668043 Records found
574221.
Biology | Chapter XLV
სისხლში Ca2+-ის დონის მატება ნორმაზე მაღლა ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლიდან კალციტონინის გამოთავისუფლებას.
A rise in blood Ca2+ level above the set point promotes release of calcitonin from the thyroid gland.
574222.
Biology | Chapter XLV
კალციტონინით გამოწვეული ეფექტები ძვალსა და თირკმლებზე PTH-ის საპირისპიროა, და ამგვარად, ის დაბლა სწევს სისხლში Ca2+-ის დონეს.
Calcitonin exerts effects on bone and kidneys opposite to those of PTH and thus lowers the blood Ca2+ level.
574223.
Biology | Chapter XLV
სისხლში Ca2+-ის დონის რეგულაცია იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, როგორ ხდება, რომ საპირისპირო ეფექტების მქონე ორი ჰორმონი - ამ შემთხვევაში - PTH და კალციტონინი - აბალანსებს ერთმანეთს, მკაცრი რეგულაციისა და ჰომეოსტაზის შენარჩუნების მიღწევით.
The regulation of blood Ca2+ level illustrates how two hormones with opposite effects-in this case, PTH and calcitonin, balance each other, exerting tight regulation and maintaining homeostasis.
574224.
Biology | Chapter XLV
ყოველი ჰორმონი ფუნქციონირებს მარტივ ენდოკრინულ გზაში, რომელშიც ჰორმონის გამომყოფი უჯრედებითვე განისაზღვრება დასარეგულირებელი ცვლილებები.
Each hormone functions in a simple endocrine pathway in which the hormone-secreting cells themselves monitor the variable being regulated.
574225.
Biology | Chapter XLV
კლასიკური უკუკავშირით, რომელიმე ჰორმონით გამოწვეული პასუხი ჩართავს ანტაგონისტი ჰორმონის გამოთავისუფლებას და ამგვარად, მინიმუმამდე დაჰყავს სისხლში Ca2+-ის კონცენტრაციის ფლუქტუაცია.
In classic feedback fashion, the response to either hormone triggers the release of the antagonistic hormone, thereby minimizing fluctuations in the concentration of Ca2+ in the blood.
574226.
Biology | Chapter XLV
ინსულინი და გლუკაგონი: სისხლში გლუკოზის კონტროლი.
Insulin and Glucagon: Control of Blood Glucose.
574227.
Biology | Chapter XLV
მიუხედავად იმისა, რომ პანკრეასი განიხილება როგორც ძირითადი ენდოკრინული ჯირკვალი, ჰორმონის გამომყოფი უჯრედები შეადგენს მისი წონის მხოლოდ 1-2%-ს.
Although the pancreas is considered a major endocrine gland, hormone-secreting cells make up only 1-2% of its weight.
574228.
Biology | Chapter XLV
პანკრეასის დანარჩენი ნაწილი ბიკარბონატის იონებს და საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს წარმოქმნის, რომლებიც გამოთავისუფლდება მცირე ზომის სადინარებში და პანკრეასის სადინარის საშუალებით წვრილ ნაწლავებში გადაიტანება.
The rest of the pancreas produces bicarbonate ions and digestive enzymes, which are released into small ducts and carried to the small intestine via the pancreatic duct.
574229.
Biology | Chapter XLV
ქსოვილებსა და ჯირკვლებს, რომელთა მიერ გამოყოფილი ნივთიერებები ჩაედინება სადინარებში ეგზოკრინულს უწოდებენ.
Tissues and glands that discharge secretions into ducts are described as exocrine.
574230.
Biology | Chapter XLV
ამგვარად, პანკრეასი ორმაგი ენდოკრინული და ეგზოკრინული ჯირკვალია - მნიშვნელოვანი ფუნქციებით, როგორც ენდოკრინული, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემებისთვის.
Thus, the pancreas is a dual endocrine and exocrine gland with important functions in both the endocrine and digestive systems.
574231.
Biology | Chapter XLV
ენდოკრინული უჯრედების კლასტერები, ლანგერჰანსის კუნძულები მიმობნეულია პანკრეასის მთელ ეგზოკრინულ ქსოვილში.
Clusters of endocrine cells, the islets of Langerhans, are scattered throughout the exocrine tissue of the pancreas.
574232.
Biology | Chapter XLV
ყოველ კუნძულს აქვს ალფა უჯრედების პოპულაცია, რომელიც წარმოქმნის ჰორმონ გლუკაგონს და ბეტა უჯრედების პოპულაცია, რომელიც წარმოქმნის ინსულინს.
Each islet has a population of alpha cells, which produce the hormone glucagon, and a population of beta cells, which produce the hormone insulin.
574233.
Biology | Chapter XLV
ეს ორივე ცილა-ჰორმონი, ყველა ენდოკრინული სიგნალის მსგავსად გამოიყოფა უჯრედგარე სითხეში და ცირკულაციურ სისტემაში ჩაერთვება.
Both of these protein hormones, like all endocrine signals, are secreted into the circulatory system.
574234.
Biology | Chapter XLV
ინსულინი და გლუკაგონი წარმოადგენს ანტაგონისტურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.
Insulin and glucagon are antagonistic hormones that regulate the concentration of glucose in the blood.
574235.
Biology | Chapter XLV
ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის ბიოენერგეტიკული და ჰომეოსტაზური ფუნქცია, რადგანაც გლუკოზა მთავარი საწვავია უჯრედული სუნთქვისთვის და სხვა ორგანული ნაერთების სინთეზისთვის ნახშირბადის ჩონჩხის საკვანძო მნიშვნელობის წყაროა.
This is a critical bioenergetic and homeostatic function because glucose is a major fuel for cellular respiration and a key source of carbon skeletons for the synthesis of other organic compounds.
574236.
Biology | Chapter XLV
მეტაბოლური ბალანსი დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შენარჩუნებაზე ნორმასთან ახლოს, რომელიც არის დაახლოებით 90 მგ/100მლ ადამიანებში.
Metabolic balance depends on maintaining blood glucose concentrations near a set point, which is about 90 mg/100 mL in humans.
574237.
Biology | Chapter XLV
როდესაც სისხლში გლუკოზა აჭარბებს ამ დონეს, გამოთავისუფლდება ინსულინი და ამას შედეგად მოჰყვება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება.
When blood glucose exceeds this level, insulin is released, and its effects lower blood glucose concentration.
574238.
Biology | Chapter XLV
სისხლში გლუკოზის დონის ნორმაზე დაბლა დაწევისას, გამოთავისუფლდება გლუკაგონი, რასაც შედეგად მოჰყვება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა.
When blood glucose drops below the set point, glucagon is released, and its effects increase blood glucose concentration.
574239.
Biology | Chapter XLV
ყოველი ჰორმონი მოქმედებს მარტივ ენდოკრინულ გზაში, რომელიც უარყოფითი უკუკავშირით რეგულირდება.
Each hormone operates in a simple endocrine pathway that is regulated by negative feedback.
574240.
Biology | Chapter XLV
ორი გზის კომბინაცია სისხლში გლუკოზის შემცველობის ნატიფი რეგულაციის საშუალებას იძლევა.
The combination of the two pathways permits precise regulation of blood glucose.