668043 Records found
576841.
Biology | Chapter L
მრავალ შემთხვევაში სახეობებს არ შეუძლიათ დაასრულონ სიცოცხლის ციკლი თუ ისინი სხვა ახალ არეალში ტრანსპლანტირდებიან.
In many cases, a species cannot complete its full life cycle if transplanted to a new area.
576842.
Biology | Chapter L
გადარჩენისა და გამრავლების უნარის არქონა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვა ორგანიზმებთან ნეგატიური ურთიერთზემოქმედებით.
This inability to survive and reproduce may be due to negative interactions with other organisms.
576843.
Biology | Chapter L
ანდა გადარჩენა და გამრავლება შეიძლება ლიმიტირდეს სხვა სახეობათა არყოფნით, რომლებზედაც ტრანსპლანტირებული სახეობები დამოკიდებულნი არიან.
Or survival and reproduction may be limited by the absence of other species on which the transplanted species depends.
576844.
Biology | Chapter L
მაგალითად, დამტვერვის მეშვეობით გამრავლებადი განსაკუთრებული სახეობის მცენარის არყოფნამ შეიძლება ხელი შეუშალოს ტრანსპლანტირებული მცენარეების ჯიშებს გამრავლებაში, თუმცა ამგვარი სპეციფიკური დამოკიდებულება იშვიათია.
For instance, the absence of particular pollinator species could prevent reproduction by a transplanted plant species, though such specific dependence is rare.
576845.
Biology | Chapter L
გეოგრაფიული დისტრიბუციის ბიოტური ლიმიტაციის ფაქტორების უფრო გავრცელებული მაგალითებია მტაცებლები (ორგანიზმები, რომლებიც ხოცავენ თავიანთ მსხვერპლებს) და ბალახისმჭამელები (ორგანიზმები, რომლებიც იკვებებიან ბალახეულით და წყალმცენარეებით).
More common examples of biotic limitation on geographic distribution involve predators (organisms that kill their prey) and herbivores (organisms that eat plants or algae).
576846.
Biology | Chapter L
ყველაფერი მარტივია, იმ ორგანიზმებს, რომლებიც ჭამენ, შეუძლიათ იმ ორგანიზმების დისტრიბუციის ლიმიტაცია, რომლებსაც ისინი ჭამენ.
Simply put, organisms that eat can limit the distribution of organisms that get eaten.
576847.
Biology | Chapter L
მოდით განვიხილოთ ბალახისმჭამელების მიერ საკვები მცენარეების ჯიშების დისტრიბუციის ლიმიტაციის ერთი სპეციფიკური შემთხვევა.
Let's examine one specific case of an herbivore limiting the distribution of a food species.
576848.
Biology | Chapter L
გარკვეულ ზღვის ეკოსისტემებში ხშირად გვხვდება ურთიერთდაპირისპირებული დამოკიდებულება ზღვის ზღარბების სიჭარბესა და წყალქვეშა მცენარეების (როგორიცაა მურაწყალმცენარე) სიჭარბეს შორის.
In certain marine ecosystems, there is often an inverse relationship between the abundance of sea urchins and the abundance of seaweeds (large marine algae, such as kelp).
576849.
Biology | Chapter L
იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ ზღვის ზღარბები, რომლებიც წყალქვეშა მცენარეებით იკვებებიან, წყალმცენარეთა დიდი გროვები ჭარბად ფეხს ვერ იკიდებენ.
Where sea urchins that graze on seaweeds and other algae are common, large stands of seaweeds do not become established.
576850.
Biology | Chapter L
ასე, რომ, ამ შემთხვევაში წყალმცენარეებისათვის ადგილობრივი დისტრიბუცია კონტროლდება ზღვის ზღარბების მიერ.
Thus, the local distribution of seaweeds appears to be limited by sea urchins.
576851.
Biology | Chapter L
ამ ტიპის ურთიერთზემოქმედება შეიძლება შემოწმდეს „მოცილებისა და დამატების“ ექსპერიმენტის საშუალებით.
This kind of interaction can be tested by "removal and addition" experiments.
576852.
Biology | Chapter L
ავსტრალიაში, სიდნეისთან ახლოს კვლევებისას ვ.ჯ. ფლეჩერმა სიდნეის უნივერსიტეტიდან, შეამოწმა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ზღვის ზღარბები წარმოადგენენ წყალმცენარეების დისტრიბუციის მაკონტროლებელ ფაქტორს.
In studies near Sydney, Australia, W. J. Fletcher, of the University of Sydney, tested the hypothesis that sea urchins are a biotic factor limiting seaweed distribution.
576853.
Biology | Chapter L
ფლეჩერი ფიქრობდა, რომ თუ ეს ჰიპოთეზა სწორი აღმოჩნდებოდა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მეტ წყალმცენარეს დაეპყრო ის ადგილები, საიდანაც ზღვის ზღარბები იქნებოდნენ მოცილებულები.
Fletcher reasoned that if this hypothesis is correct, then more seaweeds should invade an area from which sea urchins have been removed.
576854.
Biology | Chapter L
ამის საპირისპიროდ, თუ ზღვის ზღარბებს დავამატებთ იმ ადგილებში, სადაც წყალმცენარეები უხვადაა, წყალმცენარეების რაოდენობა შემცირდება.
Conversely, if urchins are added to an area rich in seaweeds, the seaweeds should be diminished.
576855.
Biology | Chapter L
ერთი სირთულე, რომელიც ამ დროს არსებობს არის ის, რომ ხშირად ზღვის ზღარბების გარდა მათთან ერთად იმ ადგილებში, სადაც წყალმცენარეები შეიძლება გამრავლდეს, ცხოვრობენ კიდევ სხვა ბალახისმჭამელებიც.
One complication is that there are often several other herbivores in addition to sea urchins in the habitats where seaweeds may grow.
576856.
Biology | Chapter L
საუბედუროდ, ამგვარი ლიმიტაციის ზოგიერთ ყველაზე უფრო ტრაგიკულ შემთხვევას ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს (ნებსით თუ უნებლიედ) შეჰყავს ეგზოტიკური მტაცებელი ანდა შეაქვს დაავადება ახალ არეალში და ამით ადგილობრივ ბუნებრივ სახეობებს ანადგურებს.
Unfortunately, some of the most dramatic cases of limitation occur when humans introduce (either accidentally or intentionally) exotic predators or diseases into new areas and wipe out native species.
576857.
Biology | Chapter L
ამ ტიპის მაგალითებს თქვენ ნახავთ 55- ე თავში, როცა განვიხილავთ კონსერვაციულ ეკოლოგიას.
You will encounter examples of these impacts in Chapter 55, which discusses conservation ecology.
576858.
Biology | Chapter L
აბიოტური ფაქტორები.
Abiotic Factors.
576859.
Biology | Chapter L
ბოლო შეკითხვა ჩვენი შეკითხვების ნუსხიდან განიხილავს აბიოტურ ფაქტორებს, როგორც დისტრიბუციის მაკონტროლებელ ფაქტორებს.
The last question in our flowchart considers abiotic factors as limits to distribution.
576860.
Biology | Chapter L
ორგანიზმთა გლობალურ დისტრიბუციაზე დიდ გავლენას ახდენს ისეთი აბიოტური ფაქტორები, როგორიცაა რეგიონული სხვაობა ტემპერატურის, წყლის და მზის სხივების თვალსაზრისით.
The global distribution of organisms broadly reflects the influence of abiotic factors, such as regional differences in temperature, water, and sunlight.