668043 Records found
575961.
Biology | Chapter XLVIII
ამას მხარს უჭერს მონაცემების ორი მიმართულება.
Two lines of evidence support this protocol.
575962.
Biology | Chapter XLVIII
პირველი, ამფეტამინს („ამაჩქარებელი”), რომელიც ააქტიურებს დოფამინის გამოყოფას, შეუძლია წარმოქმნას შიზოფრენიის მსგავსი სიმპტომები.
First, amphetamine ("speed"), which stimulates dopamine release, can produce symptoms indistinguishable from those of schizophrenia.
575963.
Biology | Chapter XLVIII
მეორე, წამლების უმეტესობა, რომელიც ამსუბუქებს სიმპტომებს, ბლოკავს დოფამინის რეცეპტორებს, განსაკუთრებით D2 რეცეპტორად წოდებულ ქვეტიპს.
Second, many of the drugs that alleviate the symptoms block dopamine receptors, especially a subform called the D2 receptor.
575964.
Biology | Chapter XLVIII
თუმცა, ასევე შესაძლებელია ჩართული იყოს დამატებითი ნეიროტრანსმიტერები, ამაზე მიუთითებს შიზოფრენიის მკურნალობაში წარმატებული სხვა წამლებიც, რომლებსაც ატიპიურ ანტიფსიქოტიკებს უწოდებენ, ისინი ძალიან სუსტად ბლოკავენ მხოლოდ D2 რეცეპტორს, მაგრამ უძლიერესი გავლენა აქვთ სეროტონინისა და/ ან ნორეპინეფრინის რეცეპტორებზე.
However, additional neurotransmitters may also be involved because other drugs successful in treating schizophrenia, called atypical antipsychotics, block the D2 receptor only very weakly but have stronger effects on serotonin and/or norepinephrine receptors.
575965.
Biology | Chapter XLVIII
გარდა ამისა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ გლუტამატის რეცეპტორებიც, ალბათ გარკვეულ როლს თამაშობენ შიზოფრენიის განვითარებაში: PCP (ფენციკლიდინები) ანუ ქუჩის წამალი, „ანგელოზის მტვერი”, ბლოკავს გლუტამატის ტიპის ნმდა რეცეპტორებს (მაგრამ არა დოფამინის რეცეპტორებს) და იწვევს შიზოფრენიის მსგავს ძლიერ სიმპტომებს.
Furthermore, there are indications that glutamate receptors may play a role in schizophrenia: The street drug "angel dust," or PCP, blocks the NMDA type of glutamate receptor (but not dopamine receptors) and induces strong schizophrenia-like symptoms.
575966.
Biology | Chapter XLVIII
მრავალ აღმაგზნებელ წამალს, მიუხედავად მათი უნარისა, შეამსუბუქონ ძლიერი სიმპტომები, აქვს ისეთი უარყოფითი თანმდევი ეფექტები, რომ პაციენტები ხშირად წყვეტენ მათ მიღებას.
Despite their ability to alleviate the major symptoms, many of the existing drugs have such negative side effects that patients frequently stop taking them.
575967.
Biology | Chapter XLVIII
მაგალითად, წამლები ხშირად იწვევენ მოტორულ დეფიციტებს, რომლებიც პარკინსონის დაავადების მსგავსია.
For example, the drugs often produce motor deficits that resemble those of Parkinson's disease.
575968.
Biology | Chapter XLVIII
შემთხვევების დაახლოებით 25%-ში ქრონიკული ფარმაკოლოგიური თერაპია იწვევს ახალ და ხშირად შეუქცევად მდგომარეობას, რომელსაც შენელებულ დისკინეზიას უწოდებენ, ამ დროს პაციენტს აქვს არაკონტროლირებადი სახის მანჭვითი მოძრაობები.
In about 25% of cases, chronic drug therapy produces a new and frequently irreversible condition called tardive dyskinesia, in which the patient has uncontrolled facial writhing movements.
575969.
Biology | Chapter XLVIII
შიზოფრენიაზე პასუხისმგებელი გენეტიკური მუტაციის იდენტიფიცირებამ შეიძლება გაგვარკვიოს დაავადების გამომწვევ მიზეზებში, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ახალ თერაპიამდე მიგვიყვანოს.
Identification of the genetic mutations responsible for schizophrenia may yield new insights about the causes of the disease, which may in turn lead to new therapies.
575970.
Biology | Chapter XLVIII
დეპრესია. დეპრესიის ორი ძირითადი ფორმა არის ცნობილი: ბიპოლარული დარღვევა და ღრმა დეპრესია.
Depression. Two broad forms of depressive illness are known: bipolar disorder and major depression.
575971.
