668043 Records found
578601.
Biology | Chapter LIII
ხშირად სიცოცხლის ერთადერთ ფორმას, რომელიც იქ არსებობს, წარმოადგენენ ავტოტროფული პროკარიოტები.
Often, the only life forms initially present are autotrophic prokaryotes.
578602.
Biology | Chapter LIII
ხავსურა და ხავსი, რომლებიც იზრდებიან ქარისაგან წარმოქმნილ სპორებში, არიან პირველი მაკროსკოპული ფოტოსინთეზატორები, რომლებიც ამ არეალებს იპყრობენ.
Lichens and mosses, which grow from windblown spores, are commonly the first macroscopic photosynthesizers to colonize such areas.
578603.
Biology | Chapter LIII
ნიადაგი თანდათანობით ყალიბდება, კლდეები ატმოსფერული გავლენის ქვეშ ექცევა და ადრე ბინადარი ორგანიზმების გახრწნილი ნარჩენებისგან ორგანული ნივთიერებები გროვდება.
Soil develops gradually as rocks weather and organic matter accumulates from the decomposed remains of the early colonizers.
578604.
Biology | Chapter LIII
როცა ნიადაგი ჩამოყალიბდება, როგორც წესი, ხავსურასა და ხავსს ბალახი სჯობნის, შემდეგ ბუჩქები და ხეები გაჩნდებიან, რომლებიც ახლო-მახლო ტერიტორიებიდან ქარის მიერ ანდა ცხოველების მიერ მოტანილი თესლებიდან აღმოცენდებიან.
Once soil is present, the lichens and mosses are usually overgrown by grasses, shrubs, and trees that sprout from seeds blown in from nearby areas or carried in by animals.
578605.
Biology | Chapter LIII
ბოლოს ტერიტორიას იპყრობს ის მცენარე, რომელიც თანასაზოგადოების ვეგეტაციის უპირატეს ფორმას წარმოადგენს.
Eventually, an area is colonized by plants that become the community's prevalent form of vegetation.
578606.
Biology | Chapter LIII
ასეთი თანასაზოგადოების წარმოქმნას პირდაპირი თანმიმდევრობის გზით, შეიძლება ასობით და ათასობით წელი დასჭირდეს.
Producing such a community through primary succession may take hundreds or thousands of years.
578607.
Biology | Chapter LIII
მეორად თანმიმდევრობას ადგილი აქვს, როცა აქ არსებული თანასაზოგადოება მოისპო რაიმე სახის ძვრის გამო, ხოლო ნიადაგი ხელუხლებელი დარჩა, როგორც ეს ელოუსტოუნის შემთხვევაში მოხდა 1988 წლის ხანძრის შემდეგ.
Secondary succession occurs when an existing community has been cleared by some disturbance that leaves the soil intact, as in Yellowstone following the 1988 fires.
578608.
Biology | Chapter LIII
ასეთი ტერიტორია ხშირად იწყებს თავისი საწყისი მდგომარეობის აღდგენას.
Often the area begins to return to something like its original state.
578609.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, ტყიან ტერიტორიაზე, რომელიც გაიჩეხა ფერმერული მიზნებისათვის და შემდეგ მიტოვებულ იქნა, ერთ-ერთი პირველი მცენარე, რომელიც ტერიტორიებს მოედება არის ბალახის ის სახეობები, რომლებიც იზრდებიან ქარის ან ცხოველების მიერ მოტანილი მცენარეული თესლებიდან.
For instance, in a forested area that has been cleared for farming and later abandoned, the earliest plants to recolonize are often herbaceous species that grow from windblown or animal-borne seeds.
578610.
Biology | Chapter LIII
თუ ტერიტორია არ გადაიწვა ანდა ძალიან არ გადაიძოვა, იქ თანდათანობით ბუჩქნარი გაჩნდება და უმეტესობა ბალახის სახეობებს შეცვლის, ხოლო დროთა განმავლობაში ამ ბუჩქნარს შეცვლიან ხეები.
