668043 Records found
574301.
Biology | Chapter XLV
სტრესული სტიმული ჰიპოთალამუსიდან რილიზინგ ჰორმონის გამოთავისუფლებას იწვევს, რაც წინა ჰიპოფიზიდან ტროპული ჰორმონის - ACTH-ის გამოთავისუფლებას ასტიმულირებს.
Stressful stimuli cause the hypothalamus to secrete a releasing hormone that stimulates the anterior pituitary to release the tropic hormone ACTH.
574302.
Biology | Chapter XLV
როდესაც ACTH სისხლის მიმოქცევის სისტემით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქამდე მიაღწევს, ის ენდოკრინული უჯრედების მიერ სტეროიდების ოჯახის წარმომადგენლების, კორტიკოსტეროიდების სინთეზისა და გამოყოფის სტიმულაციას აწარმოებს.
When ACTH reaches the adrenal cortex via the bloodstream, it stimulates the endocrine cells to synthesize and secrete a family of steroids called corticosteroids.
574303.
Biology | Chapter XLV
უარყოფითი უკუკავშირის სხვა შემთხვევაში სისხლში კორტიკოსტეროიდების გაზრდილი დონე ACTH-ის სეკრეციას თრგუნავს.
In another case of negative feedback, elevated levels of corticosteroids in the blood suppress the secretion of ACTH.
574304.
Biology | Chapter XLV
ადამიანებში კორტიკოსტეროიდების ორი ძირითადი ტიპია, გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა კორტიზოლი და მინერალკორტიკოიდები - ალდოსტერონი.
The two main types of corticosteroids in humans are the glucocorticoids, such as cortisol, and the mineralocorticoids, such as aldosterone.
574305.
Biology | Chapter XLV
მონაცემებით დადგენილია, რომ როგორც გლუკოკორტიკოიდები, ასევე მინერალკორტიკოიდები ორგანიზმს გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში სტრესის ზემოქმედების დროს ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში ეხმარება.
Evidence is mounting that both glucocorticoids and mineralocorticoids help maintain homeostasis when the body experiences stress over an extended period of time.
574306.
Biology | Chapter XLV
გლუკოკორტიკოიდებს ძირითადი გავლენა ბიოენერგეტიკაზე - სპეციფიკურად გლუკოზის მეტაბოლიზმზე აქვს.
The primary effect of glucocorticoids is on bioenergetics, specifically on glucose metabolism.
574307.
Biology | Chapter XLV
პანკრეასიდან გლუკაგონის საწვავის მამობილიზებელი ეფექტების გაძლიერება და გლუკოკორტიკოიდების მიერ გლუკოზის სინთეზის ხელშეწყობა ისეთი არანახშირწყლოვანი წყაროებიდან, როგორიც არის ცილები, უფრო მეტ გლუკოზას ხდის ხელმისაწვდომს საწვავად.
Augmenting the fuel mobilizing effects of glucagon from the pancreas, glucocorticoids promote glucose synthesis from noncarbohydrate sources such as proteins, making more glucose available as fuel.
574308.
Biology | Chapter XLV
გლუკოკორტიკოიდები ჩონჩხის კუნთებზე მოქმედებს და კუნთის ცილების შლის.
Glucocorticoids act on skeletal muscle, causing a breakdown of muscle proteins.
574309.
Biology | Chapter XLV
ამის შედეგად მიღებული ნახშირბადის ჩონჩხები ტრანსპორტირდება ღვიძლსა და თირკმლებში, სადაც ისინი გარდაიქმნება გლუკოზად და გამოთავისუფლდება სისხლში.
The resulting carbon skeletons are transported to the liver and kidneys, where they are converted to glucose and released into the blood.
574310.
Biology | Chapter XLV
კუნთის ცილებიდან გლუკოზის სინთეზი ჰომეოსტაზური მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს საწვავის ცირკულაციას, როდესაც ორგანიზმის აქტივობას ესაჭიროება უფრო მეტი, ვიდრე ეს ღვიძლს შეუძლია მოახდინოს, გლიკოგენის საცავებიდან მისი მობილიზებით.
