მოიძებნა 668060 ჩანაწერი
25881.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართულ ჰიმნოგრაფიაში იგი ბერძნულის კვალობაზე შემოვიდა და ძლისპირ-ტროპართა სისტემას დაეფუძნა.
It appeared in the Georgian hymnography following the Greek and was based on the hirmos-troparia system.
25882.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
მასში გამოიყენება სალექსთწყობო საშუალებები: რეფრენი, ანაფორული კომპოზიცია, ევფონია და სხვანი, მაგრამ ლექსად არ აღიქმება.
It uses the versification means such as refrain, anaphora, euphony, etc., but it is not perceived as a verse.
25883.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
არც იამბიკოა ქართული ეროვნული სალექსთწყობო სისტემის შემადგენელი ნაწილი.
Iamb does not represent an integral part of the Georgian prosody system either.
25884.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იამბიკოს ტაეპები იშვიათადაა გარითმული, უმეტესად ღარიბი, ემბრიონალური რითმაა.
Iambic lines are rarely rhymed, and if they are, it mostly is a poor, so-called embryonic rhyme.
25885.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
რითმული ფერადოვნებით გამოირჩევიან ბორენასა და დემეტრე-დამიანეს იამბიკოები, რომლებშიც რითმა ორ და სამმარცვლიანია.
Iambis of Borena and Demetre-Damiane are marked by rhythmic richness, where two and three syllables are rhymed in the strophe.
25886.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ისინი იამბიკოს კლასიკურ ნიმუშებად შეიძლება მივიჩნიოთ, რაც მათი ღრმა სიმბოლურობითაც აიხსნება.
These verses may be regarded as classic patterns of iamb, which is explained by their deep symbolic meaning as well.
25887.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართულ ჰიმნოგრაფიაში გამოყენებული ქართული ეროვნული სალექსთწყობო ფორმა თექვსმეტმარცვლიანი შაირისა ჰიმნოგრაფიაში მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება.
Georgian national prosody form of sixteen syllables is found in Georgian hymnography only in occasional cases.
25888.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
იგივე შეიძლება ითქვას ათმარცვლიან საზომზეც, რომელიც ოცმარცვლიანი ლექსის ერთ-ერთი სახეობაა.
The same can be said about ten-syllable metric form, which is one of the forms of twenty-syllable verse.
25889.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
X-XII სს. ქართულ ჰიმნოგრაფიაში გვაქვს თექვსმეტმარცვლიანი საზომით დაწერილი რამდენიმე ნიმუში, მაგ., ფილიპესა და გეორგის საგალობლები.
However, in the 10th and 12th centuries there are some patterns of hymns, written in sixteen-syllable meter, namely, Philipe and Georgy hymns.
25890.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
საგალობელთა მუსიკალური ბუნება.
Musical nature of hymns.
25891.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ჰიმნოლოგიური პრობლემატიკის ერთ-ერთი პრინციპული საკითხია ქართული საეკლესიო გალობის მრავალხმიანობა, ქართული გალობის კილოების არსებობა, რაც უკავშირდება ქართული გალობის ეროვნულ საფუძველზე განვითარებას.
One of the principal issues in Georgian hymnography is a choral (polyphonic) nature of Georgian chant. Existence of different modes in Georgian church chant is associated with the national foundation of its development.
25892.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართული გალობა, ბერძნულისაგან განსხვავებით, მრავალხმიანია.
Georgian chant differs from Greek by polyphonic mode.
25893.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
მრავალხმიანობა უძველესი ქართული მუსიკის სააზროვნო კატეგორიაა.
Polyphony is a thinking category of ancient Georgian music.
25894.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ჩამოყალიბდა ორი თვალსაზრისი:
Two opinions exist in this regard:
25895.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართული გალობის მრავალხმიანობა X საუკუნის შემდგომი მონაპოვარია;
Georgian chant was transformed into the polyphonic chant after the 10th century;
25896.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
მუსიკათმცოდნეთა შეხედულებით, ქართული საეკლესიო გალობა ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეული ეტაპიდანვე უნდა ყოფილიყო ორიგინალური, მრავალხმიანი.
According to musicologists, Georgian church chant had been original and polyphonic from the very early stages of its development.
25897.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ქართულ საეკლესიო გალობაში ისევე შევიდა წინარექრისტიანული მრავალხმიანობა, როგორც ჰიმნოგრაფიულ პოეზიაში წინარექრისტიანული ქართული ლექსის უძველესი სალექსო საზომები, თექვსმეტმარცვლიანი შაირი და ფისტიკაური; როგორც ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში – ანტიკური, ძველბერძნულ-რომაული არქიტექტურის ფორმები.
It incorporated pre-Christian polyphonic singing in the same way as Georgian hymnographic poetry incorporated the ancient metric forms of pre-Christian Georgian poetry, sixteen-syllable Shairi and Pistikauri; and the Christian architecture did with Classical Greek and Roman architectural forms.
25898.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
მრავალხმიანობა და ქართული ლექსის საზომების საეკლესიო გალობაში შესვლა ქართული ეროვნული ფენომენის სიძლიერეზე მეტყველებს.
Polyphony and incorporation of old metric forms of Georgian poetry into religious chant speaks about the strength of Georgian national phenomenon.
25899.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ბერძნული და ქართული ნევმური სისტემა ერთმანეთისგან განსხვავდება.
Greek and Georgian neumatic systems are different.
25900.
ქართველოლოგი | ტომი 19, ქართული ჰიმნოგრაფია
ბერძნულ ხელნაწერებში საგალობელს ნევმები მიწერილი აქვს სტრიქონსზემოთ ერთ ხაზზე, ქართულში ნევმები განლაგებულია სტრიქონსზემოთ და სტრიქონსქვემოთ, რაც ქართული გალობის მრავალხმიანობას აჩვენებს.
In the Greek hymns neumas appear above the text in one line, while in Georgian they appear both above and under the text, which point to the polyphonic nature of Georgian chant.