მოიძებნა 668048 ჩანაწერი
37541.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ უდაბლეს მაიმუნებს პირობითი რეფლექსი გამოუმუშავდება უფრო სწრაფად იმ ფერზე, რომელსაც ისინი ანიჭებენ უპირატესობას, მოზარდებს უფრო სწრაფად, ვიდრე ზრდასრულებს.
The experiments showed that in lower monkeys the conditioned reflex was elaborated more rapidly to preferred rather than to unpreferred colour, and more readily in young species than in adults.
37542.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ამასთან ფერის მიხედვით არჩევა შენარჩუნებულია ფერადი მოცულობითი საგნების შეცვლისას ამავე ფერის ბრტყელი ფიგურით.
The colour choice was maintained when three-dimensional coloured objects were replaced by flat ones.
37543.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
უდაბლეს მაიმუნს ახალ ექსპერიმენტულ სიტუაციაში მოხვედრისას შეუძლია გამოიყენოს ნიშანი (ფერი), რომელიც მან გამოყო პირველადი დასწავლის პროცესში.
Thus, finding themselves in a new experimental situation, lower monkeys are able to use the sign (colour) preferred by them in the primary learning process.
37544.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც მაიმუნის უნარი განზოგადებისა კონკრეტული ნიშნის მიხედვით, რაც მოწმობს მათში ტვინის განმაზოგადებელი მოქმედების ელემენტების არსებობას.
This should be considered as an ability of the monkeys to generalize a concrete sign, pointing to the existence of elements of generalizing activity in the brain of lower monkeys.
37545.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
კატის ნუშისებრი კომპლექსის ბირთვთა გაღიზიანებით გამოწვეული შიშის ქცევა ნეოკორტიკალური ასოციაციური მიდამოების ამოკვეთის შემდეგ.
The fear behavior elicited in the cat by stimulation of the amygdaloid nuclei after removal of the neocortical association areas.
37546.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მორფოლოგიური გამოკვლევების თანახმად თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალურ მიდამოს მჭიდრო კავშირი აქვს ნუშისებრი კომპლექსის ბაზალურ და ლატერალურ ბირთვებთან.
According to morphological data the connections of the basal and lateral amygdaloid nuclei with the prefrontal cortex are well developed.
37547.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მაგრამ გამოირკვა, რომ კატის პრორეალური ხვეულის ორმხრივი ამოკვეთა გავლენას არ ახდენს ამ ბირთვების პირდაპირი და პირობითი გზით გამოწვეულ შიშის ქცევაზე.
Nevertheless, bilateral removal of the proreal gyri in the cat failed to influence the fear behavior elicited by direct stimulation of these nuclei or by a corresponding conditional stimulus.
37548.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გავლენას არ ახდენს არც სუპრასილვიური ხვეულის ორმხრივი ამოკვეთა - არც ამ ბირთვების და არც მედიალური ბირთვის გაღიზიანებით გამოწვეულ შიშის ქცევაზე.
Neither bilateral removal of the suprasylvian gyri influenced the fear elicited by stimulation of these as well as the median amygdaloid nuclei.
37549.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სარტყელის ხვეულის გაღიზიანების გავლენა ეპილეპტიფორმულ განმუხტვებზე და პოსტკონვულსიურ დეპრესიაზე.
The effect of cingulate gyrus stimulation on epileptiform discharges and postconvulsive depression caused by hippocampus stimulation.
37550.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
შესწავლილ იქნა კატის ხვეულის ელექტრული გაღიზიანების გავლენა დორსალური ჰიპოკამპის გაღიზიანებით გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე და პოსტკონვულსიურ დეპრესიაზე.
The stimulation effect of the cingulate gyrus on the epileptiform discharges and postconvulsive depression in various brain structures due to dorsal hippocampus stimulation was studied in adult cats.
37551.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აღმოჩნდა, რომ სარტყელის ხვეულის, განსაკუთრებით მისი წინა ნაწილის გაღიზიანება, რომელიც იწვევს თავდაცვის ქცევას, ავლინებს კრუნჩხვით განმუხტვებს და სპობს პოსტკონვულსიურ დეპრესიას.
The author’s evidence is in agreement with the view that the electrical stimulation of the limbic structures producing a well-pronounced emotional reaction may block the synaptic inhibition and postconvulsive depression.
37552.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სმენითი წარმოშობის აგზნების კალოზალური გადაცემის შესახებ.
On the callosal transfer of auditory excitation.
37553.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დანარკოზებულ კატებზე შევისწავლეთ ბგერით გაღიზიანებაზე გამოწვეული ბიოპოტენციალების გავრცელების შესაძლებლობა ერთი ჰემისფეროდან მეორეში კორძიანი სხეულის მეშვეობით.
The possible transfer of biopotentials evoked by sound stimuli from one hemisphere to the other via the corpus callosum was studied in anaesthetized cats.
37554.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ტრანსკალოზალური პასუხების გამოსავლინებლად წარმოებდა ჰემისექცია უკანა ოთხგორაკის ფეხის დონეზე.
Hemisection of the peduncle of the posterior lamina tecti was performed in order to evoke a transcallosal response.
37555.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოწვეული პასუხები რეგისტრირდებოდა პირველადი სმენის ქერქის სიმეტრიული წერტილებიდან (ექტოსილვიუსის შუა ნაწილი).
The responses were recorded from symmetrical points of the median ectosylvian gyrus.
37556.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დადგინდა, რომ სმენის პირველად ველებს შორის არსებობს ურთიერთქმედება კორძიანი სხეულის მეშვეობით, თუმცა მის გამოსავლინებლად საჭიროა ქერქის აგზნებადობის მომატება (სტრიქნინით აპლიკაცია).
An interaction was found between the primary auditory areas via the corpus callosum. However, elicitation of this interaction necessitates an increased excitability of the cortex (strychnine application).
37557.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მიღებული მონაცემები არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ კალოზალური ბოჭკოების სიმცირით სმენის ქერქში.
The findings cannot be explained by the small number of callosal fibres in the auditory cortex.
37558.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში წამყვან როლს თამაშობს ის რთული ფუნქციონალური ურთიერთქმედება, რომელიც არსებობს სმენის ქერქის სიმეტრიულ ველებს შორის.
A major role is presumably played by the complex functional interaction between the symmetrical areas of the auditory cortex.
37559.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ელექტრული პოტენციალის ცვლილება ქერქის ზედაპირზე მასზე მკვრივი სხეულის განლაგებისას.
The phenomenon of the electrical potential shift over the cortical surface caused by the placement of a solid body.
37560.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 104, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
მკვრივი სხეულების მოთავსება ნარკოზის ქვეშ მყოფი ცხოველის თავის ტვინის ქერქის ზედაპირზე არსებულ სივრცეში იწვევს მისი ელექტრული პოტენციალის შეცვლას.
Introduction of solid objects in the space above the cortex of an anaesthetized animal causes a change of the electrical potential of its surface (CEP).