If the area has not been burned or heavily grazed, woody shrubs may in time replace most of the herbaceous species, and forest trees may eventually replace most of the shrubs.
578611.
Biology | Chapter LIII
ადრევე გამოჩენილი და მოგვიანებით შემოსული სახეობები შეიძლება შეერთდნენ სამი ძირითადი პროცესიდან ერთ-ერთის მიხედვით.
Early arrivals and later-arriving species may be linked in one of three key processes.
578612.
Biology | Chapter LIII
ადრეულმა მცენარეებმა შეიძლება ხელი შეუწყონ შემდგომში გამოჩენილი მცენარეების გაჩენას იმით, რომ გარემოს უფრო შესაფერისი და ხელსაყრელი გახადონ, მაგალითად, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდით.
The early arrivals may facilitate the appearance of the later species by making the environment more favorable-for example, by increasing the fertility of the soil.
578613.
Biology | Chapter LIII
ადრეულმა სახეობებმა ასევე შეიძლება შეაფერხონ შემდგომში დაფუძნებული სახეობების გაჩენა ისე, რომ შემდგომში შემოსული სახეობების მიერ წარმატებული გამრავლება მოხდეს არა ადრეული სახეობების აქტივობის წყალობით, არამედ მათი აქტივობის მიუხედავად.
Alternatively, the early species may inhibit the establishment of the later species so that successful colonization by later species occurs in spite of, rather than because of, the activities of the early species.
578614.
Biology | Chapter LIII
ბოლოს ადრეული სახეობები შეიძლება სრულიად დამოუკიდებლები გახდნენ შემდგომში შემოსული სახეობებისაგან ისე, რომ მათ თანაიარსებონ შემდგომში შემოსულ სახეობებთან ერთად, მაგრამ არც მიეხმარონ მათ და არც ხელი შეუშალონ.
Finally, the early species may be completely independent of the later species so that they tolerate the later species but neither help nor hinder their colonization.
578615.
Biology | Chapter LIII
მოდით, განვიხილოთ ერთ სპეციფიკურ მაგალითად, თუ როგორ შეიძლება, აღწერილმა პროცესებმა იმოქმედოს პირველად თანმიმდევრობაზე.
Let's look at how these various processes contribute to primary succession in one specific example.
578616.
Biology | Chapter LIII
ბოლო 300 წლის განმავლობაში ჩრდილოეთის ნახევარსფეროში ადგილი ჰქონდა მყინვარების თანდათანობით უკან დახევას.
During the past 300 years, there has been a gradual retreat of glaciers in the Northern Hemisphere.
578617.
Biology | Chapter LIII
როცა მყინვარები უკან იხევენ, რჩება მორანები.
As the glaciers retreat, they leave moraines.
578618.
Biology | Chapter LIII
მკვლევრებს შეუძლიათ, განსაზღვრონ მყინვარების შემდგომი ამ მორანების ასაკი, მასზე არსებული ახალი ხეების ასაკის მიხედვით ანდა ბოლო 80 წლის განმავლობაში პირდაპირი დაკვირვებების შედეგადაც.
Researchers can determine the age of these postglaciation areas of moraine from the age of the new trees growing on the moraine or, in the last 80 years, by direct observation.
578619.
Biology | Chapter LIII
ეკოლოგებმა ჩაატარეს უაღრესად ინტენსიური კვლევები მორანის ეკოლოგიური თანმიმდევრობის შესასწავლად ალასკის სამხრეთში გლეტჩერის ყურეში.
Ecologists have conducted the most extensive research on moraine succession at Glacier Bay in southeastern Alaska.
578620.
Biology | Chapter LIII
1760 წლის შემდეგ აქ მყინვარებმა დაიხიეს დაახლოებით 98 კილომეტრით, უკანდახევის უჩვეულო უჩვეულო მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 400 მეტრს ყოველწლიურად.
Since about 1760, the glaciers there have retreated about 98 km, an extraordinary retreat rate of almost 400 m per year.