668043 Records found
576521.
Biology | Chapter XLIX
ნერვული სისტემა ახდენს მოტორული ერთეულების გააქტიურების ცვლილებას კუნთში, აძლევს რა, საშუალებას სხვადასხვა მოტორულ ერთეულს მონაწილეობა მიიღოს გახანგრძლივებულ შეკუმშვაში.
The nervous system alternates activation among the motor units in a muscle, allowing different motor units to take turns maintaining the prolonged contraction.
576522.
Biology | Chapter XLIX
მეორე მექანიზმი, რომლითაც ნერვული სისტემა წარმოქმნის მთლიანი კუნთის საფეხურებრივ შეკუმშვას კუნთოვანი ბოჭკოების სტიმულაციის სიხშირის შეცვლაა.
The second mechanism by which the nervous system produces graded whole-muscle contractions is by varying the rate of muscle fiber stimulation.
576523.
Biology | Chapter XLIX
ერთი მოქმედების პოტენციალი წარმოქმნის კუნთის ტოკვას 100 მილიწამის (მწ) ან უფრო ნაკლები დროის განმავლობაში.
A single action potential will produce a twitch lasting about 100 milliseconds (msec) or less.
576524.
Biology | Chapter XLIX
თუ მეორე მოქმედების პოტენციალი მოვა, მანამ სანამ კუნთოვან ბოჭკოს მოდუნება მთლიანად არ აქვს დამთავრებული, ორი ტოკვა შეჯამდება და შედეგად უფრო დიდ დაძაბვას ვიღებთ.
If a second action potential arrives before the muscle fiber has completely relaxed, the two twitches will sum, resulting in greater tension.
576525.
Biology | Chapter XLIX
შემდგომი შეჯამება ხდება, თუ სტიმულაციის სიხშირე იზრდება.
Further summation occurs as the rate of stimulation increases.
576526.
Biology | Chapter XLIX
როდესაც სიხშირე იმდენად მაღალია, რომ კუნთოვან ბოჭკოს შეკუმშვებს შორის მოდუნება არ შეუძლია, შეკუმშვები ერწყმის ერთ გლუვ შეკუმშვად, რომელსაც ტეტანუსი ეწოდება (არ აგერიოთ იმავე სახელწოდების დაავადებაში).
When the rate is high enough that the muscle fiber cannot relax at all between stimuli, the twitches fuse into one smooth, sustained contraction called tetanus (not to be confused with the disease of the same name).
576527.
Biology | Chapter XLIX
მამოძრავებელი ნეირონები მოქმედების პოტენციალს ჩვეულებრივ სწრაფად განმუხტვადი ზალპის სახით მოიტანენ და შეკუმშვების შეჯამება იწვევს ტეტანურ შეკუმშვას.
Motor neurons usually deliver their action potentials in rapid-fire volleys, and the resulting summation of tension results in the smooth contraction typical of tetanus rather than the jerky actions of individual twitches.
576528.
Biology | Chapter XLIX
სუმაციისა და ტეტანუსის დროს დაძაბულობის გაზრდა ხდება განსაკუთრებით იმიტომ, რომ კუნთოვანი ბოჭკოები ძვლებს უშუალოდ კი არ უკავშირდებიან, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი მყესებით.
The increase in tension during summation and tetanus occurs because muscle fibers are not directly attached to bones but instead are connected via tendons and connective tissues.
576529.
Biology | Chapter XLIX
როდესაც კუნთოვანი ბოჭკო შეიკუმშება, ის ჭიმავს ამ ელასტიკურ სტრუქტურებს და გადასცემს დაჭიმულობას ძვლებს.
When a muscle fiber contracts, it stretches these elastic structures, which then transmit tension to the bones.
576530.
Biology | Chapter XLIX
ერთჯერადი შეკუმშვისას კუნთოვანი ბოჭკო იწყებს მოდუნებას, სანამ ელასტიკური სტრუქტურები მთლიანად დაიჭიმებოდეს.
In a single twitch, the muscle fiber begins to relax before the elastic structures are fully stretched.
576531.
Biology | Chapter XLIX
სუმაციის დროს, მაღალსიხშიროვანი მოქმედების პოტენციალები იწვევს კუნთოვანი ბოჭკოს ციტოზოლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნებას, ახანგრძლივებს რა მიმდინარე პროცესებს და იწვევს ელასტიკური სტრუქტურების უფრო ძლიერ დაჭიმულობას.
During summation, however, the high-frequency action potentials maintain an elevated concentration of calcium in the muscle fiber's cytosol, prolonging cross-bridge cycling and causing greater stretching of the elastic structures.
576532.
Biology | Chapter XLIX
ტეტანუსისას ელასტიკური სტრუქტურები მთლიანად დაჭიმულია და ეს დაჭიმულობა ძვლებს გადაეცემა.
During tetanus, the elastic structures are fully stretched, and all of the tension generated by the muscle fiber is transmitted to the bones.
576533.
Biology | Chapter XLIX
კუნთოვანი ბოჭკოების ტიპები.
Types of Muscle Fibers.
576534.
Biology | Chapter XLIX
ყველა ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკო იკუმშება, როდესაც მამოძრავებელი ნეირონით მოსული სტიმულით აქტივდება, მაგრამ სიჩქარე, რომლითაც ეს ბოჭკოები იკუმშება განსხვავდება სხვადასხვა კუნთოვანი ბოჭკოსთვის.
All skeletal muscle fibers contract when stimulated by an action potential in a motor neuron, but the speed at which they contract differs among muscle fibers.
576535.
Biology | Chapter XLIX
ეს განსხვავება ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ახდენს მიოზინის თავები ატფ-ის ჰიდროლიზს.
This difference is mainly due to the rate at which their myosin heads hydrolyze ATP.
576536.
Biology | Chapter XLIX
შეკუმშვის სიჩქარეზე დამოკიდებულებით, კუნთოვანი ბოჭკოების ორ ტიპს – სწრაფსა და ნელს – გამოყოფენ.
Based on their speed of contraction, we can classify muscle fibers as either fast or slow.
576537.
Biology | Chapter XLIX
სწრაფი ბოჭკოები გამოიყენება მოკლე, სწრაფი, ძლიერი შეკუმშვისთვის.
Fast fibers are used for brief, rapid, powerful contractions.
576538.
Biology | Chapter XLIX
ამისგან განსხვავებით, ნელი ბოჭკოები ხშირად ისეთ კუნთებშია ნანახი, რომლებიც პოზის შენარჩუნებაში იღებს მონაწილეობას და შეუძლიათ ხანგრძლივად შეკუმშულ მდგომარეობაში ყოფნა.
In contrast, slow fibers, often found in muscles that maintain posture, can sustain long contractions.
576539.
Biology | Chapter XLIX
ნელ ბოჭკოებს, სწრაფ ბოჭკოებთან შედარებით, ნაკლები სარკოპლაზმური რეტიკულუმი და კალციუმის უფრო ნელი ტუმბო აქვთ. ასე, რომ კალციუმი ციტოზოლში უფრო დიდხანს ჩერდება.
A slow fiber has less sarcoplasmic reticulum and slower calcium pumps than a fast fiber, so calcium remains in the cytosol longer.
576540.
Biology | Chapter XLIX
ეს იწვევს ნელ ბოჭკოში შეკუმშვის შენარჩუნებას, დაახლოებით ხუთჯერ უფრო დიდი დროის განმავლობაში, ვიდრე სწრაფ კუნთოვან ბოჭკოებში.
This causes a twitch in a slow fiber to last about five times as long as one in a fast fiber.