668043 Records found
577001.
Biology | Chapter L
ვერტიკალური დაშრევება მნიშვნელოვან თვისებას წარმოადგენს სახმელეთო ბიომებისათვის და მცენარეთა ფორმა და ზომა დიდად განსაზღვრავს ამ დაშრევებას.
Vertical stratification is an important feature of terrestrial biomes, and the shapes and sizes of plants largely define the layering.
577002.
Biology | Chapter L
მაგალითად მრავალ ტყეში შრეები, სარტყლები, შედგებიან ზედა საფარისაგან, შემდეგ მოდის ქვედა, ხეების სარტყელი, ბუჩქების სარტყელი, მიწისპირა სარტყელი ანუ ბალახოვანი მცენარეების საფარი, ტყის იატაკი ანუ ნეშომპალას სარტყელი და ბოლოს ფესვების სარტყელი.
For example, in many forests, the layers consist of the upper canopy, then the low-tree stratum, the shrub understory, the ground layer of herbaceous plants, the forest floor (litter layer), and finally the root layer.
577003.
Biology | Chapter L
არატყოვან ბიომებსაც აქვთ მსგავსი, თუმცა ნაკლებად გამოკვეთილი შრეები.
Nonforest biomes have similar, though usually less pronounced, strata.
577004.
Biology | Chapter L
ველებს აქვთ ბალახოვანი სარტყელი, რომელიც შედგება ბალახებისა და პატარა, ფართოფოთლიანი მცენარეებისგან, ნეშომპალას სარტყელი და ფესვების სარტყელი.
Grasslands have an herbaceous layer of grasses and forbs (small broadleaf plants), a litter layer, and a root layer.
577005.
Biology | Chapter L
მცენარეული შრეები ქმნიან მრავალ სხვადასხვაგვარ საცხოვრებელ მცენარეულ გარემოს სხვადასხვა ცხოველებისათვის, რომლებიც შედიან დაწყებული მწერიჭამია და ხორცისმჭამელი ჩიტებიდან და ღამურებიდან, რომლებიც ზედა შეებით იკვებებიან, დამთავრებული მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, აურაცხელი ჭია-მატლებით და ართროპოდებით, რომლებიც საკვებს ნეშომპალასა და ფესვების დონეებში მოიპოვებენ.
Stratification of vegetation provides many different habitats for animals, which often occupy well-defined feeding groups, from the insectivorous and carnivorous birds and bats that feed above canopies to the small mammals, numerous worms, and arthropods that forage in the litter and root layers for food.
577006.
Biology | Chapter L
თუმცა სურათზე 50.19. ბიომებს შორის მკვეთრი ზღვრებია მოცემული, რეალურად სახმელეთო ბიომები როგორც წესი, ერთმანეთს ერწყმიან და მათ შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს.
Although Figure 50.19 shows distinct boundaries between the biomes, in actuality, terrestrial biomes usually grade into each other, without sharp boundaries.
577007.
Biology | Chapter L
მათ შორის არსებული შუალედური არეალი, რომელსაც ეკოტონი ეწოდება, შეიძლება იყოს ვიწრო ან ფართო.
The area of intergradation, called an ecotone, may be wide or narrow.
577008.
Biology | Chapter L
სახეობათა შემცველობის მიხედვით ერთი ლოკაციის ბიომი მეორე მდებარეობის ბიომისაგან განსხვავდება.
The actual species composition of any one kind of biome varies from one location to another.
577009.
Biology | Chapter L
მაგალითად ჩრდილო-ამერიკის ჩრდილოეთის წიწვოვან ტყეში (ტაიგაში), წითელი ნაძვი გავრცელებულია აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ არ გვხვდება სხვა დანარჩენ არეალში, სადაც შავი და თეთრი ნაძვი უხვადაა.
For instance, in the northern coniferous forest (taiga) of North America, red spruce is common in the east but does not occur in most other areas, where black spruce and white spruce are abundant.
577010.
Biology | Chapter L
მართალია, აფრიკის უდაბნოების მცენარეულობა უაღრესად ზედაპირულად ჰგავს ჩრდილო ამერიკის უდაბნოების მცენარეულობას, თუმცა მცენარეები, ფაქტობრივად, განსხვავებულ ოჯახებს მიეკუთვნებიან.
Although the vegetation of African deserts superficially resembles that of North American deserts, the plants are actually in different families.
577011.
Biology | Chapter L
ამგვარი „ეკოლოგიური ეკვივალენტები“ წარმოიშობა ევოლუციის კონვერგენციის გამო.
Such "ecological equivalents" can arise because of convergent evolution.
577012.
Biology | Chapter L
ბიომები დინამიკურობით ხასიათდებიან და მათ მახასიათებლებს სტაბილურობაზე მეტად ჩარევა განსაზღვრავს.
Biomes are dynamic, and disturbance rather than stability tends to be the rule.
577013.
Biology | Chapter L
მაგალითად ტროპიკული ციკლონები ქმნიან გაშლილ ადგილებს, რაც ხელს უწყობს ახალი სახეობების გამრავლებას ტროპიკულ და ზომიერ ტყეებში.
For example, hurricanes create openings for new species in tropical and temperate forests.
577014.
Biology | Chapter L
ჩრდილოეთის წიწვოვან ტყეებში ბებერი ხეები კვდებიან და ეცემიან, ანდა თოვლი ამტვრევს ტოტებს, და იქმნება ცარიელი ადგილები, სადაც სხვადასხვაგვარ სახეობებს, მაგალითად, როგორიცაა ვერხვი და არყის ხე, ეძლევათ გავრცელების საშუალება.
In northern coniferous forests, old trees die and fall over, or snowfall may break branches, producing gaps that allow deciduous species, such as aspen and birch, to grow.
577015.
Biology | Chapter L
ამის შედეგად ბიომები ხასიათდებიან დიდი „მონაკვეთიანობით“, სადაც სხვადასხვა არეალში სხვადასხვა ორგანიზმთა ერთობები არიან წარმოდგენილნი.
As a result, biomes usually exhibit extensive patchiness, with several different communities represented in any particular area.
577016.
Biology | Chapter L
მრავალ ბიომში მცენარეების დომინანტურობა დამოკიდებულია პერიოდულ ჩარევაზე.
In many biomes, the dominant plants depend on periodic disturbance.
577017.
Biology | Chapter L
მაგალითად, ბუნებრივი სოჭი წარმოადგენს დაბლობების, სავანების, ჩაპარელებისა (მარადმწვანე ბუჩქნარებისა) და მრავალი წიწვოვანი ტყეების ინტეგრალურ კომპონენტს.
For example, natural wildfires are an integral component of grasslands, savannas, chaparral, and many coniferous forests.
577018.
Biology | Chapter L
სოფლის მეურნეობისა და ურბანიზაციის განვითარებამდე შეერთებული შტატების სამხრეთი ნაწილის უმეტეს ფართობზე დომინირებდა მხოლოდ წიწვოვანი სახეობები, კერძოდ, გრძელფოთლა ფიჭვი.
Before agricultural and urban development, much of the southeastern United States was dominated by a single conifer species, the longleaf pine.
577019.
Biology | Chapter L
იმის გამო, რომ არ ხდებოდა პერიოდული გადაწვა, ფიჭვი შეცვალა ფართოფოთლიანმა ხეებმა.
Without periodic burning, broadleaf trees tended to replace the pines.
577020.
Biology | Chapter L
დღეს ტყის მენეჯერები ხანძარს იყენებენ, როგორც იარაღს, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ მრავალი წიწვოვანი ტყე.
Forest managers now use fire as a tool to help maintain many coniferous forests.