668043 Records found
578781.
Biology | Chapter LIV
ტროფიკული ურთიერთობები.
Trophic Relationships.
578782.
Biology | Chapter LIV
როგორც თქვენ 53-ე თავში ნახეთ, ეკოლოგები ორგანიზმებს ტროფიკულ დონეებს მიაკუთვნებენ მათი ძირითადი საკვებისა და ენერგიის წყაროს მიხედვით.
As you read in Chapter 53, ecologists assign species to trophic levels on the basis of their main source of nutrition and energy.
578783.
Biology | Chapter LIV
სურათი 54.2. აჯამებს ტროფიკულ ურთიერთობებს ეკოსისტემაში.
Figure 54.2 summarizes the trophic relationships in an ecosystem.
578784.
Biology | Chapter LIV
ტროფიკული დონე, რომელსაც საბოლოოდ ეყრდნობა ყველა სხვა დონე, შედგება ავტოტროფებისაგან, რომელთაც ასევე უწოდებენ ეკოსისტემის პირველად წარმომქმნელებს.
The trophic level that ultimately supports all others consists of autotrophs, also called the primary producers of the ecosystem.
578785.
Biology | Chapter LIV
უმეტესობა ავტოტროფებისა ფოტოსინთეზური ორგანიზმებია, რომლებიც იყენებენ მზის ენერგიას შაქრებისა და სხვა ორგანული კომპონენტების სინთეზირებისათვის, რომელთაც ისინი შემდეგ იყენებენ უჯრედული სუნთქვისათვის და ზრდისათვის.
Most autotrophs are photosynthetic organisms that use light energy to synthesize sugars and other organic compounds, which they then use as fuel for cellular respiration and as building material for growth.
578786.
Biology | Chapter LIV
ბიოსფეროს ძირითად ავტოტროფებს მცენარეები, მურაწყალმცენარეები და ფოტოსინთეზური პროკარიოტები წარმოადგენენ, თუმცა ქემოსინთეზური პროკარიოტებიც არიან პირველადი წარმომქმნელები გარკვეულ ეკოსისტემებში, როგორიცაა მაგალითად, წყალღრმა ჰიდროთერმული ხვრელი.
Plants, algae, and photosynthetic prokaryotes are the biosphere's main autotrophs, although chemosynthetic prokaryotes are the primary producers in certain ecosystems, such as deep-sea hydrothermal vents.
578787.
Biology | Chapter LIV
ტროფიკულ დონეებში ორგანიზმები, რომლებიც პირველადი წარმომქმნელების ზედა დონეზე არიან, წარმოადგენენ ჰეტეროტროფებს, რომლებიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დამოკიდებულნი არიან პირველადი წარმომქმნელების ფოტოსინთეზურ პროდუქციაზე.
Organisms in trophic levels above the primary producers are heterotrophs, which directly or indirectly depend on the photosynthetic output of primary producers.
578788.
Biology | Chapter LIV
ბალახისმჭამელები, რომლებიც ჭამენ მცენარეებს და სხვა პირველად წარმომქმნელებს არიან მეორადი მომხმარებლები.
Herbivores, which eat plants and other primary producers, are primary consumers.
578789.
Biology | Chapter LIV
ხორცისმჭამელები, რომლებიც ჭამენ ბალახისმჭამელებს არიან მესამედი მომხმარებლები.
Carnivores that eat herbivores are secondary consumers, and carnivores that eat other carnivores are tertiary consumers.
578790.
Biology | Chapter LIV
ჰეტეროტროფების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი შედგება დეტრიტისმჭამელებისგან.
Another important group of heterotrophs consists of the detritivores.
578791.
Biology | Chapter LIV
დეტრიტისმჭამელები ანუ დესტრუქტორები წარმოადგენენ ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც ენერგიას იღებენ დეტრიტებიდან, ანუ მკვდარი ორგანული ნივთიერებებიდან, როგორიცაა მკვდარი ორგანიზმის ნარჩენები, ფეკალიები, დაცვენილი ფოთლები და წაქცეული ხეები.
