მოიძებნა 668064 ჩანაწერი
20381.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ევროპელ მეცნიერთა კვლევა-ძიებას ქართული ლიტერატურის დარგში უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ ქართველოლოგიური მეცნიერებისათვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ ქართველოლოგიური პრობლემატიკა გადის მსოფლიო არენაზე.
European research into Georgian literature is of major importance for Georgian Kartvelology proper, which lies in the fact that Georgian themes thereby enter the world arena.
20382.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
საქმე ისაა, რომ ევროპელ მკვლევრებს ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის სფეროში მოაქვთ ევროპული მეთოდოლოგია - პრობლემისადმი მიდგომის სხვა კრიტერიუმები.
In addition, this means a Western contribution to the scholarly study of Georgian literature through the introduction of European methodology using differing criteria in its approach to the problem.
20383.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ისინი ხშირად ქართული ლიტერატურის პროცესებს უცქერიან ზოგადი ლიტერატურათმცოდნეობითი პოზიციიდან, რაც ესოდენ აუცილებელია ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე.
Western researchers often view Georgian literary processes from positions of general literary criticism, which is highly important at the present stage of development of Kartvelian Studies.
20384.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ქართველი ჰუმანიტარები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს ევროპელ მეცნიერთა მოღვაწეობას ქართველოლოგიის სფეროში.
Georgian philologists follow with great interest the work of Western scholars in the field of Kartvelology.
20385.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
მიუხედავად ამისა, უცხოელ მკვლევართა ნაშრომები ქართული ლიტერატურის საკითხებზე ყველა შემთხვევაში ვერ პოულობენ სათანადო ასახვას ქართულ მეცნიერებაში.
However, studies by foreign scholars are not always duly reflected in Georgian scholarship.
20386.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ამის მიზეზები მრავალგვარია: ენობრივი ბარიერი, ლიტერატურისადმი ხელმიუწვდომლობა და სხვა.
There are multiple reasons for this: the language barrier, unavailability of the literature, etc.
20387.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ამ მიზეზთაგან უმთავრესი მაინც ის არის, რომ უცხოელ მკვლევართა შრომები ქართულ მწერლობაზე არ არის სისტემატიზებული და ბიბლიოგრაფიულად დამუშავებული.
Most important, however, is the lack of a systematised and bibliographic study of foreign research into Georgian literature.
20388.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
სწორედ ამ ხარვეზის ამოვსებას ისახავს მიზნად წინამდებარე შრომა.
The purpose of the present book is to fill this hiatus.
20389.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
რა თქმა უნდა, ამგვარი კვლევა-ძიებისათვის საფუძველი ქართულ მეცნიერებაში თანდათანობით მზადდებოდა.
To be sure, the way for such research was being gradually laid in Georgian scholarship.
20390.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
უპირველეს ყოვლისა, უნდა მივუთითოთ კ. კეკელიძის ნარკვევზე „ძველი ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა და მისი შესწავლის მდგომარეობა“ („ქართული ლიტერატურის ისტორია“).
Reference should first be made to K. Kekelidze's essay on the significance of Old Georgian literature and the status of its study (In: "A History of Georgian Literature").
20391.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
განსაკუთრებით აღსანიშნავია უცხოელ მეცნიერთა რუსთველოლოგიური გამოკვლევების საგანგებო შესწავლა, რომელიც განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტში („რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში“, მთავარი რედაქტორი ლ. მენაბდე).
Special note should be made of the research done at the Rustaveli Seminar of Tbilisi State University into the Rustvelological studies of foreign scholars ("Rustaveli in World Literature", Chief Editor L. Menabde).
20392.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
სწორედ რუსთველოლოგიაა ქართული ლიტერატურათმცოდნეობის ერთადერთი დარგი, რომელშიც შედგენილია და გამოცემულია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ბიბლიოგრაფიები როგორც სამეცნიერო შრომებისა (გ. იმედაშვილი, რუსთველოლოგიური ლიტერატურა), ისე საკუთრივ რუსთაველის პოემების გამოცემებისა და უცხოურ ენებზე შესრულებული თარგმანებისა (ვ. ჩაჩანიძე, ვეფხისტყაოსანი მსოფლიოს ხალხთა ენებზე; „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები).
Rustvelology is the only area of Georgian literary criticism in which more or less comprehensive bibliographies of both scholarly works (G. Imedashvili, Rustvelological Literature) and editions and translations into foreign languages (V. Chachanidze, The Man in the Panther's Skin in the Languages of the World) have been compiled and edited.
20393.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ქართველი მკვლევარები ყურადღებას უთმობენ საზოგადოდ საქართველოს თემას ევროპულ მწერლობაში და კერძოდ, ქართული ლიტერატურის საკითხების შესწავლას ევროპელ მკვლევართა მიერ.
Georgian students of West-European literature give attention to the Georgian theme in European literature, in particular to the study of topics of Georgian literature by European researchers.
20394.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ამ მხრივ აღსანიშნავია როგორც ცალკეული მონოგრაფიები ევროპელ ქართველოლოგებსა თუ ქართული ლიტერატურული ძეგლების ევროპელ მთარგმნელებზე (ალ. ბარამიძე, მარი ბროსე - ქართული მწერლობის მკვლევარი. - „ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“; ) ასევე ნარკვევების ციკლები ქართულ-საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე
Notable in this respect are individual monographs on European Kartvelologists or on European translators of Georgian literary pieces (Al. Baramidze, Marie Brosset: Student of Georgian Literature, in "Essays on the History of Georgian Literature"); as well as a series of essays on Georgian-foreign literary contacts
20395.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
შ. რევიშვილი, ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობებიდან და გერმანულ-ქართული ეტიუდები;
Sh. Revishvili, On Georgian-German Literary Contacts and German-Georgian Studies;
20396.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
გ. შარაძე, ინგლის-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის ფესვები და ქართველოლოგიის აღმოცენება ინგლისში. - „ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე“;
Sharadze, The roots of English-Georgian historical relations and the inception of Georgian Studies in Britain, in 'Treasury of Happiness and Virtue (Bednierebisa da Satnoebis Saunje)';
20397.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ს. თურნავა, საზღვარგარეთული ქართველოლოგია; მისივე, „ბედი ქართლისა“ და სხვ.
S.Turnava, Foreign Kartvelology; by the same author: Bedi Kartlisa, etc.
20398.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ქართული ლიტერატურის შესახებ გერმანულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიის შედგენაში მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო აღმოჩნდა ჰ. რორბახერის მიერ შედგენილი მასალები ქართული ბიბლიოგრაფიისათვის
H. Rohrbacher's Materialen zur georgischen bibliographie, Bonn, 1986 proved an important guide to the compilation of a bibliography of German-language scholarly literature.
20399.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
ასევე - ბიბლიოგრაფია „საქართველო გერმანულენოვან წყაროებში“ (შემდგენელი მ. გაჩეჩილაძე).
The same is true of the bibliography: "Georgia in German-language Sources" (compiled by M. Gachechiladze).
20400.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | შესავალი
მაგრამ ეს მითითებული და სხვა მსგავსი გამოქვეყნებული მასალა მხოლოდ ერთგვარად დამაკვალიანებელია იმ დიდი და შრომატევადი საქმის განსახორციელებლად, რასაც ჩვენს წინაშე დასმული ამოცანის შესრულება მოითხოვს:
However, this as well as other materials in print serve only as pointers to the time-consuming work to be done in fulfilment of the task set.