668043 Records found
576901.
Biology | Chapter L
სეზონური ვარიაციები წარმოადგენს კლიმატზე გავლენის კიდევ ერთ ფაქტორს.
Seasonal variation is another influence on climate.
576902.
Biology | Chapter L
წყლური წარმონაქმნები.
Bodies of Water.
576903.
Biology | Chapter L
ოკეანის დინებები კლიმატზე გავლენას ახდენს იმდენად, რამდენადაც იგი აცხელებს და აგრილებს კონტინენტის სანაპირო ხაზზე წყლის ზემოთ დალაგებულ ჰაერის მასებს, რომლებიც შეიძლება შემდეგ გავრცელდნენ ხმელეთზეც.
Ocean currents influence climate along the coasts of continents by heating or cooling overlying air masses, which then may pass across the land.
576904.
Biology | Chapter L
სანაპირო რეგიონები, როგორც წესი, უფრო ტენიანია ვიდრე იგივე განედის შიდასახმელეთო არეალები.
Coastal regions are generally moister than inland areas at the same latitude.
576905.
Biology | Chapter L
გრილი, ტენიანი ჰავა, რომელსაც შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში სამხრეთისაკენ მოძრავი კალიფორნიის გრილი დინება წარმოქმნის, ხელს უწყობს ზომიერი წვიმის ტყეების ეკოსისტემას, რომლებშიც წყნარი ოკეანის ჩრდილოდასავლეთით დომინირებენ დიდი წიწვოვანი ხეები, ხოლო სამხრეთით დიდ ტერიტორიაზე - კალიფორნიული გიგანტური ხეების ჭალებია.
The cool, misty climate produced by the cold California current that flows southward along the western United States supports a temperate rain forest ecosystem dominated by large coniferous trees in the Pacific Northwest and large redwood groves farther south.
576906.
Biology | Chapter L
ამის მსგავსად მექსიკის ყურეში თბილი დინება რომელიც კარიბის ზღვიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობს ჩრდილოეთ ატლანტიკის გავლით, არბილებს ჰავას ჩრდილო ევროპის დასავლეთ სანაპიროზე.
Similarly, the warm Gulf Stream flowing northward from the Caribbean Sea and across the North Atlantic tempers the climate on the west coast of northern Europe.
576907.
Biology | Chapter L
ამის შედეგად ჩრდილო-დასავლეთი ევროპა უფრო თბილია ზამთრის განმავლობაში ვიდრე ახალი ინგლისის შტატში, რომელიც უფრო სამხრეთით მდებარეობს, მაგრამ გრილდება ლაბრადორის დინების გამო, რომელიც მოძრაობს გრენლანდიის სანაპიროდან სამხრეთის მიმართულებით.
As a result, northwest Europe is warmer during winter than New England, which is actually farther south but is cooled by the Labrador Current flowing south from the coast of Greenland.
576908.
Biology | Chapter L
ზოგადად, რომ ვილაპარაკოთ, ოკეანეები და დიდი ტბები გავლენას ახდენენ ახლომდებარე სახმელეთო გარემოზე.
In general, oceans and large lakes moderate the climate of nearby terrestrial environments.
576909.
Biology | Chapter L
ზაფხულის ცხელი დღის განმავლობაში, როცა ხმელეთი უფრო ცხელია ვიდრე დიდი ტბა ანდა ოკეანე, ხმელეთის ზემოთ არსებული ჰაერი ცხელდება და მაღლა ადის, ხოლო წყლის გრილი ჰაერის მასები ხმელეთისკენ ინაცვლებს.
During a warm summer day, when the land is hotter than a large lake or the ocean, air over the land heats up and rises, drawing a cool breeze from the water across the land.
576910.
Biology | Chapter L
ღამით ჰაერი ახლა უკვე თბილი ოკეანიდან ანდა ტბიდან მაღლა იწევს, ხმელეთიდან კი გრილი ჰაერის მასები წყლისკენ გადაინაცვლებს და ამგვარად, თბილი ჰაერის მასებს ცვლის სანაპირო ზოლიდან გადმონაცვლებული გრილი ჰაერის მასები.