Biology | Chapter XLVIII
ბიპოლარული დარღვევა ან მანიაკურ-დეპრესიული აშლილობა, რომელსაც ახასიათებს გუნება-განწყობის ცვლილებები ამაღლებულიდან ძალიან დათრგუნულისკენ, დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1%.
Bipolar disorder, or manicdepressive disorder, involves swings of mood from high to low and affects about 1% of the world's population.
575972.
Biology | Chapter XLVIII
ამის საპირისპიროდ, ღრმა დეპრესიით დაავადებულ ადამიანებს ახასიათებთ დათრგუნული გუნება-განწყობა უმეტეს დროს; ისინი შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს.
In contrast, people with major depression have a low mood most of the time; they constitute roughly 5% of the population.
575973.
Biology | Chapter XLVIII
ბიპოლარული დარღვევების დროს, მანიაკური ფაზისთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება, მოჭარბებული ენერგია, იდეების ნაკადი და ჭარბი ლაპარაკი, ასევე ქცევების ფორმები, რომლებსაც ხშირად მოაქვთ უბედურება, როგორიცაა ზედმეტი რისკიანობა, აღვირახსნილობა და უპასუხისმგებლო ხარჯვა.
In bipolar disorder, the manic phase is characterized by high self-esteem, increased energy, a flow of ideas, and overtalkativeness, as well as behaviors that often bring disaster, such as increased risk taking, promiscuity, and reckless spending.
575974.
Biology | Chapter XLVIII
ზომიერ ფორმებში ეს ფაზა ზოგჯერ უკავშირდება მაღალ შემოქმედებას და ზოგ კარგად ცნობილ მხატვარს, მუსიკოსს და მწერალს (მათგან სულ მცირეც რომ დავასახელოთ: კიტს, ტოლსტოის, ჰემინგუეის და შუმანს) ჰქონდათ ინტენსიურად ნაყოფიერი პერიოდები მანიაკური ფაზის დროს.
In its milder forms, this phase is sometimes associated with great creativity, and some well-known artists, musicians, and literary figures (including Keats, Tolstoy, Hemingway, and Schumann, to name a few) have had periods of intense output during manic phases.
575975.
Biology | Chapter XLVIII
დეპრესიული ფაზისას ვლინდება სიამოვნების შეგრძნების დაქვეითებული უნარი, ინტერესის დაკარგვა, ძილის დარღვევები და უღირსობის/უსარგებლობის შეგრძნება.
The depressive phase comes with lowered ability to feel pleasure, loss of interest, sleep disturbances, and feelings of worthlessness.
575976.
Biology | Chapter XLVIII
ბიპოლარული დარღვევით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი თვითმკვლელობასაც კი ცდილობს დეპრესიული ფაზის დროს.
Some people with bipolar disorder even attempt to commit suicide during the depressive phase.
575977.
Biology | Chapter XLVIII
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პაციენტი ამჯობინებს აიტანოს დეპრესიული ფაზის დროს ტკივილი, ვიდრე იმკურნალოს და დაკარგვის რისკის ქვეშ დააყენოს თავისი მანიაკური ფაზისთვის დამახასიათებელი გაზრდილი შემოქმედებითი ნაყოფიერება.
Nevertheless, some patients prefer to endure the pain of the depressive phase rather than take medication and risk losing the enhanced creative output of their manic phase.
575978.
Biology | Chapter XLVIII
როგორც ბიპოლარულ დარღვევას, ასევე ღრმა დეპრესიას აქვს გენეტიკური კომპონენტი, რადგან იდენტური ტყუპების დაახლოებით 50%-ს აქვთ შანსი, გაიზიარონ ეს მენტალური დაავადება.
Both bipolar disorder and major depression have a genetic component, as identical twins have about a 50% chance of sharing this mental illness.
575979.
Biology | Chapter XLVIII
ისევე, როგორც შიზოფრენიის შემთხვევაში, ეს პროცენტი აჩვენებს, რომ აქაც არის მყარი გარემოს კომპონენტი და აღნიშნულია, რომ სტრესი, განსაკუთრებით მძიმე სტრესი ბავშვობაში, შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი.
As with schizophrenia, this percentage means that there is also a strong environmental component, and there are indications that stress, especially severe stress in childhood, may be an important factor.
575980.
Biology | Chapter XLVIII
დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება ზოგიერთი საშუალება, რომელიც გუნება-განწყობის გაუმჯობესებას იწვევს, თანმდევი ეფექტის სახით, ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და ტუბერკულოზი.
Several treatments for depression are available, some of which were identified serendipitously from the mood changes produced as side effects of drugs or procedures aimed at other conditions, including high blood pressure and tuberculosis.