668043 Records found
578121.
Biology | Chapter LII
ეს მონაცემები ამყარებს მეორე ან მესამე ჰიპოთეზას.
These data support either the second or third hypothesis.
578122.
Biology | Chapter LII
აღნიშნული ჰიპოთეზები ეკოლოგებმა შემდეგნაირად შეამოწმეს, მათ ელექტრული ღობე შემოავლეს ტერიტორიას და გამორიცხეს მტაცებლობის ფაქტორი.
Ecologists tested these hypotheses by excluding predators from one area with electric fences and by both excluding predators.
578123.
Biology | Chapter LII
შედეგებმა გაამყარეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ კურდღლების პოპულაციაში წრებრუნვა გამოწვეულია მაღალი დონის მტაცებლობით და რომ საკვების არსებობა, ასევე დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ზამთარში.
The results supported the hypothesis that the hare cycle is driven largely by excessive predation but that food availability also plays an important role, particularly in the winter.
578124.
Biology | Chapter LII
შესაძლოა, კარგად ნაკვები კურდღლები უფრო ადვილად ახერხებენ მტაცებლისაგან თავის დაღწევას.
Perhaps better-fed hares are more likely to escape from predators.
578125.
Biology | Chapter LII
ეს ციკლი არ არის მხოლოდ კურდღლისა და ფოცხვერის ციკლი.
The cycle is not simply a hare-lynx cycle.
578126.
Biology | Chapter LII
ფოცხვერის, ბუს, სინდიოფალას და სხვა მტაცებლებისათვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი მსხვერპლისახეობის პოპულაციებზე, მსხვერპლზე მისაწვდომობა წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს, რაც გავლენას ახდენს ცვლილებებზე მათ პოპულაციებში.
For the lynx, great-horned owls, weasels, and other predators that depend heavily on a single prey species, the availability of prey is the major factor influencing their population changes.
578127.
Biology | Chapter LII
როცა მსხვერპლთა რაოდენობა მცირდება, მტაცებლები ერთმანეთს დაერევიან.
When prey becomes scarce, predators often turn on one another.
578128.
Biology | Chapter LII
კოიოტები ხოცავენ მელიებსა და ფოცხვერებს, ხოლო ბუები ხოცავენ პატარა ჩიტებს და ასევე სინდიოფალებს, ეს კი იწვევს მტაცებელთა პოპულაციებში კოლაფსს.
Coyotes kill foxes and lynx, and great-horned owls kill smaller birds of prey as well as weasels, accelerating the collapse of the predator populations.
578129.
Biology | Chapter LII
გრძელვადიანი ექსპერიმენტული კვლევები გვეხმარებიან, ამოვხსნათ ასეთ პოპულაციებში ციკლების კომპლექსური მიზეზები.
Long-term experimental studies will help to unravel the complex causes of such population cycles.
578130.
Biology | Chapter LII
საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ექსპონენციური ზრდის შემდეგ ადამიანის პოპულაციის ზრდა შენელდა.
Human population growth has slowed after centuries of exponential increase.
578131.
Biology | Chapter LII
როგორც უკვე წაიკითხეთ, არც ერთი პოპულაცია არ იზრდება უსასრულოდ.
As you have read, no population can grow indefinitely.
578132.
Biology | Chapter LII
ამ თავის ბოლო განყოფილებაში ჩვენ გამოვიყენებთ პოპულაციის დინამიკის კონცეფციას ადამიანის პოპულაციის განსაკუთრებულ შემთხვევაზე.
In this last section of the chapter, we'll apply the concepts of population dynamics to the specific case of the human population.
578133.
Biology | Chapter LII
ადამიანის გლობალური პოპულაცია.
The Global Human Population.
578134.
Biology | Chapter LII
სურათზე 52.9. მოცემული ექსპონენციური ზრდის მოდელი იძლევა ადამიანის პოპულაციის აფეთქების სურათს 1650 წლის შემდეგ.
The exponential growth model in Figure 52.9 approximates the population explosion of humans since 1650.
578135.
Biology | Chapter LII
არც ერთ დიდტანიან ძუძუმწოვართა პოპულაციას არასდროს არ მიუღწევია ასეთი ზომის ზრდისათვის და არ შეუნარჩუნებია ეს ზრდა ამდენხანს.
It is unlikely that any other population of large animals has ever sustained so much growth for so long.
578136.
Biology | Chapter LII
ადამიანის პოპულაცია შედარებით ნელა იზრდებოდა დაახლოებით 1650 წლამდე, ამ დროისათვის დედამიწაზე ცხოვრობდა დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი.
The human population increased relatively slowly until about 1650, at which time approximately 500 million people inhabited Earth.
578137.
Biology | Chapter LII
პოპულაცია გაორმაგდა და გახდა ერთი მილიარდი მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, ისევ გაორმაგდა და გახდა ორი მილიარდი 1850 და 1930 წლებს შორის მონაკვეთში, 1975 წლისათვის იგი ისევ გაორმაგდა და უკვე ოთხ მილიარდზე მეტი შეადგინა.
The population doubled to 1 billion within the next two centuries, doubled again to 2 billion between 1850 and 1930, and doubled still again by 1975 to more than 4 billion.
578138.
Biology | Chapter LII
გლობალური პოპულაცია დღეს შედგება ექვსი მილიარდი ადამიანისაგან და იგი ყოველწლიურად კიდევ 73 მილიონი ადამიანით იზრდება.
The global population now numbers over 6 billion people and is increasing by about 73 million each year.
578139.
Biology | Chapter LII
პოპულაცია ყოველდღიურად დაახლოებით 201.000 ადამიანით იზრდება, ეს იგივეა, რაც ერთი ქალაქის, მაგალითად, ამარილოს, ტეხასის ან მადისონის, ვისკონსის მოსახლეობა.
The population grows by approximately 201,000 people each day, the equivalent of adding a city the size of Amarillo, Texas, or Madison, Wisconsin.
578140.
Biology | Chapter LII
ყოველკვირეულად პოპულაცია იზრდება იმდენი ადამიანით, რამდენიც ცხოვრობს სან ანტონიოში ან ინდიანაპოლისში.
Every week, the population increases by the size of San Antonio, or Indianapolis.