668043 Records found
573641.
Biology | Chapter XLIV
კენგურუ ვირთაგვები იმდენად მცირე რაოდენობით კარგავენ წყალს, რომ დანაკარგის 90% მეტაბოლური წყლით შეუძლიათ აინაზღაურონ და დარჩენილი 10% მათ საკვებ რაციონში შემავალი მარცვლებით შეივსება.
Kangaroo rats lose so little water that they can recover 90% of the loss by using metabolic water, gaining the remaining 10% from the small amount of water in their diet of seeds.
573642.
Biology | Chapter XLIV
უდაბნოსთან ცხოველთა შეგუების კვლევებში, ფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ წყლის შენარჩუნების უმეტესი ნაწილი ისეთ მარტივ ანატომიურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული, როგორიც არის მაგალითად აქლემის კუზი.
In studying the adaptations of animals to desert environments, physiologists have discovered that major water savings can result from simple anatomical features, such as the fur of the camel.
573643.
Biology | Chapter XLIV
სატრანსპორტო ეპითელიუმი.
Transport Epithelia.
573644.
Biology | Chapter XLIV
ოსმორეგულაციის საბოლოო ფუნქცია უჯრედული ციტოპლაზმის შემადგენლობის შენარჩუნებაა, მაგრამ ცხოველთა უმეტესობა ამას არაპირდაპირი გზით აკეთებს, არეგულირებს რა უჯრედგარე სივრცეში სითხეების შემადგენლობას.
The ultimate function of osmoregulation is to maintain the composition of cellular cytoplasm, but most animals do this indirectly by managing the composition of an internal body fluid that bathes the cells.
573645.
Biology | Chapter XLIV
მწერებსა და სხვა ცხოველებში, რომლებსაც მიმოქცევის ღია სისტემები აქვთ, ეს სითხე ჰემოლიმფაა.
In insects and other animals with an open circulatory system, this fluid is the hemolymph.
573646.
Biology | Chapter XLIV
ხერხემლიანებში და სხვა ცხოველებში, რომლებსაც დახურული მიმოქცევის სისტემა აქვთ უჯრედები ქსოვილური სითხითაა გარშემორტყმული, ისინი არაპირდაპირი გზით სისხლის შემადგენლობით კონტროლირდება.
In vertebrates and other animals with a closed circulatory system, the cells are bathed in an interstitial fluid that is controlled indirectly through the composition of blood.
573647.
Biology | Chapter XLIV
სითხის შემადგენლობის შენარჩუნება განსაკუთრებულ სტრუქტურებზეა დამოკიდებული, დაწყებული უჯრედული სტრუქტურებიდან, დამთავრებული ისეთი რთული ორგანოებით, როგორიც თირკმელებია.
The maintenance of fluid composition depends on specialized structures ranging from cells that regulate solute movement to complex organs such as the kidney.
573648.
Biology | Chapter XLIV
ცხოველთა უმეტესობაში, სატრანსპორტო ეპითელიუმის, განსაკუთრებული ეპითელური უჯრედების შრე ან შრეები, რომლებიც ხსნარების მოძრაობას არეგულირებენ, ერთი ან რამდენიმე განსხვავებული ტიპი, ოსმოსური რეგულაციისა და მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტების გამოყოფის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს.
In most animals, one or more different kinds of transport epithelium, a layer or layers of specialized epithelial cells that regulate solute movements, are essential components of osmotic regulation and metabolic waste disposal.
573649.
Biology | Chapter XLIV
სატრანსპორტო ეპითელიუმი მოცემულ ხსნარებს განსაზღვრული რაოდენობით განსაზღვრული მიმართულებით ამოძრავებს.
Transport epithelia move specific solutes in controlled amounts in specific directions.
573650.
Biology | Chapter XLIV
სატრანსპორტო ეპითელიუმი ზოგჯერ უშუალოდ გარე გარემოსკენ არის მიმართული, მაშინ, როდესაც, სხვები ამოფენენ იმ არხებს, რომლებიც ხვრელებით გარეთ იხსნებიან.
