668043 Records found
578641.
Biology | Chapter LIII
ნიადაგის შემცველობის შეცვლით მცენარეთა პიონერი-სახეობები ახალი ჯიშის მცენარეებს ზრდის საშუალებას აძლევენ.
By altering soil properties, pioneer plant species permit new plant species to grow.
578642.
Biology | Chapter LIII
შემდეგ ახალ მცენარეებს, თავის მხრივ, სხვადასხვაგვარად შეაქვთ გარემოში ცვლილებები, რაც თანმიმდევრობის საფეხურებს წარმოადგენს.
The new plants in turn, alter the environment in different ways, contributing to succession.
578643.
Biology | Chapter LIII
ბიოგეოგრაფიული ფაქტორები გავლენას ახდენენ თანასაზოგადოების ბიომრავალფეროვნებაზე.
Biogeographic factors affect community biodiversity.
578644.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოებები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმ სახეობათა მრავალფეროვნების მიხედვით, რომლებსაც ისინი მოიცავენ.
Communities vary greatly in the number of species they contain.
578645.
Biology | Chapter LIII
ორი ძირითადი ფაქტორი, რაც უკავშირდება თანასაზოგადოების სახეობათა მრავალფეროვნებას, არის მისი გეოგრაფიული მდებარეობა და მისი ზომა.
Two key factors correlated with a community's species diversity are its geographic location and its size.
578646.
Biology | Chapter LIII
1850 წელს ჩარლზ დარვინმა და ალფრედ ვალასმაც აღნიშნეს, რომ ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლე ტროპიკებში რაოდენობრივადაც უფრო უხვია და სახეობებითაც უფრო მრავალფეროვანია ვიდრე დედამიწის სხვა ნებისმიერ ნაწილში.
In the 1850s, both Charles Darwin and Alfred Wallace pointed out that plant and animal life was generally more abundant and varied in the tropics than in other parts of the globe.
578647.
Biology | Chapter LIII
დარვინმა და ვალასმა ასევე აღნიშნეს, რომ მცირე ან შორეულ კუნძულებზე უფრო ნაკლები სახეობები გვხვდება, ვიდრე დიდ ანდა კონტინენტებთან ახლოს მდებარე კუნძულებზე.
Darwin and Wallace also noted that small or remote islands have fewer species than large islands or those nearer continents.
578648.
Biology | Chapter LIII
ამგვარი დაკვირვებები იმაზე მეტყველებს, რომ ბიომრავალფეროვნების ბიოგეოგრაფიული მოდელები უბრალო ისტორიულ დამთხვევებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ისინი შესაბამისობაში არიან მთელ რიგ ფუნდამენტურ პრინციპებთან.
Such observations imply that biogeographic patterns in biodiversity conform to a set of basic principles rather than being historical coincidences.
578649.
Biology | Chapter LIII
ცოცხალ ორგანიზმთა მრავალფეროვნების ამ ფართომასშტაბიან მოდელებში გასარკვევად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ვარიაციების შესწავლა გარემოს გრადიენტების მიხედვით.
One way to understand such large-scale patterns in the diversity of life is to examine variation along environmental gradients.
578650.
Biology | Chapter LIII
ეკვატორულ-პოლარული გრადიენტები.
Equatorial-Polar Gradients.
578651.
Biology | Chapter LIII
როგორც დარვინმა და ვალასმა აღნიშნეს, ტროპიკული გარემო უფრო მეტი სახეობებისთვის წარმოადგენს შესაფერის საცხოვრებელს, ვიდრე ზომიერი და პოლარული რეგიონები.
As Darwin and Wallace noted, tropical habitats support many more species than do temperate and polar regions.
578652.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სარავაკში (ეს არის მალაიზიის ნაწილი) 6.6 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მოიცავდა 711 სხვადასხვა სახეობის ხეებს, მაშინ როცა მიჩიგანში 2 ჰა –ზე გაშენებული ტყე მოიცავდა მხოლოდ 10-15 სხვადასხვა ჯიშის ხეებს.
For example, one study found that a 6.6-hectare area in Sarawak (part of Malaysia) contained 711 tree species, while a 2-ha plot of deciduous forest in Michigan contained just 10 to 15 tree species.
578653.
Biology | Chapter LIII
დასავლეთ ევროპის მთელი ტერიტორია ალპების ჩრდილოეთით, რომელიც შეადგენს 2 მლნ. კვ.მ.-ს, მოიცავს მხოლოდ 50 სხვადასხვა სახეობის ხეს.
The whole of Western Europe north of the Alps, an area of more than 2 million km2, has only 50 tree species.
578654.
Biology | Chapter LIII
შესაბამისად, ბრაზილიაში ვხვდებით ჭიანჭველების 200 სახეობაზე მეტს, იოვაში 73-ს და ალასკაზე კი მხოლოდ 7-ს.
Similarly, there are more than 200 species of ants in Brazil, 73 in Iowa, and only 7 in Alaska.
578655.
Biology | Chapter LIII
ეკვატორულ-პოლარულ გრადიენტებში სახეობათა მრავალფეროვნების განმაპირობებელ ორ ამოსავალ ფაქტორს შესაძლოა, წარმოადგენდეს ევოლუციური ისტორია და კლიმატი.
The two key factors in equatorial-polar gradients of species richness are probably evolutionary history and climate.
578656.
Biology | Chapter LIII
ევოლუციური დროის პერიოდში თანასაზოგადოებაში სახეობათა მრავალფეროვნება შეიძლება გაიზარდოს, რადგან ამ პერიოდის მსვლელობისას მრავალ სპეციფიკურ მოვლენას აქვს ადგილი.
Over the course of evolutionary time, species diversity may increase in a community as more speciation events occur.
578657.
Biology | Chapter LIII
ტროპიკული თანასაზოგადოებები საერთოდ უფრო ადრეული პერიოდიდან მოდიან ვიდრე ზომიერი და პოლარული თანასაზოგადოებები.
Tropical communities are generally older than temperate or polar communities.
578658.
Biology | Chapter LIII
აღნიშნული ასაკობრივი სხვაობა ნაწილობრივ სათავეს იღებს იმ ფაქტიდან, რომ ტროპიკულ ტყეებში ზრდის სეზონი დაახლოებით ხუთჯერ გრძელია ვიდრე ტუნდრის თანასაზოგადოებებში მაღალ განედებზე.
This age difference stems partly from the fact that the growing season in tropical forests is about five times longer than the growing season in the tundra communities of high latitudes.
578659.
Biology | Chapter LIII
ამის შედეგად, ბიოლოგიური დროც ხუთჯერ უფრო სწრაფად გადის ტროპიკებში, ვიდრე პოლუსებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე.
In effect, biological time, and hence time for speciation, runs about five times faster in the tropics than near the poles.
578660.
Biology | Chapter LIII
მრავალ პოლარულ და ზომიერ თანასაზოგადოებებს უწევთ კვლავ და კვლავ „თავიდან დაწყება“ იმ დიდი ძვრების გამო, რაც მყინვარების სახით ხდება მათ ცხოვრებაში.
Many polar and temperate communities have repeatedly "started over" as a result of major disturbances in the form of glaciations.