668043 Records found
578681.
Biology | Chapter LIII
პატარა კუნძულებს სახეობათა გაწყვეტის დონე უფრო მაღალი აქვთ, რადგანაც ისინი შეიცავენ უფრო ნაკლებ რესურსებს და უფრო მეტად ერთნაირ და არა განსხვავებულ გარემოს ქმნიან სახეობებისათვის საცხოვრებლად.
Small islands also have higher extinction rates, as they generally contain fewer resources and less diverse habitats for colonizing species to partition.
578682.
Biology | Chapter LIII
მეტად მნიშვნელოვანია, ასევე, ძირითადი სახმელეთო ტერიტორიიდან დაშორების მანძილიც.
Distance from the mainland is also important.
578683.
Biology | Chapter LIII
ორი ერთნაირი ფართობის მქონე კუნძულიდან ახლოსმდებარე კუნძულს იმიგრაციის უფრო მაღალი დონე აქვს, ვიდრე შორსმდებარე კუნძულს.
For two islands of equal size, a closer island generally has a higher immigration rate than one farther away.
578684.
Biology | Chapter LIII
და სწორედ იმიგრაციის ამ მაღალი დონის გამო ახლომდებარე კუნძულებს აქვთ სახეობების გაწყვეტის უფრო დაბალი მაჩვენებელი, რადგანაც შემოსული სახეობები იტანენ იმ სახეობებთან თანაარსებობას, რომლებიც ახლომდებარე კუნძულებზე ცხოვრობენ და მათ განადგურებას ხელს უშლიან.
And because of their higher immigration rates, closer islands also have lower extinction rates, as arriving colonists help sustain the presence of a species on a nearby island and prevent its extinction.
578685.
Biology | Chapter LIII
ნებისმიერ მოცემულ დროს კუნძულის იმიგრაციისა და სახეობათა გაწყვეტის მაჩვენებელზე ასევე გავლენას ახდენს იქ უკვე არსებული სახეობების რაოდენობა.
At any given time, an island's immigration and extinction rates are also affected by the number of species already present.
578686.
Biology | Chapter LIII
რაც უფრო იზრდება კუნძულზე არსებული სახეობების რაოდენობა, მით უფრო მცირდება ახალი სახეობების იმიგრაციის დონე, რადგანაც ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც კუნძულს მიაღწევს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იყოს ისეთი სახეობის წარმომადგენელი, რომელიც კუნძულზე უკვე არ ცხოვრობს.
As the number of species on the island increases, the immigration rate of new species decreases because any individual reaching the island is less likely to represent a species that is not already present.
578687.
Biology | Chapter LIII
ამავდროულად, რაც უფრო მეტი სახეობა ცხოვრობს კუნძულზე, მით უფრო იზრდება სახეობათა გაწყვეტის დონე, იმიტომ, რომ შეჯიბრიდან გათიშვის ალბათობა მაღალია.
At the same time, as more species inhabit an island, extinction rates on the island increase because of the greater likelihood of competitive exclusion.
578688.
Biology | Chapter LIII
ეს ურთიერთობა წარმოადგენს მაკარტურისა და ვილსონისეული კუნძულის ბიოგეოგრაფიულ მოდელს.
These relationships make up MacArthur and Wilson's model of island biogeography.
578689.
Biology | Chapter LIII
იმიგრაციისა და სახეობათა გაწყვეტის მაჩვენებელი გამოყვანილია კუნძულზე არსებული სახეობების რაოდენობის ფუნქციის შესაბამისად.
Immigration and extinction rates are plotted as a function of the number of species present on the island.
578690.
Biology | Chapter LIII
ამ მათემატიკურ მოდელს ეწოდება კუნძულის ეკვილიბრუმის მოდელი, რადგანაც ეკვილიბრუმი (წონასწორობა) საბოლოოდ მიიღწევა მაშინ, როცა სახეობათა იმიგრაციის დონე გაუტოლდება სახეობათა გაწყვეტის დონეს.
This mathematical model is called the island equilibrium model because an equilibrium will eventually be reached where the rate of species immigration equals the rate of species extinction.
