668043 Records found
574821.
Biology | Chapter XLVI
კონტრაცეფცია - ორსულობის წინასწარგანზრახული პრევენცია მრავალი გზით შეიძლება განხორციელდეს.
Contraception, the deliberate prevention of pregnancy, can be achieved in a number of ways.
574822.
Biology | Chapter XLVI
ზოგიერთი კონტრაცეპტული მეთოდი მომწიფებული კვერცხუჯრედისა (მეორადი ოვოციტის) და გონადებიდან სპერმის გამოყოფის პრევენციაში მდგომარეობს, სხვები განაყოფიერებას აფერხებენ, განაცალკევებენ რა კვერცხუჯრედსა და სპერმას, ზოგიერთით კი ემბრიონის იმპლანტაციის პრევენციას აქვს ადგილი.
Some contraceptive methods prevent the release of mature eggs (secondary oocytes) and sperm from gonads, others prevent fertilization by keeping sperm and egg apart, and still others prevent implantation of an embryo.
574823.
Biology | Chapter XLVI
უფრო სრული ინფორმაციის მიღება ექიმთან პირადი კონსულტაციით ან შესაბამისი ჯანმრთელობის ცენტრში მიმართვით არის შესაძლებელი.
For more complete information, you should consult a physician or health center personnel.
574824.
Biology | Chapter XLVI
განაყოფიერება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული სექსუალური კავშირისგან თავშეკავებით ან სხვადასხვა ბარიერის გამოყენებით, რომელიც კვერცხუჯრედს ცოცხალი სპერმის მოქმედებისგან დაიცავს.
Fertilization can be prevented by abstinence from sexual intercourse or by any of several barriers that keep live sperm from contacting the egg.
574825.
Biology | Chapter XLVI
დროებითი თავშეკავება, რომელსაც ხშირად შობადობის კონტროლის რიტმული მეთოდი ან ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა ეწოდება, ემყარება ურთიერთკავშირისგან თავშეკავებას იმ პერიოდში, როდესაც ჩასახვა ყველაზე მეტად არის შესაძლებელი.
Temporary abstinence, often called the rhythm method of birth control or natural family planning, depends on refraining from intercourse when conception is most likely.
574826.
Biology | Chapter XLVI
ვინაიდან კვერცხუჯრედი კვერცხსავალში 24- 48 საათი ჩერდება, ხოლო სპერმა 72 საათის განმავლობაში, წყვილმა, რომელიც დროებით თავშეკავების მეთოდს იყენებს, ოვულაციის წინ და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შეწყვილებას თავი უნდა მოარიდოს.
Because the egg can survive in the oviduct for 24 to 48 hours and sperm for up to 72 hours, a couple practising temporary abstinence should not engage in intercourse for several days before and after ovulation.
574827.
Biology | Chapter XLVI
ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ოვულაციის განსაზღვრა რამდენიმე ინდიკატორს შეიცავს, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანებისა და სხეულის ტემპერატურის განსაზღვრა მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში.
The most effective methods for timing ovulation combine several indicators, including changes in cervical mucus and body temperature during the menstrual cycle.
574828.
Biology | Chapter XLVI
ამგვარად, ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვა მოითხოვს წყვილისგან ამ ფიზიოლოგიური ნიშნების ცოდნას.
Thus, natural family planning requires that the couple be knowledgeable about these physiological signs.
574829.
Biology | Chapter XLVI
დაორსულების კოეფიციენტი 10-20%-ია იმ წყვილებისთვის, ვინც ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვის მეთოდს მიმართავს.
A pregnancy rate of 10-20% is typically reported for couples practicing natural family planning.
574830.
Biology | Chapter XLVI
ორსულობის კოეფიციენტი გამომდინარეობს იმ დაორსულებული ქალების პროცენტულობისგან, რომლებიც ერთი წლის მანძილზე მიმართავდნენ ოჯახის ბუნებრივი დაგეგმვის მეთოდს.
Pregnancy rate is the number of women who become pregnant during a year out of every 100 women using a particular family planning method, expressed as a percentage.
574831.
Biology | Chapter XLVI
ზოგიერთი წყვილი ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდს, პირიქით, დაორსულების შესაძლებლობის გაზრდის მიზნით იყენებს.
Some couples use the natural family planning method to increase the probability of conception.
574832.
Biology | Chapter XLVI
განაყოფიერების პრევენციის მიზნით, მიმართავენ კოიტუსის შეწყვეტასაც (ეაკულაციამდე პენისის ვაგინიდან გამოღება), რაც არ არის სანდო.
As a method of preventing fertilization, coitus interruptus, or withdrawal (removal of the penis from the vagina before ejaculation), is unreliable.
574833.
Biology | Chapter XLVI
სპერმა სეკრეტში შეიძლება არსებობდეს ეაკულაციამდე და დროში შეცდომა ან ნებისყოფის შესუსტებამ შეიძლება გვიანი აღკვეთის დროს ორსულობის პრევენცია ვერ მოახდინოს.
Sperm may be present in secretions that precede ejaculation, and a lapse in timing or willpower can result in late withdrawal.
574834.
Biology | Chapter XLVI
კონტრაცეფციის რამდენიმე ბარიერული მეთოდი სპერმისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას აბლოკირებს, აორსულების კოეფიციენტი 10%- მდეა.
The several barrier methods of contraception that block the sperm from meeting the egg have pregnancy rates of less than 10%.
574835.
Biology | Chapter XLVI
პრეზერვატივი, რომელიც მამაკაცების მიერ გამოიყენება, წარმოადგენს თხელ, ლატექსის რეზინის ან ბუნებრივი მემბრანების შალითას, რომელშიც თავსდება პენისი თესლის მოსაგროვებლად.
The condom, used by the male, is a thin, latex rubber or natural membrane sheath that fits over the penis to collect the semen.
574836.
Biology | Chapter XLVI
სექსუალურად აქტიური ინდივიდებისთვის ლატექსის პრეზერვატივი არის ერთადერთი კონტრაცეფციული მეთოდი, რომელიც მათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, შიდსის ჩათვლით იცავს.
For sexually active individuals, latex condoms are the only contraceptives that offer some protection against sexually transmitted diseases, including AIDS.
574837.
Biology | Chapter XLVI
რა თქმა უნდა, ეს დაცვა აბსოლუტური არ არის.
This protection is, however, not absolute.
574838.
Biology | Chapter XLVI
ქალების მიერ უფრო ხშირად დიაფრაგმა გამოიყენება, ეს არის თაღის ფორმის რეზინის ჯამი, რომელიც ვაგინის ზედა ნაწილში კავშირის წინ თავსდება.
The barrier device most commonly used by females is the diaphragm, a dome-shaped rubber cap fitted into the upper portion of the vagina before intercourse.
574839.
Biology | Chapter XLVI
ორივე ეს მეთოდი უფრო ეფექტურია, თუ სპერმოციდულ (სპერმის მკვლელი) საცხთან ან გელთან ერთად გამოიყენება.
Both of these devices are more effective when used in conjunction with a spermicidal (sperm-killing) foam or jelly.
574840.
Biology | Chapter XLVI
ქალებისთვის მეორე სახის ბარიერად შეიძლება გამოყენებულ იქნას მენჯის ჯამი, რომელიც მენჯის გახსნილ ღრუში შეისრუტება – მაგრდება დიდი ხნის განმავლობაში და ვაგინალური ჩანთა ან „ქალის პრეზერვატივი“ ეწოდება.
Other barrier devices for women include the cervical cap, which fits tightly around the opening of the cervix and is held in place for a prolonged period by suction, and the vaginal pouch, or "female condom."