The synthesis of glucose from muscle proteins is a homeostatic mechanism providing circulating fuel when body activities require more than the liver can mobilize from its glycogen stores.
574311.
Biology | Chapter XLV
ეს შესაძლოა გლუკოკორტიკოიდების უფრო ფართო როლის ნაწილი იყოს, რაც ეხმარება ორგანიზმს გარემოს გრძელვადიან ცვლილებას გაუძლოს.
It can also be part of a broader role of the glucocorticoids, that of helping the body withstand long-term environmental challenges.
574312.
Biology | Chapter XLV
კორტიზოლი და სხვა გლუკოკორტიკოიდები ორგანიზმის იმუნური სისტემის გარკვეულ კომპონენტებს ასევე თრგუნავს.
Cortisol and other glucocorticoids also suppress certain components of the body's immune system.
574313.
Biology | Chapter XLV
მათი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო, გლუკოკორტიკოიდები გამოიყენებოდა ისეთი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი.
Because of their anti-inflammatory effect, glucocorticoids have been used to treat inflammatory diseases such as arthritis.
574314.
Biology | Chapter XLV
თუმცა, გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივ გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს მეტაბოლურ მოქმედებაზე დამოკიდებული სერიოზული გვერდითი ეფექტები, ასევე შეიძლება გაზარდოს ინფექციებისადმი მგრძნობელობა, რომელიც მათ იმუნოსუპრესორულ ეფექტებზეა დამოკიდებული.
However, long-term glucocorticoid use can have serious side effects owing to their metabolic actions and also can increase susceptibility to infection owing to their immunosuppressive effects.
574315.
Biology | Chapter XLV
ამიტომ, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლებს ძირითადად უპირატესობა ენიჭება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.
For these reasons, nonsteroidal anti-inflammatory drugs generally are preferred for treating chronic inflammatory conditions.
574316.
Biology | Chapter XLV
მინერალკორტიკოიდები მოქმედებენ უპირატესად მარილებისა და წყლის ბალანსზე.
Mineralocorticoids act principally on salt and water balance.
574317.
Biology | Chapter XLV
მაგალითად, ალდოსტერონი ასტიმულირებს თირკმლის უჯრედებს, რათა მოახდინოს ნატრიუმის იონებისა და წყლის რეაბსორბცია ფილტრატიდან, ზრდის სისხლის წნევასა და მოცულობას.
Aldosterone, for example, stimulates cells in the kidneys to reabsorb sodium ions and water from the filtrate, raising blood pressure and volume.
574318.
Biology | Chapter XLV
ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულაცია ხდება თავდაპირველად ანგიოტენზინ II-ით, როგორც ნაწილი რეგულატორული გზისა, რომელიც აკონტროლებს თირკმლების უნარს შეინარჩუნოს სისხლში იონთა და წყლის ჰომეოსტაზი.
Aldosterone secretion is stimulated primarily by angiotensin II as part of the regulatory pathway that controls the kidneys' ability to maintain the ion and water homeostasis of the blood.
574319.
Biology | Chapter XLV
მიუხედავად ამისა, როდესაც ინდივიდი განიცდის მძიმე სტრესს, სისხლში გაზრდილმა ACTH-ის დონემ შესაძლოა გაზარდოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მოქმედების ინტენსივობა იმ მაჩვენებლამდე, რომლის დროსაც გამოყოფა როგორც გლუკოკორტიკოიდები, ასევე ალდოსტერონი.
However, when an individual is under severe stress, the resulting rise in blood ACTH levels can increase the rate at which the adrenal cortex secretes aldosterone as well as glucocorticoids.
574320.
Biology | Chapter XLV
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი წარმოქმნის კორტიკოსტეროიდების მესამე ჯგუფს, რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც სასქესო ჰორმონები.
The adrenal cortex produces a third group of corticosteroids that function as sex hormones.