668043 Records found
578581.
Biology | Chapter LIII
100 წელზე უფრო მეტი ხნის ფიჭვის ხეები უაღრესად მზარდი აალების უნარიანობით გამოირჩევიან.
Lodgepole pines that are over 100 years old become increasingly flammable.
578582.
Biology | Chapter LIII
1988 წლის გვალვის პირობებმა და ამას დამატებულმა წლოვან ხეებში აკუმულირებულმა საწვავმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი ხანძრები, რამაც პარკის დიდი ნაწილი გაანადგურა.
The drought conditions of 1988, combined with the fuel that had accumulated in the mature trees, resulted in a large-scale fire that destroyed much of the park.
578583.
Biology | Chapter LIII
თუმცა, მომდევნო წლისათვის დამწვარი ფართობი დაფარა ახალმა მცენარეებმა, რამაც თვალნათლივ უჩვენა, რომ თანასაზოგადოებებს უნარი აქვთ, სწრაფად იქონიონ რეაქცია ამგვარი მასიური ძვრის საპასუხოდ.
However, by the following year, burned areas were covered with new vegetation, demonstrating that communities can often respond very rapidly to even such massive disturbances.
578584.
Biology | Chapter LIII
ელოუსტოუნის ტყეების თანასაზოგადოების შესწავლამ და სხვა კვლევებმაც დაადასტურეს, რომ ისინი წარმოადგენენ გაუწონასწორებელ, ზრდისა და რეპროდუქციის შიდა პროცესების გამო მუდმივად ცვალებად თანასაზოგადოებებს.
Studies of the Yellowstone forest community and many others indicate that they are nonequilibrium communities, changing continually because of the internal processes of growth and reproduction.
578585.
Biology | Chapter LIII
არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რაღაც გარკვეული დონის გაუწონასწორებლობა, რაც ძვრის შედეგია, უმეტესობა თანასაზოგადოებებისათვის წარმოადგენს ნორმას.
And there is mounting evidence that some amount of nonequilibrium resulting from disturbance is the norm for most communities.
578586.
Biology | Chapter LIII
ადამიანის ჩარევა.
Human Disturbance.
578587.
Biology | Chapter LIII
მსოფლიო მასშტაბით ყველა ბიოლოგიურ თანასაზოგადოებებზე ყველაზე უფრო მძლავრი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანს.
Of all animals, humans have the greatest impact on biological communities worldwide.
578588.
Biology | Chapter LIII
სოფლის-მეურნეობის განვითარებამ გაანადგურა ყველაფერი, რაც ადრე ჩრდილო ამერიკის პრერიებში ვრცელ დაბლობებს წარმოადგენდა.
Agricultural development has disrupted what were once the vast grasslands of the North American prairie.
578589.
Biology | Chapter LIII
ხე-ტყის დამზადება და ურბანული განვითარებისათვის ტყეების ჩეხა, მაღაროების თხრა და საფერმერო მეურნეობების გაშენება, ყველაფერმა ამან ფართოდ გაშლილი ტყის დიდი მასივები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მთელს ევროპაშიც დაიყვანა მცირე ზომის ერთმანეთისაგან მოწყვეტილი ტყეების ტერიტორიებამდე.
Logging and clearing for urban development, mining, and farming have reduced large tracts of forests to small patches of disconnected woodlots in many parts of the United States and throughout Europe.
578590.
Biology | Chapter LIII
ტყეების ჩეხის შემდეგ მიტოვებულ უტყეო ტერიტორიებს ხშირად ჯაგნარი და სარეველა ვეგეტაციები ედება და მრავალი წლის განმავლობაში ფარავს.
After forests are clear-cut and left alone, weedy and shrubby vegetation often colonizes the area and dominates it for many years.
578591.
Biology | Chapter LIII
ამ ტიპის ვეგეტაციებს ვხვდებით ასევე სოფლის მეურნეობის ველ-მინდვრებში, რომლებზეც კულტივაცია აღარ წარმოებს.