578691.
Biology | Chapter LIII
ეკვილიბრუმის ამ ნიშნულზე სახეობათა რაოდენობა შესაბამისობაშია კუნძულის ზომასა და ხმელეთიდან მისი დაშორების მანძილთან.
The number of species at this equilibrium point is correlated with the island's size and distance from the mainland.
578692.
Biology | Chapter LIII
ნებისმიერი სხვა ეკოლოგიური ეკვილიბრუმის მსგავსად სახეობათა ეს ეკვილიბრუმიც დინამიკურია.
Like any ecological equilibrium, this species equilibrium is dynamic.
578693.
Biology | Chapter LIII
იმიგრაციისა და სახეობათა გაწყვეტის პროცესი გრძელდება და სახეობათა შემადგენლობა დროთა განმავლობაში იცვლება.
Immigration and extinction continue, and the exact species composition may change over time.
578694.
Biology | Chapter LIII
მაკარტურისა და ვილსონის კვლევები კუნძულთა ჯაჭვზე გალაბაკოსის კუნძულების ჩათვლით მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა მრავალფეროვნების შესასწავლად, ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ კუნძულის სიდიდესთან ერთად სახეობათა მრავალფეროვნებაც იზრდება და იგი შესაბამისობაშია სახეობათა არეალების თეორიასთან.
MacArthur and Wilson's studies of the diversity of plants and animals on many island chains, including the Galápagos Islands, support the prediction that species richness increases with island size, in keeping with species-area theory.
578695.
Biology | Chapter LIII
ასევე დასტურდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახეობათა რაოდენობა მცირდება კუნძულის ძირითადი ხმელეთიდან მისი მოშორების მანძილის ზრდასთან ერთად.
Species counts also fit the prediction that the number of species decreases with increasing remoteness of the island.
578696.
Biology | Chapter LIII
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კუნძულის ეკვილიბრუმის მოდელი საკმაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას ბრალად ედებოდა მეტისმეტი სიმარტივე.
In the past several decades, the island equilibrium model has come under considerable fire as an oversimplification.
578697.
Biology | Chapter LIII
მისი გამოთვლილი ეკვილიბრუმი თანასაზოგადოების სახეობათა შემადგენლობის შესახებ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევაზე და შედარებით მოკლე პერიოდებზე, როცა კოლონიზაცია წარმოადგენს იმ ძირითად პროცესს, რაც გავლენას ახდენს სახეობათა შემადგენლობაზე.
Its predictions of equilibria in the species composition of communities may apply in only a limited number of cases and over relatively short time periods, where colonization is the main process affecting species composition.
578698.
Biology | Chapter LIII
უფრო ხანგრძლივი დროის მონაკვეთებზე ისეთი აბიოტური ძვრები, როგორიცაა შტორმი, ევოლუციური ცვლილებები და სახეობათა წარმოშობა, ცვლის კუნძულზე თანასაზოგადოებაში სახეობათა შემადგენლობასა და თანასაზოგადოების სტრუქტურას.
Over longer time periods, abiotic disturbances such as storms, adaptive evolutionary changes, and speciation generally alter the species composition and community structure on islands.
578699.
Biology | Chapter LIII
თუმცა უფრო მნიშვნელოვანს ამ მოდელთან დაკავშირებით, ვიდრე მისი ფართო გამოყენების საშუალებაა, წარმოადგენს ის, რომ ამ მოდელმა და მისმა საყოველთაო განხილვებმა სტიმული მისცეს კონსერვატიული ბიოლოგიისათვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის კვლევებს, როგორიცაა საცხოვრებელი გარემოს სიდიდის გავლენა სახეობათა მრავალფეროვნებაზე.
However, more important than the model's widespread applicability is its impact in stimulating discussion and research on the effects of habitat size on species diversity, a topic of vital importance for conservation biology.
578700.
Biology | Chapter LIII
თანასაზოგადოების სტრუქტურის შესახებ ურთიერთსაპირისპირო შეხედულებანი მწვავე დებატების საგანს წარმოადგენს.
Contrasting views of community structure are the subject of intense debate.