668043 Records found
593701.
Eclipse | CHAPTER 13
იმ დროისთვის მარიას უკვე აწუხებდა ჩემი გაფუჭებული გუნება-განწყობილება.
Maria was mystified by my ever-deteriorating frame of mind.
593702.
Eclipse | CHAPTER 13
ჩემგან განსხვავებით, თავად წამით არ ჩავარდნილა დეპრესიაში.
She’d never felt a moment’s depression.
593703.
Eclipse | CHAPTER 13
თანდათან შევამჩნიე, რომ ჩემ გვერდით ხშირად ფრთხილობდა, თითქოს ჩემი ეშინოდა და ამის გამო ვძულდი, სწორედ იგივე ვიგრძენი ნეტისა და ლუსისგან, სანამ მათ გავანადგურებდით.
I began to notice a change in her emotions when she was near me — sometimes there was fear, and malice — the same feelings that had given me advance warning when Nettie and Lucy struck.
593704.
Eclipse | CHAPTER 13
უკვე ჩემი ერთადერთი მოკავშირის, ჩემი არსებობისთვის სულის ჩამდგმელის გასანადგურებლად ვემზადებოდი, როცა პიტერი დაბრუნდა.
I was preparing myself to destroy my only ally, the core of my existence, when Peter returned.
593705.
Eclipse | CHAPTER 13
პიტერმა შარლოტასთან თავის ახალ ცხოვრებაზე მიამბო, მიამბო ახალ შესაძლებლობებზეც, რომელზეც არასდროს დავფიქრებულვარ.
Peter told me about his new life with Charlotte, told me about options I’d never dreamed I had.
593706.
Eclipse | CHAPTER 13
იმ ხუთი წლის განმავლობაში პიტერი და შარლოტა არავის შეჰბრძოლებიან, თუმცა, ჩრდილოეთში მრავალ ჩვენნაირს შეხვედროდნენ.
In five years, they’d never had a fight, though they’d met many others in the north.
593707.
Eclipse | CHAPTER 13
ამ ერთი საუბრით ჩემი დარწმუნება შეძლო.
In one conversation, he had me convinced.
593708.
Eclipse | CHAPTER 13
წასვლა გადავწყვიტე, გულზე მომეშვა, რომ მარიას მოკვლა აღარ მომიწევდა.
I was ready to go, and somewhat relieved I wouldn’t have to kill Maria.
593709.
Eclipse | CHAPTER 13
მე მისი თანამგზავრი იმდენ ხანს ვიყავი, რამდენსაც კარლაილი და ედუარდი იყვნენ, მაგრამ ჩვენ შორის არასდროს გაბმულა ასეთი ძლიერი კავშირი.
I’d been her companion for as many years as Carlisle and Edward have been together, yet the bond between us was nowhere near as strong.
593710.
Eclipse | CHAPTER 13
როცა ერთად მხოლოდ გადარჩენისთვის, სისხლისთვის იბრძვით, ურთიერთობები ყოველთვის ადვილად მსხვრევადია.
When you live for the fight, for the blood, the relationships you form are tenuous and easily broken.
593711.
Eclipse | CHAPTER 13
რამდენიმე წელი ვმოგზაურობდი პიტერთან და შარლოტასთან ერთად და ახალ, უფრო მშვიდ სამყაროს ვეჩვეოდი.
“I traveled with Peter and Charlotte for a few years, getting the feel of this new, more peaceful world.
593712.
Eclipse | CHAPTER 13
თუმცა ჩემი დეპრესია არ გამქრალა.
But the depression didn’t fade.
593713.
Eclipse | CHAPTER 13
ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა, სანამ პიტერმა არ შეამჩნია, რომ ყოველი ნადირობის შემდეგ ჩემი მდგომარეობა უარესდებოდა.
I didn’t understand what was wrong with me, until Peter noticed that it was always worse after I’d hunted.
593714.
Eclipse | CHAPTER 13
ამაზე დავფიქრდი.
I contemplated that.
593715.
Eclipse | CHAPTER 13
მრავალწლიანი ბრძოლისა და ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ადამიანურობა სრულიად დავკარგე.
In so many years of slaughter and carnage, I’d lost nearly all of my humanity.
593716.
Eclipse | CHAPTER 13
ღამის კოშმარად, გრიზლივით მრისხანე და სასტიკ არსებად ვიქეცი.
I was undeniably a nightmare, a monster of the grisliest kind.
593717.
Eclipse | CHAPTER 13
ყოველთვის როცა ადამიანს მოვინადირებდი, ჩემი ადამიანური ცხოვრება მაგონდებოდა.
Yet each time I found another human victim, I would feel a faint prick of remembrance for that other life.
593718.
Eclipse | CHAPTER 13
ვხედავდი, როგორ გაკვირვებულები მიცქერდნენ ადამიანები, როცა ჩემს ლამაზ სახეს ხედავდნენ და ამ დროს მარიასა და მისი ორი მეგობრის წინ მდგარი მაიორი ჯასპერ უიტლოკი მახსენდებოდა.
Watching their eyes widen in wonder at my beauty, I could see Maria and the others in my head, what they had looked like to me the last night that I was Jasper Whitlock.
593719.
Eclipse | CHAPTER 13
ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ადამიანის მოკვლა, რადგან როცა ვკლავდი, მეც იმავეს განვიცდიდი, რასაც ისინი.
It was stronger for me than it was for anyone else, because I could feel everything my prey was feeling.
593720.
Eclipse | CHAPTER 13
შენ უკვე გამოგიცდია, როგორ შემიძლია გარშემომყოფთა გრძნობებით მანიპულირება, ბელა, მაგრამ ალბათ ვერც კი ხვდები, რამდენად მოქმედებს თავად გარშემომყოფთა გრძნობები ჩემზე.
You’ve experienced the way I can manipulate the emotions around myself, Bella, but I wonder if you realize how the feelings in a room affect me.