This type of vegetation is also found in agricultural fields that are no longer under cultivation.
578592.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოებების ადამიანების მიერ განხორციელებული ჩარევა ლიმიტირებული არანაირად არ არის არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროპაში, ეს არც ახალი პრობლემა გახლავთ.
Human disturbance of communities is by no means limited to the United States and Europe, nor is it a recent problem.
578593.
Biology | Chapter LIII
ტროპიკული წვიმის ტყეები სწრაფად ისპობიან ხე-ტყის საწარმოებლად ან ტერიტორიების საძოვრებად გამოყენების მიზნით მათი გაჩეხის გამო.
Tropical rainforests are quickly disappearing as a result of clear-cutting for lumber and pastureland.
578594.
Biology | Chapter LIII
საქონლის მიერ ბალახის მეტისმეტი განადგურება-გადაძოვისა და სოფლის მეურნეობის საქმიანობების გამო ჩარევა, რასაც საუკუნეების განმავლობაში აქვს ადგილი, წარმოადგენს აფრიკაში დღეს არსებული შიმშილობის მიზეზს, რადგანაც სეზონური ბალახოვანი დაბლობები ვრცელ უნაყოფო ტერიტორიებად იქცა.
Centuries of overgrazing and agricultural disturbance have contributed to the current famine in parts of Africa by turning seasonal grasslands into great barren areas.
578595.
Biology | Chapter LIII
იმის გამო, რომ ადამიანის მიერ განხორციელებული ჩარევა ხშირად ძალიან მძიმეა, მას ხშირად მოაქვს შედეგად თანასაზოგადოებებში სახეობათა მრავალფეროვნების შემცირება.
Because human disturbance is often severe, it usually reduces species diversity in communities.
578596.
Biology | Chapter LIII
55-ე თავში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ, თუ რა გავლენას ახდენს სახეობათა ნაირფეროვნებაზე ადამიანის საქმიანობების შედეგად გამოწვეული ძვრები.
In Chapter 55, we will take a closer look at how community disturbance by human activities is affecting the diversity of life.
578597.
Biology | Chapter LIII
ეკოლოგიური თანმიმდევრობა.
Ecological Succession.
578598.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოების სტრუქტურისა და შემადგენლობის ცვლა უფრო მეტად თვალსაჩინოა ძვრის რაიმე ფაქტორის შემდეგ, მაგალითად, როგორიცაა მყინვარი ანდა ვულკანური ამოფრქვევა, რომელიც ბოლომდე ანადგურებს ყოველ არსებულ ვეგეტაციას.
Changes in community composition and structure are most apparent after some disturbance, such as a glacier or a volcanic eruption, strips away all the existing vegetation.
578599.
Biology | Chapter LIII
ეს ტერიტორია შეიძლება დაიპყრონ სხვადასხვა სახეობებმა, რომელთაც შემდგომში თანდათანობით სხვა სახეობები შეცვლიან, რომლებიც თავის მხრივ ასევე შეიცვლებიან კიდევ სხვა სახეობებით, ამ პროცესს ეწოდება ეკოლოგიური თანმიმდევრობა.
The disturbed area may be colonized by a variety of species, which are gradually replaced by other species, which are in turn replaced by still other species, a process called ecological succession.
578600.
Biology | Chapter LIII
როცა ეს პროცესი მიმდინარეობს ფაქტობრივად უსიცოცხლო ტერიტორიაზე, სადაც ჯერ ნიადაგი ჩამოყალიბებული არ არის, მაგალითად, ვულკანურ კუნძულზე, ანდა მორენაზე (ქვაზე), რომელიც გლეტჩერის შემდეგ დარჩა, ამას ეწოდება პირდაპირი თანმიმდევრობა.
When this process begins in a virtually lifeless area where soil has not yet formed, such as on a new volcanic island or on the rubble (moraine) left behind by a retreating glacier, it is called primary succession.