668043 Records found
574881.
Biology | Chapter XLVI
ამნიოცენტეზისის და ქორიონის წამწამის სინჯების აღება უნივერსალური ტექნიკის საშუალებით ხერხდება, ამ შემთხვევაში ამნიონური სითხის ან ნაყოფის უჯრედების გენეტიკურ ანალიზს ატარებენ.
Amniocentesis and chorionic villus sampling are invasive techniques in which amniotic fluid or fetal cells are obtained for genetic analysis.
574882.
Biology | Chapter XLVI
არაინვაზიური პროცედურა ჩვეულებრივ ულტრაბგერითი გამოსახულების დეტექციით ხდება.
Noninvasive procedures usually use ultrasound imaging to detect fetal conditions.
574883.
Biology | Chapter XLVI
უახლესი არაინვაზიური ტექნიკის გამოყენება იმ ფაქტს ეფუძნება, რომ ნაყოფის სისხლის უჯრედების მცირე ოდენობის აღებაა შესაძლებელი, რომლებიც პლაცენტას გავლით დედის სისხლის ნაკადში ხვდება.
A newer noninvasive technique relies on the fact that a few fetal blood cells leak across the placenta into the mother's bloodstream.
574884.
Biology | Chapter XLVI
დედის სისხლის ნიმუშში იდენტიფიცირება სპეციფიკური ანტისხეულების არსებობით შეიძლება (ეს ანტისხეულები ნაყოფის უჯრედების ცილებს უკავშირდება) და შემდეგ გენეტიკური დარღვევები იტესტება.
A blood sample from the mother yields fetal cells that can be identified with specific antibodies (which bind to proteins on the surface of fetal cells) and then tested for genetic disorders.
574885.
Biology | Chapter XLVI
ნაყოფში გენეტიკურ დაავადებათა დიაგნოსტირება ეთიკური ხასიათის შეკითხვებს იწვევს.
Diagnosing genetic diseases in fetuses poses ethical questions.
574886.
Biology | Chapter XLVI
დარღვევათა განსაზღვრა ნაყოფის საშვილოსნოში ყოფნისას მკურნალობას არ ემორჩილება და ბევრი მათგანის კორექცია დაბადების შემდეგაც არ შეიძლება.
To date, almost all detectable disorders remain untreatable in the uterus, and many cannot be corrected even after birth.
574887.
Biology | Chapter XLVI
მშობლები პირისპირ დგებიან ძნელი გადაწყვეტილების წინაშე – შეწყვიტონ ორსულობა, თუ შეინარჩუნონ ბავშვი, რომელსაც გამოხატული დეფექტებით სიცოცხლის მხოლოდ მცირე იმედი შეიძლება ჰქონდეს.
Parents may be faced with difficult decisions about whether to terminate a pregnancy or cope with a child who may have profound defects and a short life expectancy.
574888.
Biology | Chapter XLVI
ამ საკითხების შესახებ ინფორმაცია მზრუნველმა და კომპეტენტურმა სპეციალისტმა უნდა მისცეს.
These are complex issues that demand careful, informed thought and competent counselling.
574889.
Biology | Chapter XLVI
რეპროდუქციული ტექნოლოგია ეხმარება იმ შემთხვევებში, თუ განაყოფიერების პრობლემებია.
Reproductive technology can help with a number of infertility problems.
574890.
Biology | Chapter XLVI
ჰორმონული თერაპია ზოგჯერ ზრდის სპერმისა და კვერცხუჯრედის წარმოქმნას, ხოლო ქირურგიული ჩარევით დახშული კვერცხსავალების კორექციაა შესაძლებელი.
Hormone therapy will sometimes increase sperm or egg production, and surgery can correct disorders such as blocked oviducts.
574891.
Biology | Chapter XLVI
მრავალი უშვილო წყვილი მიმართავს პროცედურას, რომელსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია (ART) ეწოდება.
Many infertile couples turn to fertilization procedures called assisted reproductive technology (ART).
574892.
Biology | Chapter XLVI
ამ პროცედურით ქირურგიულად ხდება კვერცხის (მეორადი ოვოციტის) ამოღება ქალის საკვერცხიდან, ჰორმონული სტიმულაციის შემდეგ კვერცხუჯრედს ანაყოფიერებენ, შემდეგ კვერცხუჯრედს ქალის სხეულში აბრუნებენ.
These procedures generally involve surgically removing eggs (secondary oocytes) from a woman's ovaries following hormonal stimulation, fertilizing the eggs, and returning them to the woman's body.
574893.
Biology | Chapter XLVI
გამოუყენებელ კვერცხუჯრედებს, სპერმას და ემბრიონსაც კი ყინავენ და შემდგომი ორსულობისთვის ინახავენ.
Unused eggs, sperm, and embryos from such procedures can be frozen for later pregnancy attempts.
574894.
Biology | Chapter XLVI
ინ-ვიტრო განაყოფიერებისას (IVF) ყველაზე მისაღები ART პროცედურაა – ოვოციტები და სპერმა ერთმანეთს კულტურის ჭურჭელში ერევა და ინკუბირდება რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.
With in vitro fertilization (IVF), the most common ART procedure, the oocytes are mixed with sperm in culture dishes and incubated for several days to allow the fertilized eggs to start developing.
574895.
Biology | Chapter XLVI
როდესაც ისინი ემბრიონებად ყალიბდებიან, თითოეული მათგანი 8 უჯრედად მაინც, ემბრიონი ფრთხილად თავსდება ქალის საშვილოსნოში და ეძლევა იმპლანტაციის საშუალება.
When they have developed into embryos of at least eight cells each, the embryos are carefully inserted into the woman's uterus and allowed to implant.
574896.
Biology | Chapter XLVI
ZIFT -ის დროს (ზიგოტის ინტრაფალოპური ტრანსფერი) კვერცხუჯრედები ასევე ინ-ვიტრო ნაყოფიერდება, მაგრამ ზიგოტები მაშინვე თავსდება ქალის კვერცხსავალში (ფალოპის მილებში).
In ZIFT (zygote intrafallopian transfer), eggs are also fertilized in vitro, but zygotes are transferred immediately to the woman's oviducts (fallopian tubes).
574897.
Biology | Chapter XLVI
GIFT-ის დროს (გამეტების ინტრაფალოპური ტრანსფერი) კვერცხუჯრედები ინ-ვიტრო არ ნაყოფიერდება.
In GIFT (gamete intrafallopian transfer), the eggs are not fertilized in vitro.
574898.
Biology | Chapter XLVI
ამის ნაცვლად, კვერცხუჯრედები და სპერმა თავსდება ქალის კვერცხსავალში იმის იმედით, რომ იქ მოხდება განაყოფიერება.
Instead, the eggs and sperm are placed in the woman's oviducts in the hope that fertilization will occur there.
574899.
Biology | Chapter XLVI
ყველა ამ პროცედურის დროს სპერმისა და კვერცხუჯრედის აღება დონორებისგანაა შესაძლებელი.
Any of these procedures can use sperm or eggs from donors.
574900.
Biology | Chapter XLVI
ეს ტექნიკა ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება.
These techniques are now performed in major medical centers throughout the world.