Some transport epithelia face the outside environment directly, while others line channels connected to the outside by an opening on the body surface.
573651.
Biology | Chapter XLIV
გაუმტარი, მჭიდრო კავშირებით დაკავშირებული ეპითელური უჯრედები ქმნიან ბარიერს ქსოვილსა და გარემოს შორის.
Joined by impermeable tight junctions, the cells of the epithelium form a barrier at the tissue-environment boundary.
573652.
Biology | Chapter XLIV
ასეთი განლაგება უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ცხოველსა და გარემოს შორის მიმოიცვლება, შერჩევით განვლად მემბრანას გადის.
This arrangement ensures that any solutes moving between animal and environment must pass through a selectively permeable membrane.
573653.
Biology | Chapter XLIV
ცხოველთა უმეტესობაში სატრანსპორტო ეპითელიუმი რთულ მილაკოვან ბადეშია განლაგებული და ზედაპირის დიდ ფართობს ქმნის.
In most animals, transport epithelia are arranged into complex tubular networks with extensive surface areas.
573654.
Biology | Chapter XLIV
საუკეთესო მაგალითად ზღვის ფრინველების მარილის ჯირკვლები გამოდგება, რომელიც ჭარბ ნატრიუმის ქლორიდს სისხლიდან გამოყოფს.
We find some of the best examples in the salt glands of marine birds, which remove excess sodium chloride from the blood.
573655.
Biology | Chapter XLIV
მაგალითად, ალბატროსს, რომელიც თვეებს ან წლებსაც კი ზღვაში ატარებს და საკვებსა და წყალს ოკეანიდან იღებს, შეუძლია ზღვის წყლის დალევა, რადგანაც მისი ნისკარტის მარილის ჯირკვლები უფრო მარილიან სითხეს გამოყოფენ, ვიდრე ოკეანის წყალია.
For example, the albatross, which spends months or years at sea and needs to obtain both food and water from the ocean, can drink seawater because its nasal salt glands secrete fluid much saltier than the ocean.
573656.
Biology | Chapter XLIV
ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ზღვის წყლის დალევას ორგანიზმში დიდი რაოდენობით მარილები შეაქვს, ფრინველი ამ გზით დიდი რაოდენობით წყალსაც შეითვისებს.
Thus, even though drinking seawater brings in a lot of salt, the bird achieves a net gain of water.
573657.
Biology | Chapter XLIV
ადამიანებს, რომლებიც ზღვის წყალს სვამენ, ჭარბი მარილებისგან გათავისუფლებისთვის, უფრო მეტი წყლის გამოყოფა უწევთ, ვიდრე დალევისას მიიღეს.
Humans who drink seawater, by contrast, must use more water to excrete the salt load than was gained by drinking.
573658.
Biology | Chapter XLIV
განსაზღვრული ტიპის სატრანსპორტო ეპითელიუმში პლაზმური მემბრანის მოლეკულური სტრუქტურა, გახსნილი ნივთიერებების მიმართულებას განსაზღვრავს.
The molecular structure of the plasma membrane determines the kinds and directions of solutes that move across a particular type of transport epithelium.
573659.
Biology | Chapter XLIV
მარილის გამომყოფი ჯირკვლებისგან განსხვავებით, მტკნარი წყლის თევზების ლაყუჩების სატრანსპორტო ეპითელიუმი, გარშემომყოფი გამხსნელი წყლიდან სისხლისაკენ მარილების გადასატანად აქტიურ ტრანსპორტს იყენებს.
In contrast to salt-excreting glands, transport epithelia in the gills of freshwater fishes use active transport to move salts from the dilute surrounding water into the blood.
573660.
Biology | Chapter XLIV
გამომყოფი ორგანოების სატრანსპორტო ეპითელიუმს ხშირად ორმაგი ფუნქცია აკისრია, კერძოდ წყლის ბალანსის შენარჩუნება და მეტაბოლური ნარჩენების გამოყოფა.
Transport epithelia in excretory organs often have the dual functions of maintaining water balance and disposing of metabolic wastes.