668043 Records found
573701.
Biology | Chapter XLIV
მაგალითად, ზოგი კუ, რომელიც ჩვეულებრივ შარდოვანას გამოყოფს ტემპერატურის ზრდისა და წყლის ნაკლებობის პირობებში, შარდის მჟავას გამოყოფაზე გადაერთვება.
For example, certain tortoises that usually produce urea shift to uric acid when temperature increases and water becomes less available.
573702.
Biology | Chapter XLIV
ეს სხვა მაგალითია იმისა, როგორ ხდება გარემო პირობების მიმართ ორ დონეზე პასუხის წარმოქმნა.
This is another example of how response to the environment occurs on two levels.
573703.
Biology | Chapter XLIV
თაობებში ევოლუცია განსაზღვრავს სახეობის ფიზიოლოგიური პასუხის ფარგლებს, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში, ცალკეული ორგანიზმები აღნიშნული ფარგლების შიგნით ფიზიოლოგიურ შეგუებულობებს ქმნიან.
Over generations, evolution determines the limits of physiological responses for a species, but during their lives, individual organisms make physiological adjustments within these evolutionary constraints.
573704.
Biology | Chapter XLIV
გამომუშავებული აზოტოვანი პროდუქტების რაოდენობა დაკავშირებული არის ენერგეტიკულ ბიუჯეტთან, რამდენადაც ის იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის და რამდენი საკვებით იკვებება ცხოველი.
The amount of nitrogenous waste produced is coupled with the energy budget, as it strongly depends on how much and what kind of food an animal eats.
573705.
Biology | Chapter XLIV
გამომდინარე იქიდან, რომ ენდოთერმები ენერგიას დიდი რაოდენობით იყენებენ, მოცულობის ერთეულზე ისინი უფრო ბევრს ჭამენ და უფრო მეტ აზოტოვან პროდუქტს გამოიმუშავებენ ვიდრე ექტოთერმები.
Because they use energy at high rates, endotherms eat more food and therefore produce more nitrogenous wastes per unit volume than ectotherms.
573706.
Biology | Chapter XLIV
მტაცებლები, რომლებიც ენერგიის უმეტესობას ცილებიდან წარმოქმნიან, უფრო მეტ აზოტს გამოყოფენ, ვიდრე ის ცხოველები, რომლებიც უფრო ცხიმოვან და ნახშირწყლოვან წყაროებზე არიან დამოკიდებულნი.
Predators, which derive much of their energy from dietary proteins, excrete more nitrogen than animals that rely mainly on lipids or carbohydrates as energy sources.
573707.
Biology | Chapter XLIV
სხვადასხვა გამომყოფი სისტემები მილაკოვანი სტრუქტურის ვარიაციებია.
Diverse excretory systems are variations on a tubular theme.
573708.
Biology | Chapter XLIV
მიუხედავად იმისა, რომ წყლის ბალანსის პრობლემები ძალიან განსხვავდება ხმელეთზე, მარილიან წყლებსა და მტკნარ წყლებში, მათი გადაჭრა დამოკიდებულია გახსნილი ნივთიერებების გადაადგილებაზე შინაგან სითხეებსა და გარე გარემოს შორის.
Although the problems of water balance are very different on land, in salt water, and in freshwater, solving them all depends on the regulation of solute movement between internal fluids and the external environment.
573709.
Biology | Chapter XLIV
ამ გადაადგილების ძირითადი ნაწილი გამომყოფი ორგანოებით ხორციელდება, რომლებიც ჰომეოსტაზში წამყვან როლს ასრულებენ, რამდენადაც სხეულის სითხეების შემადგენლობას აწესრიგებენ.
Much of this movement is handled by excretory systems, which are central to homeostasis because they control body fluid composition by adjusting rates of solute loss.
573710.
Biology | Chapter XLIV
გამოყოფის პროცესები.
Excretory Processes.
573711.
Biology | Chapter XLIV
მიუხედავად იმისა, რომ გამომყოფი სისტემები მრავალფეროვანია, თითქმის ყველა მათგანი წყალში ხსნად შარდოვანას წარმოქმნის, პროცესი კი რამდენიმე საფეხურს მოიცავს.
Although excretory systems are diverse, nearly all produce the fluid waste urine in a process that involves several steps.
573712.
Biology | Chapter XLIV
პირველი, სხეულის სითხე (სისხლი, ცელომური სითხე ან ჰემოლიმფა) გროვდება.
First, body fluid (blood, coelomic fluid, or hemolymph) is collected.
573713.
Biology | Chapter XLIV
სითხის საწყისი შეგროვება, ნახევრადგანვლადი მემბრანით ფილტრაციას მოიცავს, რომელიც სატრანსპორტო ეპითელიუმის ერთი შრისგან შედგება.
The initial fluid collection usually involves filtration through selectively permeable membranes consisting of a single layer of transport epithelium.
573714.
Biology | Chapter XLIV
ეს მემბრანები სხეულის სითხეებში ცილებს, უჯრედებსა და მთელ რიგ დიდი ზომის მოლეკულებს აკავებს.
These membranes retain cells as well as proteins and other large molecules in the body fluid.
573715.
Biology | Chapter XLIV
ჰიდროსტატიკური წნევა (ბევრ ცხოველში სისხლის წნევა) წყალსა და გახსნილ ნივთიერებებს, როგორებიცაა მარილები, შაქრები, ამინმჟავები და აზოტოვანი ნარჩენები გამომყოფ სისტემაში განდევნის.
Hydrostatic pressure (blood pressure in many animals) forces water and small solutes, such as salts, sugars, amino acids, and nitrogenous wastes, into the excretory system.
573716.
Biology | Chapter XLIV
წარმოქმნილ სითხეს ფილტრატი ეწოდება.
This fluid is called the filtrate.
573717.
Biology | Chapter XLIV
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საჭირო მოლეკულები ფილტრატიდან ორგანიზმის სითხეებში უკან გადმოვიდეს.
Thus, it is important that essential small molecules are recovered from the filtrate and returned to the body fluids.
573718.
Biology | Chapter XLIV
ამ პროცესის მეორე ეტაპზე, შერჩევითი რეაბსორბციისას, გამომყოფი სისტემა აქტიური ტრანსპორტის გზით მოქმედებს და საჭირო გახსნილი ნივთიერებები, როგორიცაა გლუკოზა, განსაზღვრული მარილები და ამინმჟავები, ფილტრატიდან რეაბსორბირდება.
In the second step of the process, selective reabsorption, excretory systems use active transport to reabsorb valuable solutes such as glucose, certain salts, and amino acids from the filtrate.
573719.
Biology | Chapter XLIV
არამთავარი გახსნილი ნივთიერებები და ნარჩენები (მაგალითად, ჭარბი მარილები და ტოქსინები) ფილტრატში რჩება ან შერჩევითი სეკრეციით აქტიური ტრანსპორტის გზით მასში გადადის.
Nonessential solutes and wastes (for example, excess salts and toxins) are left in the filtrate or are added to it by selective secretion, which also uses active transport.
573720.
Biology | Chapter XLIV
სხვადასხვა გახსნილი ნივთიერების გადატუმბვა ფილტრატიდან ან მასში გადატანა წყლის ოსმოსურ გადაადგილებასაც აწესრიგებს.
The pumping of various solutes also adjusts the osmotic movement of water into or out of the filtrate.