668043 Records found
578661.
Biology | Chapter LIII
კლიმატი წარმოადგენს განედური გრადიენტების ბიომრავალფეროვნების უმთავრეს, პირველად მიზეზს.
Climate is likely the primary cause of the latitudinal gradient in biodiversity.
578662.
Biology | Chapter LIII
მზის ენერგია და წყლის არსებობა წარმოადგენს იმ ორ ძირითად კლიმატურ ფაქტორს, რაც ბიომრავალფეროვნებას უკავშირდება.
The two main climatic factors correlated with biodiversity are solar energy input and water availability.
578663.
Biology | Chapter LIII
ამ ორი ფაქტორის განხილვა შეიძლება ერთად, თანასაზოგადოების ევაპოტრანსპირაციის დონის განსაზღვრით, ეს არის ნიადაგიდან წყლის აორთქლებისა და მცენარიდან წყლის აორთქლების დონის განსაზღვრა.
These factors can be considered together by measuring a community's rate of evapotranspiration, the evaporation of water from soil, plus the transpiration of water from plants.
578664.
Biology | Chapter LIII
ფაქტობრივი ევაპოტრანსპირაცია განისაზღვრება მზის დასხივების სიხშირის, ტემპერატურისა და წყლის არსებობის მიხედვით, დონე გაცილებით უფრო მაღალია ცხელ არეალებში, სადაც უხვადაა წვიმები, ვიდრე იმ არეალებში, სადაც დაბალი ტემპერატურაა ანუ აორთქლების დაბალი დონეა.
Actual evapotranspiration, which is determined by the amount of solar radiation, temperature, and water availability, is much higher in hot areas with abundant rainfall than in areas with low temperatures or low precipitation.
578665.
Biology | Chapter LIII
პოტენციური ევაპოტრანსპირაციის დონე ანუ ენერგიის არსებობის, და არა წყლის არსებობის დონე, განისაზღვრება მზის დასხივების ოდენობისა და ტემპერატურის მიხედვით და იგი უმაღლეს დონეს იმ რეგიონებში აღწევს, სადაც მზის დასხივებაც და ტემპერატურაც ყველაზე უფრო მაღალია.
Potential evapotranspiration, a measure of energy availability but not water availability, is determined by the amount of solar radiation and temperature and is highest in regions of high solar radiation and temperature.
578666.
Biology | Chapter LIII
მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა მრავალფეროვნება დაკავშირებულია ევაპოტრანსპირაციის დონესთან.
The species richness of plants and animals correlates with measures of evapotranspiration.
578667.
Biology | Chapter LIII
ტერიტორიების გავლენა.
Area Effects.
578668.
Biology | Chapter LIII
1807 წელს ალექსანდრე ფონ ჰამბოლტმა აღწერა ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მოდელი, სახეობათა არეალის მრუდი, რაც მკაფიოდ აყალიბებს იმას, რაც ისედაც თვალსაჩინოდ გვეჩვენება.
In 1807, Alexander von Humboldt described one of the first patterns of biodiversity to be recognized, the species-area curve, which quantifies what probably seems obvious.
578669.
Biology | Chapter LIII
როცა ყველა სხვა ფაქტორი ერთნაირია, რაც უფრო ფართოა თანასაზოგადოების გეოგრაფიული არეალი, მით უფრო მრავალფეროვანია სახეობები.
All other factors being equal, the larger the geographic area of a community, the greater the number of species.
578670.
Biology | Chapter LIII
ამ მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფართო არეალი უფრო დიდი მრავალფეროვნების საცხოვრებელ გარემოსა და მიკროორგანიზმებსა ქმნის, ვიდრე მცირე არეალი.
The likely explanation for this pattern is that larger areas offer a greater diversity of habitats and microhabitats than smaller areas.
578671.
Biology | Chapter LIII
კონსერვატიულ ბიოლოგიაში განვითარებადი სახეობების არეალების მრუდი თანასაზოგადოების ძირითადი ტაქსასთვის, ეხმარება ეკოლოგებს იმის განსაზღვრაში, თუ რა გავლენას მოახდენს თანასაზოგადოების ბიომრავალფეროვნებაზე გარკვეული საცხოვრებელი გარემო-ტერიტორიის პოტენციური დაკარგვა.
