668043 Records found
578201.
Biology | Chapter LII
აღმოსავლეთ აფრიკულ ქვეყნებში, რვანდაში, მაგალითად, 2003 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 39 წელს შეადგენდა, ეს კი თითქმის ნახევარია, იმ მაჩვენებლისა, რაც იაპონიაში, შვედეთსა და ესპანეთშია.
In the East African country of Rwanda, for instance, life expectancy in 2003 was approximately 39 years, about half that in Japan, Sweden, Italy, and Spain.
578202.
Biology | Chapter LII
გლობალური საარსებო შესაძლებლობანი.
Global Carrying Capacity.
578203.
Biology | Chapter LII
ეკოლოგიასთან დაკავშირებული არც ერთი საკითხი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის პოპულაციის სამომავლო ზომა.
No ecological question is more important than the future size of the human population.
578204.
Biology | Chapter LII
მსოფლიო მასშტაბით ადამიანის პოპულაციის სავარაუდო ზომა დამოკიდებულია შობადობისა და სიკვდილიანობის სამომავლო მაჩვენებელზე.
The projected worldwide population size depends on assumptions about future changes in birth and death rates.
578205.
Biology | Chapter LII
გაერთიანებული ერები ვარაუდობს, რომ 2050 წლისათვის გლობალური პოპულაცია შეადგენს დაახლოებით 7.5-დან 10.3-მდე მილიარდ ადამიანს.
For 2050, the United Nations projects a global population of approximately 7.5 to 10.3 billion people.
578206.
Biology | Chapter LII
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა მომდევნო ოთხი ათეული წლის განმავლობაში პოპულაციას 1.2–4.0 მილიარდი ადამიანი დაემატება პოპულაციის ზრდის სისწრაფის გამო.
In other words, without some catastrophe, an estimated 1.2-4.0 billion people will be added to the population in the next four decades because of the momentum of population growth.
578207.
Biology | Chapter LII
2050 წელს დედამიწა გადატვირთული იქნება თუ ის უკვე არის გადატვირთული?
Will the world be overpopulated in 2050 or is it already overpopulated?
578208.
Biology | Chapter LII
უკვე სამ საუკუნეზე მეტი ხანია, რაც მეცნიერები სვამენ კითხვას: რა მასშტაბები აქვს დედამიწის საარსებო შესაძლებლობებს ადამიანისათვის?
For more than three centuries, scientists have asked: What is the carrying capacity of Earth for humans?
578209.
Biology | Chapter LII
პირველი ცნობილი ვარაუდია 13.4 მილიარდი ადამიანი, ეს მოსაზრება გამოთქვა ანტონ ვან ლიიუვენჰოვერმა 1679 წელს.
The first known estimate, 13.4 billion, was made by Anton van Leeuwenhoek in 1679.
578210.
Biology | Chapter LII
მას შემდეგ გამოთქმული მოსაზრებები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან 1 მილიარდიდან 1.000 მილიარდამდე (1 ტრილიონამდე) საშუალოდ კი 10-15 მილიარდი იყო.
Since then, estimates have varied from less than 1 billion to over 1,000 billion (1 trillion) people, with an average of 10-15 billion.
578211.
Biology | Chapter LII
საარსებო მაქსიმუმის შეფასება ძნელია და მეცნიერები, ვინც ამგვარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს პასუხების მისაღებად.
Carrying capacity is difficult to estimate, and the scientists who provide these estimates use different methods to get their answers.
578212.
Biology | Chapter LII
ზოგი მკვლევარი იყენებს მრუდებს, იმ მრუდების მსგავსად, რომლებსაც ლოჯისტიკური განტოლებები გვთავაზობენ იმისათვის, რომ იწინასწარმეტყველონ ადამიანის პოპულაციის სამომავლო მაქსიმუმები.
Some researchers use curves like that produced by the logistic equation to predict the future maximum of the human population.
578213.
Biology | Chapter LII
სხვა მკვლევრები ადამიანის პოპულაციის არსებულ მაქსიმუმს აზოგადებენ და ამრავლებენ მას დასახლებისათვის ვარგისი ტერიტორიების ფართობზე.
Others generalize from existing "maximum" population density and multiply this by the area of habitable land.
578214.
Biology | Chapter LII
სხვა მოსაზრებები ეყრდნობიან ერთადერთ ისეთ შეზღუდულ ფაქტორს, როგორიცაა საკვები და ასევე საჭიროებს სხვა მონაცემებსაც (როგორიცაა სოფლის მეურნეობის მიწების რაოდენობა, საშუალო მოსავალი, ფართოდ გავრცელებული კვების რაციონი (ვეგეტარიანული ან ხორცის პროდუქტები) და იმ კალორიების რაოდენობა, რაც ადამიანს სჭირდება დღეში).
Still other estimates are based on a single limiting factor, such as food, and require many assumptions (such as the amount of available farmland, the average yield of crops, the prevalent diet-vegetarian or meat-based-and the number of calories needed per person per day).
578215.
Biology | Chapter LII
ეკოლოგიური კვალი.
Ecological Footprint.
578216.
Biology | Chapter LII
ყველაზე უფრო ამომწურავი მიდგომა დედამიწის საარსებო შესაძლებლობების შესაფასებლად არის ის, რომ გავითვალისწინოთ ადამიანის მრავალი საჭიროებანი.
A more comprehensive approach to estimating the carrying capacity of Earth is to recognize that humans have multiple constraints.
578217.
Biology | Chapter LII
ჩვენ გვჭირდება საკვები, წყალი, საწვავი, სამშენებლო მასალები და სხვა აღჭურვილობანი, როგორიცაა ტანისამოსი და სატრანსპორტო საშუალებანი.
We need food, water, fuel, building materials, and other requisites, such as clothing and transportation.
578218.
Biology | Chapter LII
ეკოლოგიური კვალის კონცეფცია აჯამებს ხმელეთისა და წყლის ტერიტორიებს, რომლებსაც ფლობენ ესა თუ ის ერები იმისათვის, რომ აწარმოონ ყველა ის რესურსი, რასაც ისინი მოიხმარენ და შთანთქან ყველა ის ნარჩენი, რომელსაც ისინი წარმოქმნიან.
The ecological footprint concept summarizes the aggregate land and water area appropriated by each nation to produce all the resources it consumes and to absorb all the waste it generates.
578219.
Biology | Chapter LII
ეკოლოგიური კვალის გამოთვლებში ასხვავებენ ექვსი ტიპის ეკოლოგიურად პროდუქტიულ ტერიტორიებს, ესენია: სახნავი (სავარგულები) მიწები (ანუ მოსავლისთვის ვარგისი მიწები), საძოვრები, ტყე, ოკეანე, განაშენიანებული მიწები, და ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარი მიწები.
Six types of ecologically productive areas are distinguished in calculating the ecological footprint: arable land (land suitable for crops), pasture, forest, ocean, built-up land, and fossil energy land.
578220.
Biology | Chapter LII
მიწის ნაწილის ნაკრძალებისა და პარკებისათვის გამოყოფა 1 სულ მოსახლეზე მიწის ფართობს ამცირებს 1.7 ჰა-მდე.
Reserving some land for parks and conservation means reducing this allotment to 1.7 ha per person.