668043 Records found
577721.
Biology | Chapter LII
მსოფლიოს არამყარი პოპულაციები.
Earth's Fluctuating Populations.
577722.
Biology | Chapter LII
ადამიანის პოპულაციის ზომა და მისი ზემოქმედების შედეგები დღეს დედამიწის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება.
The size of the human population and its impact are now among Earth's most significant problems.
577723.
Biology | Chapter LII
იმის გამო, რომ ადამიანის პოპულაცია 6 მილიონზე მეტი ინდივიდისაგან შედგება, ჩვენი სახეობები საჭიროებენ უზარმაზარი ოდენობის მატერიალურსა და სივრცობრივ საშუალებებს, ამაში შედის საცხოვრებელი სივრცე, მიწა, რომელზეც საკვები მოგვყავს და ადგილები, სადაც ჩვენი ნარჩენები უნდა გადავყაროთ.
With a population of more than 6 billion individuals, our species requires vast amounts of materials and space, including places to live, land to grow our food, and places to dump our waste.
577724.
Biology | Chapter LII
დედამიწაზე ჩვენი რაოდენობის სწრაფი ზრდით ჩვენ უკვე გავანადგურეთ საცხოვრებელი გარემო მრავალი სხვა სახეობისათვის და ახლა გვემუქრება ჩვენივე საარსებო გარემოს განადგურების საფრთხე.
By rapidly expanding our presence on Earth, we have devastated the environment for many other species and now threaten to make it unfit for ourselves.
577725.
Biology | Chapter LII
ადამიანის პოპულაციის ზრდის გასარკვევად, ჩვენ უნდა განვიხილოთ პოპულაციის ეკოლოგიის ზოგადი პრინციპები.
To understand human population growth, we must consider the general principles of population ecology.
577726.
Biology | Chapter LII
არც ერთ პოპულაციას, ადამიანთა პოპულაციის ჩათვლით, არ შეუძლია განაგრძოს ზრდა უსასრულოდ.
No population, including the human population, can continue to grow indefinitely.
577727.
Biology | Chapter LII
თუმცა მრავალ სახეობაში აღინიშნება აფეთქებები პოპულაციის ზრდაში, მაინც გარდაუვალია მათი რაოდენობის შემცირება.
Though many species exhibit population explosions, their numbers inevitably decline.
577728.
Biology | Chapter LII
ამ რადიკალური ბუმებისა და ვარდნების საპირისპიროდ, სხვა პოპულაციები შედარებით სტაბილურობას ავლენენ დროის მსვლელობაში, მათ ზომაში აღინიშნება მხოლოდ მცირე ცვლილებები.
In contrast to such radical booms and busts, other populations are relatively stable over time, with only minor changes in size.
577729.
Biology | Chapter LII
23-ე თავში პოპულაციების შესწავლისას ჩვენ ვნახეთ, რომ იქ ხაზი იყო გასმული იმ ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც არსებობს პოპულაციის გენეტიკასა ანუ გენური ფონდის სტრუქტურასა და დინამიკას, და ევოლუციას შორის.
Our earlier study of populations in Chapter 23 emphasized the relationship between population genetics-the structure and dynamics of gene pools-and evolution.
577730.
Biology | Chapter LII
ახლაც, როცა ჩვენ განვიხილავთ პოპულაციას ეკოლოგიის კონტექსტში, ჩვენთვის ცენტრალურ თემად ევოლუცია რჩება.
Evolution remains our central theme as we now view populations in the context of ecology.
577731.
Biology | Chapter LII
პოპულაციის ეკოლოგია, ამ თავის ძირითადი თემა, წარმოადგენს დისციპლინას, რომელიც შეისწავლის პოპულაციებს გარემოსთან მიმართებაში, მასში შედის გარემოს გავლენა პოპულაციის სიმჭიდროვეზე და დისტრიბუციაზე, ასაკის სტრუქტურა და ვარიაციები პოპულაციის ზომაში.
Population ecology, the subject of this chapter, is the study of populations in relation to the environment, including environmental influences on population density and distribution, age structure, and variations in population size.
577732.
Biology | Chapter LII
ალასკის კუნძულიდან მოშორებით, წმინდა პავლეს კუნძულზე ბინადარი ბეწვიანი სელაპის პოპულაცია, წარმოადგენს იმ პოპულაციას, რომელმაც განიცადა დრამატული რყევები ზომაში.
The fur seal population of St. Paul Island, off the coast of Alaska, is one population that has experienced dramatic fluctuations in size.
577733.
Biology | Chapter LII
XX საუკუნეში მათზე ნადირობის გამო უმცირეს ზომამდე დასული მათი პოპულაცია, უსწრაფესად გაიზარდა როგორც კი დაიწყეს სელაპების დაცვა.
Reduced to low numbers by hunting early in the 20th century, the seal population grew rapidly once it was protected.
577734.
Biology | Chapter LII
ამ შემთხვევაში პოპულაცია შემცირდა ადამიანის მტაცებლობის გამო შემცირდა, მაგრამ არსებობს პოპულაციების ზრდისა და შემცირების ბევრი სხვა მიზეზიც.
In this case, the population had been reduced by human predation, but there are many reasons why populations grow or decline.
577735.
Biology | Chapter LII
მოგვიანებით ამავე თავში ჩვენ მივმართავთ პოპულაციის ამოსავალ კონცეფციებს, რომელსაც ადამიანის პოპულაციაზე განვავრცობთ.
Later in this chapter, we will apply the basic population concepts we develop to the human population.
577736.
Biology | Chapter LII
ახლა მოდით, დავიწყოთ პოპულაციის ზოგიერთი სტრუქტურული და დინამიკური ასპექტებით, რომლებიც ყველა სახეობაზე ვრცელდება.
Let's begin by exploring some of the structural and dynamic aspects of populations that apply to all species.
577737.
Biology | Chapter LII
დინამიკური ბიოლოგიური პროცესები გავლენას ახდენენ პოპულაციის სიმჭიდროვეზე, დისპერსიასა და დემოგრაფიაზე.
Dynamic biological processes influence population density, dispersion, and demography.
577738.
Biology | Chapter LII
პოპულაცია არის ერთი რომელიმე სახეობის ინდივიდების ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ საერთო ტერიტორიაზე.
A population is a group of individuals of a single species living in the same general area.
577739.
Biology | Chapter LII
პოპულაციის წევრები იყენებენ ერთსა და იმავე რესურსებს, მათზე გავლენას ახდენს ერთი და იგივე გარემო ფაქტორები, აქვთ ერთმანეთზე ურთიერთმოქმედება და ერთმანეთთან შეჯვარების მაღალი ალბათობა.
Members of a population rely on the same resources, are influenced by similar environmental factors, and have a high likelihood of interacting with and breeding with one another.
577740.
Biology | Chapter LII
პოპულაციებმა შეიძლება ევოლუცია განიცადონ ბუნებრივი სელექციის გზით, რომელიც გავლენას ახდენს მემკვიდრეობით განსხვავებულობაზე ინდივიდებს შორის და დროთა განმავლობაში ცვლის სხვადასხვა თვისობრივ შტრიხებს.
Populations can evolve through natural selection, acting on heritable variations among individuals and changing the frequencies of various traits over time.