At night, air over the now warmer ocean or lake rises, reversing the circulation and drawing cooler air from the land out over the water, replacing it with warmer air from offshore.
576911.
Biology | Chapter L
მაგრამ წყალთან სიახლოვე ყოველთვის არ არბილებს ჰავას.
Proximity to water does not always moderate climate, however.
576912.
Biology | Chapter L
ზაფხულში ზოგიერთ რეგიონში, ცენტრალური და სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროს ჩათვლით, ოკეანიდან დაბერილი გრილი, მშრალი ნიავი ხმელეთს ეხება, თბება, შთანთქავს ნესტს და წარმოქმნის ცხელ მშრალ ჰავას რამდენიმე მილის მანძილზე.
In summer in certain regions, including the coast of central and southern California, cool, dry ocean breezes are warmed when they contact the land, absorbing moisture and creating a hot, rainless climate just a few miles inland.
576913.
Biology | Chapter L
კლიმატის ამგვარი მოდელი გვხვდება აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიდამოებში. აქედან მოდის სახელიც: ხმელთაშუა ზღვის ჰავა.
This climate pattern also occurs in the area around the Mediterranean Sea, which gives it the name Mediterranean climate.
576914.
Biology | Chapter L
მთები. მთებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ რამდენად სწვდება მზის შუქი არეალს.
Mountains. Mountains have a significant effect on the amount of sunlight reaching an area.
576915.
Biology | Chapter L
სამხრეთისკენ დაქანებული მთის ფერდობები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო მეტ მზის შუქს იღებენ, ვიდრე იქვე მდებარე ჩრდილოეთისკენ დაქანებული ფერდობები და ამის გამო ისინი უფრო თბილი და მშრალია.
South-facing slopes in the Northern Hemisphere receive more sunlight than nearby north-facing slopes and are therefore warmer and drier.
576916.
Biology | Chapter L
ეს აბიოტური განსხვავებანი გავლენას ახდენს სახეობათა დისტრიბუციაზე.
These abiotic differences influence species distribution.
576917.
Biology | Chapter L
მაგალითად, ბევრ მთებში ჩრდილო ამერიკის დასავლეთ ნაწილში, ნაძვებსა და სხვა წიწვოვანებს დაპყრობილი აქვთ ჩრდილოეთისკენ დაქანებული ფერდობები, მაშინ, როცა სამხრეთისკენ დაქანებულ ფერდობებზე ბუჩქოვანი ორპირი ქარის გამძლე მცენარეებია გავრცელებული.
For example, in many mountains of western North America, spruce and other conifers occupy the north-facing slopes, whereas shrubby, drought-resistant plants inhabit the south-facing slopes.
576918.
Biology | Chapter L
გარკვეულ მანძილზე ჰაერის ტემპერატურა მცირდება დაახლოებით 6 °C ყოველი 1.000 მეტრის სიმაღლეზე.
In addition, at any particular latitude, air temperature declines approximately 6°C with every 1,000-m increase in elevation.
576919.
Biology | Chapter L
ჩრდილოეთის ზომიერ ზონაში, მაგალითად, ყოველი 1.000 მეტრის სიმაღლის ზრდა ქმნის ტემპერატურის ისეთ ცვლილებას, რაც ეკვივალენტურია განედის 880 კმ-ით ზრდისას წარმოქმნილი ტემპერატურისა.
In the north temperate zone, for example, a 1,000-m increase in elevation produces a temperature change equivalent to that produced by an 880-km increase in latitude.
576920.
Biology | Chapter L
ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჰგვანან მთების მობინადრე ბიოლოგიური ერთობები იმ ერთობებს, რომლებიც ქვედა სიმაღლეებზე ბინადრობენ, ოღონდ ეკვატორიდან მოშორებით მდებარე არეალებში.
This is one reason the biological communities of mountains are similar to those at lower elevations but farther from the equator.