მოიძებნა 668060 ჩანაწერი
25761.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იადგარი ქართული ღვთისმსახურების განვითარების ადრეული, იერუსალიმური ეტაპის დამახასიათებელი მოვლენაა.
Iadgari is attributed to the early Georgian liturgy, based on the Jerusalem liturgy tradition.
25762.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ე. მეტრეველმა სინური და პალესტინური წარმომავლობის იადგარები დააჯგუფა მათში მოთავსებული მასალის ხასიათისა და საეკლესიო კალენდრების მონაცემთა გათვალისწინებით:
E. Metreveli grouped Iadgaris of Sinaitic and Palestinian origin considering the character of material they contained and the data of the church calendars:
25763.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
უძველესი იადგარი, გავრცელებული პალესტინაში IX ს. ბოლომდე, დაწერილი პროზით, კალენდრის მიხედვით უძველეს ქართულ იერუსალიმურ ლექციონარს ემთხვევა და მის ჰიმნოგრაფიულ დამატებას წარმოადგენს; ამ იადგარის თავდაპირველი პლასტი ქართულად თარგმნილია არაუგვიანეს VI ს. მეორე ნახევრისა.
Ancient Iadgari, widely spread in Palestine till the end of the 9th century, written in narrative style is identical to the ancient Georgian/Jerusalem lectionary and represents a hymnographic supplement to the latter; the first layer of this Iadgari had been translated into Georgian not later than in the second half of the 6th century.
25764.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
VIII ს. იოანე დამასკელის მიერ ჰიმნოგრაფიაში ჩატარებული რეფორმის შემდეგდროინდელი ახალი ტიპის იადგარი უძველესი იადგარისაგან განსხვავდება კალენდრით.
A new type of Iadgari, created after the reform made by John of Damascus in hymnography in the 8th century differs from the ancient Iadgari by calendar.
25765.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
საგალობლები დაწერილია ახალი ფორმით, ბიზანტიური ლექსით, იგივე რიტმული პროზით, ძლისპირთა მიხედვით.
Hymns have been written according to the new style, in Byzantine verse, with the same rhythmic narrative, based on hirmos.
25766.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
რამდენიმე ხელნაწერში ტექსტს მუსიკალურ-რიტმული პუნქტუაციის ნიშნები ახლავს.
Certain texts in the manuscripts are accompanied by notes of musical and rhythmic punctuation.
25767.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ამ იადგარების ბერძნული მოდელი VII-VIII სს. საბაწმიდის ჰიმნოგრაფთა წრეში შეიქმნა, ქართულად იგი უნდა თარგმნილიყო IX ს-ში.
The Greek model of these Iadgari was developed by the hymnographers representing Sabbaitic school in the 7th and 8th centuries, and supposedly, was translated into Georgian in the 9th century.
25768.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იადგარის ამ რედაქციამ განვითარების რთული გზა განვლო.
This version of Iadgari had undergone a lengthy and difficult process of development.
25769.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
უძველესი იადგარის ტიპს განეკუთვნებიან, აგრეთვე, პალესტინური წარმომავლობის წვირმისა და იელის იადგარები.
Tsvirmi and Ieli Iadgaris also belong to the ancient types of Iadgari.
25770.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
რედაქციულად ჭილ-ეტრატის, სინურ, წვირმისა და იელის იადგარებს ერთი რიგისად მიიჩნევენ, თუმცა, ცალკეული ნუსხა თავისებურია.
Papyrus and Parchment Iadgari, Sinai Iadgari, Tsvirmi and Ieli Iadgari of Palestinian origin are considered to be from the same group; however, separate manuscripts differ.
25771.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
უძველესი იადგარის ნუსხები ერთმანეთისაგან განსხვავდება სისრულით;
Ancient Iadgari manuscripts differ in terms of their completeness;
25772.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
არც ერთი მათგანი სრულად არ შემონახულა, მაგრამ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მისი არქეტიპული სახის რეკონსტრუქცია, რომლის ძირითად ნუსხად უძველესი იადგარის გამომცემლებმა ჭილ-ეტრატის იადგარი აიღეს.
None of them has survived in complete form, but merging surviving versions made possible to reconstruct the archetype of Iadgari, being considered the initial manuscript by the publishers of the Ancient Iadgari to be the Papyrus and Parchment Iadgari.
25773.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ზოგიერთი იადგარის მინაწერში განსაზღვრულია მისი რაობა//დანიშნულება, კერძოდ, ისინი იხსენიებიან როგორც იადგარი საზამთროჲ, იადგარი საწელიწდოჲ; იადგარანი დაჩხრეკილანი; იადგარი საზამთროჲ და საზატიკოჲ.
The notes made to some Iadgari define their purpose; namely, they are mentioned as Winter-Months Iadgari, All-Year Iadgari; Iadgari of Hymns Searched For; Winter-Months and Holidays Iadgari.
25774.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
უძველესი იადგარის თითქმის ყველა ნუსხა ორ საზღვარგარეთულ ქართულ საღვთისმეტყველო ცენტრშია შექმნილი:
Almost all Ancient Iadgari manuscripts were created in two Georgian theological centers abroad:
25775.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
პალესტინურ არეალში - წმ. საბას მონასტერი, ხარიტონის ლავრა, პალავრა - და სინას მთის სამონასტრო კერებში.
In the Palestine area – St. Sabbas the Holy Monastery (Mar Saba), St. Chariton Lavra, Palavra; and monastic centers on Mount Sinai.
25776.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
სამეცნიერო ლიტერატურაში ისიც გაირკვა, რომ ეს ორი ცენტრი დამოუკიდებლად ქმნიდა უძველესი იადგარის ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ ძირითადად ერთი ტიპის რედაქციას.
Scholarly literature confirmed as well that these two centers independently from each other had been creating slightly different but basically the same version of the Ancient Iadgari.
25777.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
უძველესი იადგარის მოქმედების ქრონოლოგიურ არეალში შექმნილ საგალობელს ფორმა, ე. ი. სალექსთწყობო სისტემა არ აქვს, იგი პროზაულია.
The hymn created within the chronological period of practicing the Ancient Iadgari does not have a form, i.e. prosody system; it is given in narrative.
25778.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ფორმაზე მსჯელობა შეიძლება X ს-დან, როდესაც ჰიმნოგრაფიაში ჩნდება წყობილი სიტყვით, იამბიკოთი და საერო პოეზიის ფორმებით [შაირითა და ფისტიკაურით] შესრულებული საგალობლები.
The issue of form can become the subject of discussion only starting form 10th century, when hymns are performed in the even-syllable word form, iamb, or by the forms of secular poetry [Shairi and Pistikauri].
25779.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იადგარში მოთავსებული ჰიმნოგრაფიული მასალა მრავალფეროვანია: მონოსტროფული ტროპარები; სტიქარონები, რომლებიც რამდენიმე სტროფისგან შედგება; სრული და არასრული ჰიმნოგრაფიული კანონი.
Iadgari contains rich hymnographic materials such as mono-stanza troparia; sticheria composed of more than one stanza; complete and incomplete hymnographic canons.
25780.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
VIII ს. დამკვიდრდა ჰიმნოგრაფიული კანონი, რომელიც აგებულია 9 ბიბლიური გალობის მოდელზე.
In the 8th century a hymnographic canon was established, which is built on the model of 9 biblical chants.