Detritivores, or decomposers, are consumers that get their energy from detritus, which is nonliving organic material, such as the remains of dead organisms, feces, fallen leaves, and wood.
578792.
Biology | Chapter LIV
პროკარიოტები, სოკოვანები და ის ცხოველები, რომლებიც იკვებებიან ისე, როგორც დეტრიტისმჭამელები, შეადგენენ უმთავრეს მაკავშირებელს ეკოსისტემაში პირველად წარმომქმნელებსა და მომხმარებლებს შორის.
The prokaryotes, fungi, and animals that feed as detritivores form a major link between the primary producers and the consumers in an ecosystem.
578793.
Biology | Chapter LIV
ტყეში მაგალითად ჩიტები იკვებებიან მიწის ჭიებით, რომლებიც, თავის მხრივ, იკვებებიან ფოთლის ნარჩენებით და მასთან დაკავშირებული პროკარიოტებითა და სოკოვანებით.
In a forest, for example, birds might feed on earthworms that have been feeding on leaf litter and its associated prokaryotes and fungi.
578794.
Biology | Chapter LIV
მაგრამ მწარმოებლიდან მომხმარებლამდე არსებულ ამ არხზე უფრო მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს ის როლი, რომელსაც დეტრიტისმჭამელები თამაშობენ არსებითი ქიმიური ელემენტების წარმოქმნაში, რომლებიც წარმომქმნელებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
But even more important than this channeling of resources from producers to consumers is the role that detritivores play in making vital chemical elements available to producers.
578795.
Biology | Chapter LIV
დეტრიტისმჭამელები შლიან ორგანულ მასალას ეკოსისტემაში და გადასცემენ ქიმიურ ელემენტებს ორგანული ფორმით ისეთ აბიოტურ რეზერვუარებს, როგორიცაა ნიადაგი, წყალი, ჰაერი.
Detritivores decompose the organic material in an ecosystem and transfer the chemical elements in inorganic forms to abiotic reservoirs such as soil, water, and air.
578796.
Biology | Chapter LIV
წარმომქმნელებს შემდეგ შეუძლიათ ამ ელემენტების ისევ ორგანულ კომპონენტებად გარდაქმნა.
Producers can then recycle these elements into organic compounds.
578797.
Biology | Chapter LIV
ყველა ორგანიზმი ახორციელებს ერთგვარ დესტრუქციულ ოპერაციას, ორგანული მოლეკულების დაშლით, მაგალითად უჯრედული სუნთქვისას.
All organisms perform some decomposition, breaking down organic molecules during cellular respiration, for example.
578798.
Biology | Chapter LIV
მაგრამ ეკოსისტემის ძირითადი დესტრუქტორები არიან პროკარიოტები და სოკოვანები, რომლებიც გამოყოფენ ფერმენტებს, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს გადაამუშავებენ.
But an ecosystem's main decomposers are prokaryotes and fungi, which secrete enzymes that digest organic material.
578799.
Biology | Chapter LIV
შემდეგ ეს დესტრუქტორები შთანთქავენ დაშლილ პროდუქტს.
These decomposers then absorb the breakdown products.
578800.
Biology | Chapter LIV
პროკარიოტებისა და სოკოვანების მიერ განხორციელებულ დესტრუქციაზეა დამოკიდებული ყველა ტროფიკულ დონეზე მეტი წილი ორგანული ნივთიერებების გარდაქმნა არაორგანულ შემადგენლებად, რომელთაც პირველადი წარმომქმნელები მოიხმარენ და ამდენად ეკოსისტემის ქიმიური წრებრუნვის ყულფი იკვრება.
Decomposition by prokaryotes and fungi accounts for most of the conversion of organic materials from all trophic levels to inorganic compounds usable by primary producers, thereby closing the loop of an ecosystem's chemical cycling.