668043 Records found
578021.
Biology | Chapter LII
სიმჭიდროვეზე დამოკიდებული შობადობა და სიკვდილიანობის დონე წარმოადგენს ნეგატიური შედეგი მაგალითს, იმ ტიპის რეგულაციის მაგალითს, რომელიც ჩვენ პირველ თავში განვიხილეთ.
Density-dependent birth and death rates are an example of negative feedback, a type of regulation described in Chapter 1.
578022.
Biology | Chapter LII
პოპულაციის სიმჭიდროვესა და შობადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან დონეს შორის რაიმე ტიპის უარყოფითი უკუკავშირის გარეშე პოპულაცია ზრდას არ შეწყვეტს.
Without some type of negative feedback between population density and the vital rates of birth and death, a population would not stop growing.
578023.
Biology | Chapter LII
თუმცაღა მზარდი სიმჭიდროვის პირობებში შობადობის დონე მცირდება და/ან სიკვდილიანობის დონე იზრდება და მოაქვს ნეგატიური შედეგი, რაც აჩერებს პოპულაციის ზრდას.
However, at increased densities, birth rates decline and/or death rates increase, providing the negative feedback that halts continued population growth.
578024.
Biology | Chapter LII
რაკიღა ჩვენ ვიცით როგორ იცვლება შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ჩვენ გვჭირდება განვსაზღვროთ ის მექანიზმები, რაც ამ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება მოიცვას მრავალი ფაქტორი.
Once we know how birth and death rates change with population density, we need to determine the mechanisms causing these changes, which may involve many factors.
578025.
Biology | Chapter LII
შეჯიბრი რესურსებისათვის.
Competition for Resources.
578026.
Biology | Chapter LII
გადატვირთული პოპულაციის პირობებში პოპულაციის მზარდი სიმჭიდროვე ამძაფრებს ინტრასპეციფიკურ შეჯიბრს შემცირებული რაოდენობის საკვები ნივთიერებებისა და სხვა რესურსების მოსაპოვებლად, რასაც შედეგად მოსდევს შობადობის დონის შემცირება.
In crowded populations, increasing population density intensifies intraspecific competition for declining nutrients and other resources, resulting in a lower birth rate.
578027.
Biology | Chapter LII
მაგალითად, პოპულაციების გადატვირთულობამ შეიძლება შეამციროს მცენარეთა მიერ თესლის წარმოშობა.
For example, crowding can reduce seed production by plants.
578028.
Biology | Chapter LII
ხელმისაწვდომი საკვების სიმცირე ხშირად ზღუდავს მგალობელი ჩიტების გამრავლების უნარიანობას.
And available food supplies often limit the reproductive output of songbirds.
578029.
Biology | Chapter LII
გარკვეულ საცხოვრებელ გარემოში ჩიტების პოპულაციის ზრდასთან ერთად მდედრები უფრო მცირე რაოდენობით კვერცხებს დებენ, ეს არის საპასუხო რეაქცია სიმჭიდროვეზე
As bird population density increases in a particular habitat, each female lays fewer eggs, a density-dependent response.
578030.
Biology | Chapter LII
მაღალი სიმჭიდროვის პირობებში მცხოვრებ, მდედრ მგალობელ ბეღურებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში დამატებით მიეწოდათ საკვები, მათ აღარ შეამცირეს გამოჩეკილი ბარტყების რაოდენობა.
In an experiment in which female song sparrows living in high-density conditions were given extra food, they did not suffer a reduction in clutch size.
578031.
Biology | Chapter LII
მრავალ ხერხემლიან და ზოგიერთ უხერხემლო ცხოველში პოპულაციის სიმჭიდროვე შეიძლება შეზღუდოს ტერიტორიულობამ.
In many vertebrates and some invertebrates, territoriality may limit density.
578032.
Biology | Chapter LII
ამ შემთხვევაში, ტერიტორიული სივრცე ხდება ის რესურსი, რომლის მოსაპოვებლადაც ინდივიდებს ერთმანეთთან შეჯიბრი უხდებათ.
In this case, territory space becomes the resource for which individuals compete.
578033.
Biology | Chapter LII
გეპარდებში, მაგალითად, ტერიტორიულობა მკვეთრად არის გამოხატული, ისინი კომუნიკაციის ქიმიურ საშუალებებს იყენებენ, იმისათვის, რომ გააფრთხილონ სხვა გეპარდები მათი ტერიტორიული საზღვრების შესახებ.
Cheetahs, for example, are highly territorial, using chemical communication to warn other cheetahs of their territorial boundaries.
578034.
Biology | Chapter LII
ზღვის ჩიტები, როგორიცაა, მაგალითად, ჩვამა, ხშირად იბუდებენ კლდოვან კუნძულებზე, სადაც ისინი შედარებით დაცულნი არიან მტაცებლებისაგან.
Oceanic birds, such as gannets, often nest on rocky islands, where they are relatively safe from predators.
578035.
Biology | Chapter LII
პოპულაციის სიმჭიდროვის გარკვეულ დონემდე ჩიტებს შესაძლებლობა აქვთ მოძებნონ შესაფერისი ადგილი საბუდრისათვის, მაგრამ რაღაც ზღვარს შემდეგ მხოლოდ მცირე რაოდენობის ჩიტები თუ მრავლდებიან წარმატებით.
Up to a certain population density, most birds can find a suitable nest site, but beyond that threshold, few birds breed successfully.
578036.
Biology | Chapter LII
ამგვარად, რესურსების შეზღუდული რაოდენობა ჩვამებისათვის, რაც პოპულაციის სიმჭიდროვეს განსაზღვრავს წარმოადგენს დაბუდებისთვის უსაფრთხო ტერიტორია.
Thus, the limiting resource that determines breeding population density for gannets is safe nesting territory.
578037.
Biology | Chapter LII
ის ჩიტები, რომლებიც ვერ შეძლებენ საბუდრის ადგილის მოპოვებას, ვერ მრავლდებიან.
Birds that cannot obtain a nesting spot do not reproduce.
578038.
Biology | Chapter LII
გამრავლების შეჩერება ანუ ინდივიდების გაუმრავლებლობა თვალსაჩინო მაჩვენებელია იმისა, რომ ტერიტორიულობა პოპულაციის ზრდას ზღუდავს, როგორც ხდება ჩიტების მრავალ პოპულაციაში.
The presence of surplus, or nonbreeding, individuals is a good indication that territoriality is restricting population growth, as it does in many bird populations.
578039.
Biology | Chapter LII
პოპულაციის სიმჭიდროვე ასევე გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ამდენად, ორგანიზმთა გადარჩენაზე.
Population density can also influence the health and thus the survival of organisms.
578040.
Biology | Chapter LII
თუ ავადმყოფობის გავრცელების დონე დამოკიდებულია პოპულაციაში ინდივიდთა დაგროვების გარკვეულ დონეზე, მაშინ დაავადების გავლენა შეიძლება იყოს სიმჭიდროვეზე დამოკიდებული ფაქტორი.
If the transmission rate of a disease depends on a certain level of crowding in a population, the disease's impact may be density-dependent.