668043 Records found
575181.
Biology | Chapter XLVII
ემბრიონული ჩანასახის შრეების ფორმირება გასტრულაციის დასარულს მიმდინარეობს.
By the end of gastrulation, the embryonic germ layers have formed.
575182.
Biology | Chapter XLVII
სამშრიანი ემბრიონი უკვე გარემოცულია პროლიფერირებული ექსტრაემბრიონული მეზოდერმითა და ოთხი ექსტრაემბრიონული მემბრანით.
The three-layered embryo is now surrounded by proliferating extraembryonic mesoderm and the four extraembryonic membranes.
575183.
Biology | Chapter XLVII
ექსტრაემბრიონული მემბრანები ძუძუმწოვრებში ფრინველებისა და რეპტილიების შესაბამისი წარმონაქმნების ჰომოლოგიურია და მსგავსადაც ვითარდება.
The extraembryonic membranes in mammals are homologous to those of birds and other reptiles and develop in a similar way.
575184.
Biology | Chapter XLVII
ქორიონი, რომელიც მთლიანად ფარავს ემბრიონს და სხვა ექსტრაემბრიონულ მემბრანებს, აირთა ცვლის ფუნქციის მატარებელია.
The chorion, which completely surrounds the embryo and the other extraembryonic membranes, functions in gas exchange.
575185.
Biology | Chapter XLVII
ამნიონი საბოლოოდ შემოეხვევა ემბრიონს დამცველი სითხით სავსე ამნიონურ ღრუში.
The amnion eventually encloses the embryo in a protective fluid-filled amniotic cavity.
575186.
Biology | Chapter XLVII
ამ ღრუს სითხე „წყლები” გადმოდის ვაგინიდან ამნიონის დაზიანების დროს მშობიარობის დაწყებამდე.
The fluid from this cavity is the "water" expelled from the vagina of the mother when the amnion breaks just prior to childbirth.
575187.
Biology | Chapter XLVII
განვითარებადი ემბრიონის ქვემოთ ყვითრის ჩანთა შეიცავს სხვა სითხით სავსე ღრუს.
Below the developing embryo proper, the yolk sac encloses another fluid-filled cavity.
575188.
Biology | Chapter XLVII
მიუხედავად იმისა, რომ ღრუში ყვითრი არ არის, მემბრანა, რომლითაც ის დაფარულია, იგივე სახელწოდებისაა, რაც ფრინველებისა და რეპტილიების ჰომოლოგიური მემბრანები.
Although this cavity contains no yolk, the membrane that surrounds it is given the same name as the homologous membrane in birds and other reptiles.
575189.
Biology | Chapter XLVII
ყვითრის ჩანთის მემბრანა ძუძუმწოვრებში არის ადგილი, სადაც სისხლის უჯრედები განვითარების ადრეულ სტადიაზე წარმოიქმნება, რომელიც შემდეგ საკუთრივ ემბრიონში მიგრირებს.
The yolk sac membrane of mammals is a site of early formation of blood cells, which later migrate into the embryo proper.
575190.
Biology | Chapter XLVII
მეოთხე ექსტრაემბრიონული მემბრანა – ალანტოისი ჭიპლარად გადასხვაფერდება.
The fourth extraembryonic membrane, the allantois, is incorporated into the umbilical and nucord.
575191.
Biology | Chapter XLVII
აქ ის სისხლძარღვებს ქმნის, რომლებიც ემბრიონს პლაცენტიდან ჟანგბადს და საკვებს აწვდის, ხოლო ემბრიონიდან ნახშირორჟანგი და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები გამოაქვს.
Here it forms blood vessels that transport oxygen trients from the placenta to the embryo and rid the embryo of carbon dioxide and nitrogenous wastes.
575192.
Biology | Chapter XLVII
ამგვარად, ნაჭუჭიანი კვერცხის ექსტრაემბრიონული მემბრანები, სადაც ემბრიონი ყვითრით იკვებება, შენარჩუნებულია ძუძუმწოვრებში, ვინაიდან ისინი ევოლუციის პროცესში რეპტილიებისგან დივერგენციით წარმოიშვნენ, მაგრამ მოდიფიკაციებით, რომლებიც დედის რეპროდუქციული ტრაქტის განვითარებას შეეგუვნენ.
Thus, the extraembryonic membranes of shelled eggs, where embryos are nourished with yolk, were conserved as mammals diverged from reptiles in the course of evolution, but with modifications adapted to development within the reproductive tract of the mother.
575193.
Biology | Chapter XLVII
გასტრულაციის დასრულებას თან მოსდევს ნოტოქორდის, ნერვული მილის და სომიტების ფორმირება – ორგანოგენეზის პირველი მოვლენები.
The completion of gastrulation is followed by formation of the notochord, neural tube, and somites, the first events in organogenesis.
575194.
Biology | Chapter XLVII
ადამიანის განვითარების პირველი ტრიმესტრის ბოლოს ძირითადი ორგანოების რუდიმენტები ჩანასახის სამი შრიდანაა წარმოქმნილი.
By the end of the first trimester of human development, rudiments of all the major organs have developed from the three germ layers.
575195.
Biology | Chapter XLVII
ცხოველებში მორფოგენეზი მოიცავს სპეციფიკურ ცვლილებებს უჯრედების ფორმაში, მდებარეობასა და ადჰეზიაში.
Morphogenesis in animals involves specific changes in cell shape, position, and adhesion.
575196.
Biology | Chapter XLVII
თქვენ უკვე გაეცანით ცხოველებში ემბრიონის განვითარების ძირითად მოვლენებს, ახლა განვიხილოთ ის უჯრედოვანი და მოლეკულური მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ისინი წარიმართება.
Now that you have learned about the main events of embryonic development in animals, we will address the cellular and molecular mechanisms by which they occur.
575197.
Biology | Chapter XLVII
მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგები ჯერ ბოლომდე ვერ ერკვევიან ამ მექანიზმებში, რამდენიმე საკვანძო პრინციპი ცხოველთა განვითარებაში მაინც წარმოგვიდგება, როგორც ფუნდამენტური.
Although biologists are far from fully understanding these mechanisms, several key principles have emerged as fundamental to the development of all animals.
575198.
Biology | Chapter XLVII
მორფოგენეზი არის ცხოველთა და მცენარეთა განვითარების მთავარი ასპექტი, მაგრამ უჯრედების მოძრაობა მხოლოდ ცხოველებისთვისაა დამახასიათებელი.
Morphogenesis is a major aspect of development in both animals and plants, but only in animals does it involve the movement of cells.
575199.
Biology | Chapter XLVII
უჯრედის ნაწილების მოძრაობა იწვევს უჯრედის ფორმის შეცვლას და მის ამ გადაადგილებას ემბრიონის შიგნით.
Movement of parts of a cell can bring about changes in cell shape or enable a cell to migrate from one place to another within the embryo.
575200.
Biology | Chapter XLVII
უჯრედის ფორმისა და მისი მდებარეობის შეცვლა გასტრულაციისა და ორგანოგენეზის დროს დაყოფის (დანაწევრების) დროს მიმდინარეობს.
Changes in both cell shape and cell position are involved in cleavage, gastrulation, and organogenesis.