history and habitat, especially the availability of water.
573692.
Biology | Chapter XLIV
მაგალითად, შარდის მჟავა და შარდოვანა ცხოველთა განსხვავებული ადაპტაციის გამო, წარმოიქმნება აზოტოვანი ნარჩენების სახით და შეიძლება მიმართული იყოს ნაკლები წყლის დანაკარგის გამოსაყოფად.
For example, uric acid and urea represent different adaptations for excreting nitrogenous wastes with minimal water loss.
573693.
Biology | Chapter XLIV
ერთი-ერთი ფაქტორი, რომელიც, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ამისთვის, არის ის, გამრავლების რომელი გზა ვითარდება ცხოველებში.
One factor that seems to have been important in determining which of these alternatives evolved in a particular group of animals is the mode of reproduction.
573694.
Biology | Chapter XLIV
ხსნადი მეტაბოლური პროდუქტები შეიძლება დიფუნდირდეს ამფიბიების უნაჭუჭო კვერცხიდან ან გადატანილ იქნას დედის სისხლით ძუძუმწოვრების ჩანასახის შემთხვევაში.
Soluble wastes can diffuse out of a shell-less amphibian egg or be carried away by the mother's blood in a mammalian embryo.
573695.
Biology | Chapter XLIV
თუმცა, ნაჭუჭიანი კვერცხი, რაც ფრინველებისა და რეპტილიებისთვის არის დამახასიათებელი, აირების მიმართ გამტარია, მაგრამ ხსნარებს არ ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსნადი აზოტოვანი პროდუქტები, რომლებიც ჩანასახის მიერ გამოიყოფა ნაჭუჭში, შეიძლება მოემწყვდეს და საშიშ დონემდე დაგროვდეს.
However, the shelled eggs produced by birds and other reptiles are permeable to gases but not to liquids, which means that soluble nitrogenous wastes released by an embryo would be trapped within the egg and could accumulate to dangerous levels.
573696.
Biology | Chapter XLIV
მართალია, შარდოვანა გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე ამონიუმი, ძალიან მაღალ კონცენტრაციებზე ისიც ტოქსიკური ხდება.
Although urea is much less harmful than ammonia, it does become toxic at very high concentrations.
573697.
Biology | Chapter XLIV
შარდის მჟავას, როგორც აზოტოვანი პროდუქტის განვითარებამ, უპირატესობა წარმოქმნა, რადგანაც ის ხსნარებიდან ილექება და ორგანიზმის გამოჩეკამდე კვერცხში უვნებლად ინახება.
The evolution of uric acid as a waste product conveyed a selective advantage because it precipitates out of solution and can be stored within the egg, a harmless solid left behind when the animal hatches.
573698.
Biology | Chapter XLIV
ხერხემლიანების აზოტოვანი პროდუქტის ტიპი საარსებო გარემოსა და ევოლუციურ ხაზზეა დამოკიდებული.
The type of nitrogenous waste produced by vertebrates depends on habitat as well as on evolutionary lineage.
573699.
Biology | Chapter XLIV
მაგალითად, ხმელეთის კუ (რომელიც ხშირად მშრალ გარემოში ბინადრობს) ძირითადად შარდის მჟავას გამოყოფს, მაშინ, როდესაც წყლის კუ, როგორც შარდოვანას, ისე ამონიუმს გამოიმუშავებს.
For example, terrestrial turtles (which often live in dry areas) excrete mainly uric acid, whereas aquatic turtles excrete both urea and ammonia.
573700.
Biology | Chapter XLIV
ზოგ სახეობაში, გარემო პირობების ცვლილების შესაბამისად, ინდივიდებს აზოტოვანი პროდუქტების შეცვლა შეუძლიათ.
In some species, individuals can change forms of nitrogenous wastes when environmental conditions change.