668043 Records found
578261.
Biology | Chapter LIII
ეკოლოგები ამ ურთიერთობებს უწოდებენ ინტერსპეციფიკურ ურთიერთქმედებებს.
Ecologists refer to these relationships as interspecific interactions.
578262.
Biology | Chapter LIII
ჩვენ დავიწყებთ უმარტივესი სიტუაციით: ეს არის მხოლოდ ორი სახეობის პოპულაციას შორის ურთიერთქმედებანი.
We will start with the simplest situation: interactions between populations of just two species.
578263.
Biology | Chapter LIII
შესაძლო ურთიერთზემოქმედებები, რაც სახეობებს ერთმანეთთან აკავშირებს, მოიცავს შეჯიბრს, მტაცებლობას, ბალახისმჭამებლობას, სიმბიოზს (პარაზიტიზმი, მუტუალიზმი და კომენსალიზმი) და დაავადებებს.
The possible interactions that can link species include competition, predation, herbivory, symbiosis (parasitism, mutualism, and commensalism), and disease.
578264.
Biology | Chapter LIII
აქ ჩვენ გამოვიყენებთ სიმბოლოებს + და -, იმისათვის, რომ აღვნიშნოთ, რა გავლენას ახდენს თითოეული ინტერსპეციფიკური ურთიერთზემოქმედება ურთიერთობაში ჩართული ორი სახეობის გადარჩენასა და გამრავლებაზე.
Here, we will use the symbols and to indicate how each interspecific interaction affects the survival and reproduction of the two species engaged in the interaction.
578265.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, მუტუალიზმისას თითოეული სახეობის გადარჩენა და გამრავლება იზრდება მეორის არსებობის შემთხვევაში, ამიტომაც აქ ადგილი აქვს +/+ ტიპის ურთიერთქმედებას.
For example, in mutualism, the survival and reproduction of each species are increased in the presence of the other; therefore, this is a +/+ interaction.
578266.
Biology | Chapter LIII
მტაცებლობა წარმოადგენს +/- ურთიერთობის სახეს, რომელსაც მტაცებელი-პოპულაციისათვის პოზიტიური შედეგი მოაქვს გადარჩენისა და გამრავლების თვალსაზრისით, ხოლო ნეგატიური შედეგი მოაქვს მსხვერპლი-პოპულაციისათვის.
Predation is an example of a +/interaction, with a positive effect on the survival and reproduction of the predator population and a negative effect on that of the prey population.
578267.
Biology | Chapter LIII
ისტორიულად მეტი წილი ეკოლოგიური კვლევებისა ფოკუსირებულია ისეთ ურთიერთქმედებებზე, რომლებიც, სულ ცოტა, ერთი სახეობისთვის მაინც არის ნეგატიური გავლენის მქონე.
Historically, most ecological research has focused on interactions with a negative effect on at least one species, such as competition and predation.
578268.
Biology | Chapter LIII
ასეთებია, მაგალითად, მტაცებლობა და შეჯიბრი, თუმცაღა პოზიტიური სახის ურთიერთქმედებები ყველგან გვხვდება და მათი წვლილი თანასაზოგადოების სტრუქტურაში ინტენსიური შესწავლის საგანს წარმოადგენს.
However, positive interactions are ubiquitous, and their contributions to community structure are the subject of much study.
578269.
Biology | Chapter LIII
ინტერსპეციფიკურ შეჯიბრს ადგილი აქვს, როცა სიმცირის გამო ძნელად მოსაპოვებელი გარკვეული რესურსის ხელში ჩასაგდებად სახეობები შეჯიბრში ებმებიან.
Interspecific competition occurs when species compete for a particular resource that is in short supply.
578270.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, სარეველები, რომლებიც ბაღში იზრდებიან, შეჯიბრს აწარმოებენ ბაღის მცენარეებთან ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებებისა და წყლის მოსაპოვებლად.
For instance, the weeds growing in a garden compete with garden plants for soil nutrients and water.
578271.
Biology | Chapter LIII
კალიები და ბიზონები ტრამალებზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ბალახის მოსაპოვებლად, რომელსაც ორივე ჭამს.
Grasshoppers and bison in the Great Plains compete for the grass they both eat.
578272.
Biology | Chapter LIII
ფოცხვერები და მელიები ალასკისა და კანადის ჩრდილოეთ ტყეებში ეჯიბრებიან ერთმანეთს ისეთი მსხვერპლის მოსაპოვებლად, როგორიცაა კურდღელი.
Lynx and foxes in the northern forests of Alaska and Canada compete for prey, such as snowshoe hares.
578273.
Biology | Chapter LIII
ამის საპირისპიროდ, სხვა რესურსებისგან განსხვავებით ისეთი რესურსი, როგორიცაა ჟანგბადი, იშვიათადაა მცირე და ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სახეობა იყენებს ამ რესურსს, მის მოსაპოვებლად მათ შეჯიბრში ჩაბმა არ უწევთ.
In contrast, some resources, such as oxygen, are rarely in short supply, thus, although almost all species use this resource, they do not compete for it.
578274.
Biology | Chapter LIII
როცა ორი სახეობა ამა თუ იმ რესურსის მოსაპოვებლად ეჯიბრება ერთმანეთს, ერთი სახეობისთვის ან ორივესთვის შედეგი შეიძლება სავალალო იყოს (-/-).
When two species do compete for a resource, the result is detrimental to one or both species.
578275.
Biology | Chapter LIII
თუ ამ შეჯიბრს მძაფრი ხასიათი აქვს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეჯიბრში მონაწილე ორი სახეობიდან ერთ-ერთის მოსპობა, ამ პროცესს ეწოდება შეჯიბრიდან გამოთიშვა.
Strong competition can lead to the local elimination of one of the two competing species, a process called competitive exclusion.
578276.
Biology | Chapter LIII
შეჯიბრიდან გამოთიშვის პრინციპი.
The Competitive Exclusion Principle.
578277.
Biology | Chapter LIII
1934 წელს რუსმა ეკოლოგმა, გ. ფ. გაუსმა, შეისწავლა ინტერსპეციფიკური შეჯიბრის შედეგები თავის ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ორი მონათესავე ერთუჯრედიანი ორგანიზმის, პროტისტების მაგალითზე.
In 1934, the Russian ecologist G. F. Gause studied the effects of interspecific competition in laboratory experiments with two closely related species of protists.
578278.
Biology | Chapter LIII
მან მოაშენა პროტისტები სტაბილურ გარემოში, სადაც მუდმივად ამატებდა საკვების რაოდენობას.
He cultured the protists under stable conditions with a constant amount of food added every day.
578279.
Biology | Chapter LIII
როცა გაუსმა ეს ორი სახეობა ცალკ-ცალკე მოაშენა, თითოეული პოპულაცია სწრაფად გაიზარდა და შემდეგ ზრდა გაწონასწორდა, რაც, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო კულტურის საარსებო შესაძლებლობათა ამოწურვით.
When Gause grew the two species in separate cultures, each population grew rapidly and then levelled off at what was apparently the carrying capacity of the culture.
578280.
Biology | Chapter LIII
მაგრამ, როცა გაულმა ეს ორი სახეობა ერთად მოაშენა, paramecium-C მოსპობამდე მივიდა.
But when Gause cultured the two species together, paramecium-C was driven to extinction in the culture.