668043 Records found
577521.
Biology | Chapter LI
ხელოვნური მორთულობა წარმოადგენს ახალ ანატომიურ მახასიათებელს, რასაც შეიძლება ბუნებრივადაც ჰქონდეს ადგილი პოპულაციებში გენეტიკური მუტაციის შედეგად.
The artificial ornaments represent novel anatomical features that might appear naturally in populations as a consequence of genetic mutations.
577522.
Biology | Chapter LI
პატარა ზებრების საკონტროლო ჯგუფი, გაზარდეს ჩვეულებრივი გარეგნობის უბუმბულო ზებრა მშობლებმა.
A control group of zebra finches was raised by unadorned parents.
577523.
Biology | Chapter LI
როცა ექსპერიმენტში მონაწილე პატარა ზებრები გაიზარდნენ და მომწიფდნენ, ვიტემ და სავკამ შეამოწმეს, რას ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას პარტნიორის შერჩევისას, ამიტომ მათ ზებრებს მისცეს არჩევანის საშუალება ისეთი პოტენციური პარტნიორებიდან, რომელთაგან ზოგი შემკული იყო, ზოგი კი არა.
When the chicks from the experiments matured, Witte and Sawka tested their mate preferences by giving them a choice between prospective mates that were either ornamented with a red feather or nonornamented.
577524.
Biology | Chapter LI
მდედრმა ზებრებმა, რომლებიც გაზარდეს უბუმბულო მშობლებმა, ანდა ისეთმა მშობლებმა, რომელთა შორის მხოლოდ დედა იყო ბუმბულიანი, არ გამოავლინეს უპირატესობის გრძნობა ორნამენტირებული ანდა არაორნამენტირებული მამრების მიმართ.
Females raised by nonornamented parents or by parents in which only the female was ornamented also showed no preference for either ornamented or nonornamented males.
577525.
Biology | Chapter LI
თუმცა ის მდედრი ზებრები, რომლებიც ბუმბულით შემკულმა მშობლებმა ანდა იმ წყვილებმა გაზარდეს, რომელთაგანაც მამრი იყო ბუმბულით შემკული, პარტნიორად ბუმბულით შემკული მამრები აირჩიეს.
However, females raised by parents that were both ornamented or by a pair in which the male was ornamented preferred ornamented males as their own mates.
577526.
Biology | Chapter LI
ეს ექსპერიმენტი ადგენს, რომ მდედრები უფრო მეტად ჰბაძავენ მამებს ვიდრე დედებს, და რომ მდედრი ზებრას მიერ პარტნიორის არჩევამ ითამაშა ამოსავალი როლი მამრი ზებრების ევოლუციაში მოხატულობის თვალსაზრისით.
These experiments suggest that the females imprint on their fathers rather than on their mothers and that mate choice by female zebra finches has played a key role in the evolution of ornamentation in male zebra finches.
577527.
Biology | Chapter LI
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა გავლენას ახდენს მდედრის არჩევანი მამრების ევოლუციაზე ეხება ღეროვანთვალება მწერების სასიყვარულო ქცევას.
As another example of how female choice affects the evolution of males, consider the courtship behavior of stalk-eyed flies.
577528.
Biology | Chapter LI
ამ მწერებს თვალები მოთავსებული აქვთ მილაკების ბოლოში, რომლებიც მამრებს უფრო გრძელი აქვთ, ვიდრე მდედრებს.
The eyes of these insects are at the tips of stalks, which are longer in males than in females.
577529.
Biology | Chapter LI
არშიყობისას მამრი მდედრის წინაშე წარადგენს თავს.
During courtship, a male presents himself to a female, front end on.
577530.
Biology | Chapter LI
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მდედრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პარტნიორს, რომელსაც შედარებით გრძელი მილაკები აქვთ.
Researchers have documented that females are more likely to mate with those males that have relatively long eyestalks.
577531.
Biology | Chapter LI
ამგვარად, მდედრის არჩევანი არის სელექციის ძლიერი ფაქტორი მამრებში გრძელი მილაკების ევოლუციისათვის.
Thus, female choice has been a strong selection factor in the evolution of long eyestalks in males.
577532.
Biology | Chapter LI
მაგრამ რატომ ანიჭებენ უპირატესობას მდედრები ამ თითქოსდა დაუსაბუთებელ თვისებას ?
But why would the females favor this seemingly arbitrary trait?
577533.
Biology | Chapter LI
ქცევის ეკოლოგებმა დაუფიქსირეს გარკვეული გენეტიკური მოშლილობა იმ მამრებს, რომელთაც არა აქვთ გრძელი მილაკები.
Behavioral ecologists have correlated certain genetic disorders in the male flies with an inability to develop long eyestalks.
577534.
Biology | Chapter LI
ეს კვლევები ამყარებენ ჰიპოთეზას, რომ მდედრები მამრის არჩევაში ეყრდნობიან მახასიათებლებს, რომლებიც მამაკაცურ თვისებებს უკავშირდება.
Such studies support the hypothesis that females are basing their mate choices on characteristics that correlate with male quality.
577535.
Biology | Chapter LI
როგორც ჩვენ 23-ე თავში განვიხილეთ, ზოგადად ისეთი ორნამენტები, როგორიცაა გრძელი მილაკები თვალებისათვის ამ მწერებში ანდა კაშკაშა ფერის ბუმბული მამრ ჩიტებში კავშირშია მამრის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლისუნარიანობასთან.
As we discussed in Chapter 23, in general, ornaments such as long eye stalks in these flies or brightly colored feathers in male birds correlate with the males' health and vitality.
577536.
Biology | Chapter LI
მდედრი, რომელიც ირჩევს ჯანმრთელ მამრს, ზრდის ჯანმრთელი ნაშიერების გამრავლების წარმატების შანსს.
A female that chooses a healthy male increases the probability of producing healthy offspring.
577537.
Biology | Chapter LI
მამრის შეჯიბრი პარტნიორის მოსაპოვებლად.
Male Competition for Mates.
577538.
Biology | Chapter LI
წინა მაგალითი უჩვენებს, როგორ შეუძლია მდედრის არჩევანს გავლენა მოახდინოს ერთი გარკვეული ტიპის მამრის სელექციაზე მოცემულ სიტუაციაში, რასაც შედეგად მოაქვს მამრთა შორის სხვაობების შემცირება.
The previous examples show how females choice can select one best type of male in a given situation, resulting in low variation among males.
577539.
Biology | Chapter LI
მამრების შეჯიბრი პარტნიორის მოსაპოვებლად წარმოადგენს ინტერსექსუალური სელექციის წყაროს, რამაც ასევე შეიძლება შეამციროს მამრთა შორის სხვადასხვაობა.
Male competition for mates is a source of intrasexual selection that also can reduce variation among males.
577540.
Biology | Chapter LI
ამგვარი შეჯიბრი შეიძლება მოიცავდეს აგონიურ ქცევას, ეს არის ხშირ შემთხვევაში რიტუალური შეჯიბრი, რომელიც წყვეტს, შეჯიბრის რომელმა მონაწილემ მოიპოვა წარმატება ისეთი რესურსისათვის, როგორიცაა საკვები ან პარტნიორი.
Such competition may involve agonistic behavior, an often ritualized contest that determines which competitor gains access to a resource, such as food or mates.