668043 Records found
574241.
Biology | Chapter XLV
ინსულინისა და გლუკაგონის სამიზნე ქსოვილები.
Target Tissues for Insulin and Glucagon.
574242.
Biology | Chapter XLV
ინსულინი სისხლში გლუკოზის დონეს სწევს დაბლა, თითქმის ყველა უჯრედის მიერ სისხლიდან გლუკოზის შეთვისების სტიმულაციით, გარდა ტვინის უჯრედებისა.
Insulin lowers blood glucose levels by stimulating virtually all body cells except those of the brain to take up glucose from the blood.
574243.
Biology | Chapter XLV
ტვინის უჯრედებისთვის დამახასიათებელია გლუკოზის შეთვისების უნარი ინსულინის გარეშე და ამის შედეგად, ცირკულირებადი საწვავი ტვინისთვის თითქმის ყოველთვისაა ხელმისაწვდომი.
Brain cells are unusual in being able to take up glucose without insulin, as a result, the brain has access to circulating fuel almost all the time.
574244.
Biology | Chapter XLV
ინსულინი ასევე ამცირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას ღვიძლში გლიკოგენის დაშლის შენელებით, ამინომჟავებისა და გლიცეროლის (ცხიმებიდან მიღებული) გლუკოზად გარდაქმნის ინჰიბირებით.
Insulin also decreases blood glucose by slowing glycogen breakdown in the liver and inhibiting the conversion of amino acids and glycerol (from fats) to glucose.
574245.
Biology | Chapter XLV
ღვიძლი, ჩონჩხის კუნთები და ადიპოზური ქსოვილი ინახავს დიდი რაოდენობით საწვავს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიოენერგეტიკისთვის.
The liver, skeletal muscles, and adipose tissues store large amounts of fuel and are especially important in bioenergetics.
574246.
Biology | Chapter XLV
ღვიძლი და კუნთები შაქარს გლიკოგენის სახით ინახავს, ხოლო ადიპოზური ქსოვილის უჯრედები შაქრებს გარდაქმნიან ცხიმებად.
The liver and muscles store sugar as glycogen, whereas adipose tissue cells convert sugars to fats.
574247.
Biology | Chapter XLV
ღვიძლი წარმოადგენს საკვანძო მნიშვნელობის საწვავის გადამამუშავებელ ცენტრს, რადგანაც მხოლოდ ღვიძლის უჯრედებია გლუკაგონისადმი მგრძნობიარე.
The liver is a key fuel processing center because only liver cells are sensitive to glucagon.
574248.
Biology | Chapter XLV
ნორმაში, გლუკაგონი იწყებს ეფექტის გამოვლენას მანამ, სანამ სისხლში გლუკოზის დონე დაეცემა ნორმაზე დაბლა.
Normally, glucagon starts having an effect before blood glucose levels even drop below the set point.
574249.
Biology | Chapter XLV
მართლაც, როგორც კი სისხლში გლუკოზის სიჭარბე აღმოიფხვრება, გლუკაგონი გადასცემს ინფორმაციას ღვიძლის უჯრედებს, რათა გაზარდოს გლიკოგენის ჰიდროლიზი, გარდაქმნას ამინომჟავები და გლიცეროლი გლუკოზად და ნელა, კვლავ დაიწყოს გლუკოზის გამოთავისუფლება სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
In fact, as soon as excess glucose is cleared from the blood, glucagon signals the liver cells to increase glycogen hydrolysis, convert amino acids and glycerol to glucose, and start slowly releasing glucose back into circulation.
574250.
Biology | Chapter XLV
გლუკაგონისა და ინსულინის ანტაგონისტური ეფექტები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა გლუკოზის ჰომეოსტაზისთვის და ამგვარად, სხეულის უჯრედების მიერ საწვავის, როგორც შენახვის, ასევე მისი მოხმარების ნატიფი მართვისთვის.
The antagonistic effects of glucagon and insulin are vital to glucose homeostasis and, thus, to the precise management of both fuel storage and fuel consumption by body cells.
574251.
Biology | Chapter XLV
ღვიძლის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი გლუკოზის ჰომეოსტაზში მისი უჯრედების მეტაბოლური მრავალმხრივობისა და ღვიძლის კარის ვენის (რომელსაც სისხლი მიაქვს წვრილი ნაწლავებიდან პირდაპირ ღვიძლისაკენ) საშუალებით შეწოვილი საყუათო ნივთიერებების ხელმისაწვდომობის შედეგია.
The liver's ability to perform its vital roles in glucose homeostasis results from the metabolic versatility of its cells and its access to absorbed nutrients via the hepatic portal vessel, which carries blood directly from the small intestine to the liver.
574252.
Biology | Chapter XLV
შაქრიანი დიაბეტი.
Diabetes Mellitus.
574253.
Biology | Chapter XLV
როდესაც გლუკოზის მეტაბოლიზმი არასწორად მიმდინარეობს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
When the mechanisms of glucose homeostasis go awry, there are serious consequences.
574254.
Biology | Chapter XLV
შაქრიანი დიაბეტი, შესაძლოა, ყველაზე უფრო კარგად ცნობილი ენდოკრინული დარღვევაა და გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით ან სამიზნე ქსოვილებში ინსულინისადმი შემცირებული პასუხით.
Diabetes mellitus, perhaps the best-known endocrine disorder, is caused by a deficiency of insulin or a decreased response to insulin in target tissues.
574255.
Biology | Chapter XLV
არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ფორმა, ძალიან განსხვავებული გამომწვევი მიზეზებით, მაგრამ ორივესთვის დამახასიათებელია სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა.
There are two major types of diabetes mellitus with very different causes, but each is marked by high blood glucose.
574256.
Biology | Chapter XLV
დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, სისხლში მომატებული გლუკოზა ჭარბობს თირკმლების მიერ მისი რეაბსორბციის უნარს, რაც იწვევს მათ მიერ გლუკოზის გამოყოფას.
In people with diabetes, elevated blood glucose exceeds the reabsorption capacity of the kidneys, causing them to excrete glucose.
574257.
Biology | Chapter XLV
ამით აიხსნება, რატომ არის შარდში შაქრის არსებობა დიაბეტის ერთ-ერთი ტესტი.
This explains why the presence of sugar in urine is one test for diabetes.
574258.
Biology | Chapter XLV
რადგანაც გლუკოზა არის კონცენტრირებული შარდში, უფრო მეტი წყლის გამოყოფა ხდება მასთან ერთად, რასაც შედეგად მოჰყვება შარდის ჭარბი მოცულობა და წყურვილის მუდმივი შეგრძნება.
As glucose is concentrated in the urine, more water is excreted along with it, resulting in excessive volumes of urine and persistent thirst.
574259.
Biology | Chapter XLV
(დიაბეტი, მომდინარეობს ბერძნული diabainein-დან, „გატარება“, რაც მიუთითებს უხვ შარდვაზე და შაქრიანი, ბერძნულიდან meli, თაფლი, მიუთითებს შარდში შაქრის არსებობაზე).
Diabetes, from the Greek diabainein, to pass through, refers to this copious urination, and mellitus, from the Greek meli, honey, refers to the presence of sugar in urine.
574260.
Biology | Chapter XLV
თუ გლუკოზის საკმარისი რაოდენობა სხეულის უმეტესი უჯრედების მოთხოვნილების შესაბამისად არ იქნება ხელმისაწვდომი, ცხიმები უჯრედული სუნთქვისთვის მთავარი სუბსტრატი ხდება.
Without sufficient glucose available to meet the needs of most body cells, fat becomes the main substrate for cellular respiration.