In conservation biology, developing species-area curves for the key taxa in a community helps ecologists predict how the potential loss of a certain area of habitat is likely to affect the community's biodiversity.
578672.
Biology | Chapter LIII
კუნძულის ეკვილიბრუმის მოდელი.
Island Equilibrium Model.
578673.
Biology | Chapter LIII
იზოლაციურობისა და შეზღუდული ზომის გამო კუნძულები წარმოადგენენ შესანიშნავ საშუალებებს იმ ბიოგეოგრაფიული ფაქტორების შესასწავლად, რომლებიც გავლენას ახდენენ თანასაზოგადოების სახეობათა მრავალფეროვნებაზე.
Because of their isolation and limited size, islands provide excellent opportunities for studying the biogeographic factors that affect the species diversity of communities.
578674.
Biology | Chapter LIII
„კუნძულებში“ ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ოკეანის კუნძულებს, არამედ ხმელეთზე არსებულ ცოცხალი ორგანიზმებით დასახლებულ ადგილებს, მაგალითად, ტბებს, მთის მწვერვალებს, რომლებიც დაბლობებით არიან გამოყოფილნი, ანდა ბუნებრივი ტყის მასივების ფრაგმენტებს, რომლებიც შემოფარგლულია ადამიანის ჩარევის მიერ ძვრული პირობების მქონე ტერიტორიებით ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ამაში იგულისხმება ნებისმიერი მონაკვეთი, რომელიც შემოფარგლულია ისეთი გარემოთი, რომელიც „კუნძულის“ სახეობებისთვის შესაფერისი არ არის.
By "islands," we mean not only oceanic islands but also habitat islands on land, such as lakes, mountain peaks separated by lowlands, or natural woodland fragments surrounded by areas disturbed by humans, in other words, any patch surrounded by an environment not suitable for the "island" species.
578675.
Biology | Chapter LIII
1960-იან წლებში ამერიკელმა ეკოლოგებმა, რობერტ მაკარტიერმა და ბ.ო. ვილსონმა განავითარეს კუნძულის ბიოგეოგრაფიის ზოგადი მოდელი, რომელშიც მათ განასხვავეს სახეობათა მრავალფეროვნების ძირითადი დეტერმინანტები კუნძულზე, რომელსაც გააჩნია მთელი რიგი გარკვეული მახასიათებლებისა.
In the 1960s, American ecologists Robert MacArthur and E. O. Wilson developed a general model of island biogeography identifying the key determinants of species diversity on an island with a given set of physical characteristics.
578676.
Biology | Chapter LIII
წარმოიდგინეთ, ახლად ფორმირებული ოკეანის კუნძული, რომელზეც სახეობები გადმოდიან შორეული ხმელეთის ტერიტორიებიდან.
Consider a newly formed oceanic island that receives colonizing species from a distant mainland.
578677.
Biology | Chapter LIII
იმ სახეობათა რაოდენობას, რომლებიც საბოლოოდ დამკვიდრდებიან კუნძულზე ორი ფაქტორი განსაზღვრავს.
Two factors determine the number of species that will eventually inhabit the island.
578678.
Biology | Chapter LIII
ახალი სახეობების კუნძულზე იმიგრაციის დონე და კუნძულზე სახეობათა განადგურების დონე.
The rate at which new species immigrate to the island and the rate at which species become extinct on the island.
578679.
Biology | Chapter LIII
პატარა კუნძულებს, საერთოდ, იმიგრაციის უფრო დაბალი დონე ახასიათებთ, რადგანაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პოტენციური „მაცხოვრებლები“ შეძლებენ და მიაღწევენ პატარა კუნძულამდე.
Small islands generally have lower immigration rates because potential colonizers are less likely to reach a small island.
578680.
Biology | Chapter LIII
მაგალითად, ჩიტები, რომლებიც შტორმმა გადევნა ზღვისკენ, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზომის კუნძულებზე დაფრინდებიან, ვიდრე პატარაზე.
For instance, birds blown out to sea by a storm are more likely to land by chance on a larger island than on a small one.