მოიძებნა 668060 ჩანაწერი
25861.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ჰიმნოგრაფია გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში წარმმართველი არ ყოფილა, მაგრამ არსენ იყალთოელი, იეზეკიელი, იოანე პეტრიწი, პეტრე გელათელი წერდნენ სახისმეტყველებითად და ვერსიფიკაციულად საყურადღებო იამბიკოებს.
Hymnography was not a dominant discipline in Gelati Theological School, but Arsen Iqaltoeli, Iezekieli, Ioane Petritsi and Petre Gelateli nevertheless wrote iambi, being noteworthy in terms of their typology and versification.
25862.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
XII-XIII სს. შეიქმნა საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სიღრმით და სიმბოლური აზროვნებით გამორჩეული საგალობლები:
In the 12th and 13th centuries hymns were created of distinguished theological and philosophical depth and symbolic meaning:
25863.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, დემეტრე-დამიანეს იამბიკოები, ნიკოლოზ გულაბერისძის გალობანი სუეტისა ცხოველისანი, თამარ მეფის სახელით ცნობილი იამბიკოები ცასა ცათასა და ქალწულებრივთა, იოანე ანჩელის გალობანი ანჩისხატისანი, იოანე შავთელის გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი, არსენ ბულმაისიმისძის საგალობლები მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის, წმ. ნინოს, შიო მღვიმელის თემაზე, აბუსერისძე ტბელის ორი, საბა სვინგელოზის ერთი [6] და არსენ ჭყონდიდელის ექვსი ჰიმნოგრაფიული კანონი.
David the Builder’s Hymns of Repentance, Demetre-Damiane’s Iambi, Nikoloz Gulaberisdze’s Hymns of Sueti Tskhoveli (Living Pillar), iambic verses known under Queen Tamar’s name Sky of the Skies and Of Virgins, Ioane Ancheli’s Hymns of Anchiskhati, Ioane Shavteli’s Hymns of the Vardzia Holy Mother, Arsen Bulmaisimisdze’s hymns dedicated to Martqopi icon of the Saviour, St. Nino, and Shio Mgvhimeli; Abuserisdze Tbeli’s two canons, Saba Svingelozi’s one canon and Arsen Chqondideli’s six hymnographic canons.
25864.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში ახალი ეტაპია XVII-XVIII სს., როდესაც საგალობლები ეროვნულ წმინდანთა თემაზე შეიქმნა.
The 17th and 18th centuries mark a new phase in the history of Georgian hymnography, when the hymns dedicated to the Georgian saints are being written.
25865.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ამ საქმის მესვეური დავით გარეჯის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრი იყო.
This activity was led by David Gareji Theological and Literary Center.
25866.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
XVII-XVIII სს. შეიქმნა ნიკოლოზ მაღალაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, გრიგოლ ვახვახიშვილი-დოდორქელის, ბესარიონ ორბელიშვილის, მარიამ-მაკრინა ბაგრატიონის, იესე ერისთავის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, რომანოზ ერისთავის, ანტონ კათოლიკოსის საგალობლები.
In the 17th and 18th centuries the hymns of Nikoloz Maghalashvili, Sulkhan-Saba Orbeliani, Grigol Vakhvakhishvili-Dodorkeli, Besarion Orbelishvili, Mariam-Makrina Bagrationi, Iese Eristavi, Nikoloz Cherkezishvili, Romanoz Eristavi, and Catholicos Anton were written.
25867.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ჩამოყალიბდა ახალი ტიპის კრებული სადღესასწაულო, რომლის პირველი რედაქცია დავით გარეჯის ლავრის საღვთისმეტყველო სკოლის მამამთავარს ონოფრე გარეჯელს [მაჭუტაძეს] ეკუთვნის.
A new type collection, a holiday hymns collection, was developed, its first version belonging to Onopre of Gareji (Machutadze), head of Davit Gareji Lavra Theological School.
25868.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
მასში X-XII სს. საგალობლებიც დასტურდება.
The work contains the hymns written in 10th and 12th centuries.
25869.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
გამოვლინდა სადღესასწაულოს ერთმანეთისაგან განსხვავებული რედაქციები: ე. წ. ტრადიციული, ბესარიონ ორბელისშვილის, დომენტი კათოლიკოსის, დომენტი ჯანდიერისშვილის, ეფთვიმე ბარათაშვილის, ალექსი მესხიშვილის, ანტონ კათოლიკოსისა.
Different versions of holiday collection have been discovered, so-called traditional, belonging to Besarion Orbelisshvili, Catalicos Domenti, Domenti Jandierisshvili, Epvtime Baratashvili, Aleksi Meskhishvili, Catholicos Anton.
25870.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
საგალობელთა პოეტიკა.
Poetics of hymns.
25871.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართულ ჰიმნოგრაფიაში საგალობლის რამდენიმე სალექსწყობო ფორმა დასტურდება:
Several forms of prosody are found in Georgian hymnography:
25872.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ე. წ. პროზაული საგალობელი;
So-called narrative hymn;
25873.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
სტროფული საგალობელი, რომლის საზომი, თემატიკა და მელოდია ძლისპირითაა განსაზღვრული და იამბიკო.
Strophic hymn, the meter, theme and melody of which are defined by hirmos, and Iamb.
25874.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ე. წ. პროზაული ფორმები რიტმულად ორგანიზებულია, მაგრამ სალექსო საზომი არ აქვს.
So-called narrative forms are organized rhythmically but they do not have metric feet.
25875.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ჰიმნოგრაფიულ თხზულებათა ვერსიფიკაციული კანონზომიერებების დადგენისას საგალობლის სამი ფორმა გამოიყო:
As a result of study versification principles of hymnographic works the following three forms of hymns were identified:
25876.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
სილაბურ-მუხლედოვანი ლექსი, ანუ ძველ-ქართული კლასიკური ლექსი;
Syllable-strophic verse, i.e. classic old Georgian verse;
25877.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
სილაბური უკვეთელი ლექსი;
Uncut-syllable verse;
25878.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
წყობილი სიტყვა რიცხუედი, მოკლედ - წყობილი სიტყუა, თავისუფალი უმარცვლედო ლექსი.
Even-syllable and even-strophic verse, shortly, even-syllable verse, free-style verse.
25879.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იამბიკურ საგალობლებში მეტრული პუნქტუაციის, წერტილების მიხედვით შენიშნულია, რომ ყოველ ტროპარში ყოველი სტრიქონი თანაბარმარცვლედოვნების პრინციპითაა აგებული.
In hymns written in iambic meter the metric punctuation, i.e. dots are used to point to the principle of equal number of syllables in each troparion.
25880.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
სტროფული ლექსი, პ. ინგოროყვას ტერმინოლოგიით, სილაბური უკვეთელი ლექსი, საგალობლის კლასიკური ფორმაა, რომელიც სტროფების მარცვალთა თანაბარზომიერებას ემყარება.
Strophic verse, and as P. Ingoroqva defines, uncut-syllable verse is a classic form of hymn based on evenness of syllables in the strophe.